შაბათს „ნაპოლი” ურთულეს პროგრამას იწყებს: რუდი გარსიას გუნდს სამ კვირაში შვიდი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათგან ხუთი სერია A-ს კალენდარული მატჩია, ორი კი ჩემპიონთა ლიგის. როგორც აღვნიშნეთ, „გადარბენა” 16 სექტემბერს გენუაში იწყება და 8 ოქტომბერს ნეაპოლში, „ფიორენტინას” მასპინძლობით მთავრდება. შემდეგ კი გარსიას სანაკრებო ფანჯარა მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ხსენებული შვიდი შეხვედრის განრიგი ასეთია: შაბათი, 16 სექტემბერი. ...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ოსიმენი და კვარა სამწუხაროდ ნაპოლის ფეხბურთელები არიან
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მეტოქეებად „რეალი”, „ბრაგა” და „უნიონ ბერლინი” არგუნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რთული და დაბალანსებულია, „რეალსა” და „ნაპოლის” გამოკვეთილ ლიდერებად მიიჩნევენ. საინტერესო იქნება მადრიდელთა მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დაბრუნება „მარადონაზე” — იტალიელი „ნაპოლის” 2018-19 წლებში ედგა სათავეში. როგორი რეაქცია ჰქონდათ „რეალის” ფანებს როდესაც შეიტყვეს, რომ მათი მეტოქე „აძურია”? ნეაპოლური...
დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა
გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი „მილანს” ვეღარ აჯობა და შეჯიბრებას გამოეთიშა. „პარტენოპეელებმა” „სან სიროზე” 0:1 წააგეს, შინ კი 1:1 ითამაშეს. წლეულს იტალიის ჩემპიონი შეეცდება გზა ბოლომდე გაირაოს. დღეს საქართველოს დროით 20 საათზე, მონაკოში, „გრიმანდი ფორუმში” გაიმართება კენჭისყრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პირველ კალათაში იქნება განთესილი. შესაბამისად, ისინი ჯგუფურ ეტაპზე...
გიორგი ჭიაბრიშვილი: ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით…
„ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს: გიორგი ჭიაბრიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი ეთამაშება, „ასტანა“ ევროტურნირებზე წარმატებით და სტაბილურად თამაშობდა. მათ ჰყავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ....
დინამო: ლიგისთვის ორი ახალწვეულით…
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ში განაცხადი წარადგინა. „დინამოს“ შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელია, ორივე აფრიკელია – 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ჯოზეფ აიენჯოკი და 21 წლის კოტდივუარელი ფლანგის შემტევი მუსა ბაბა სანგარე. აიენჯოკ კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა. სანგარე კი ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა. „დინამო თბილისის“...
დინამო ლიგას ასტანასთან იწყებას…
დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვლიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ჩემპიონის თბილისის „დინამოს“ პირველი მეტოქე ამ ტურნირზე – დინამოელები პირველ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ ეთამაშებიან. პირველი მატჩი სტუმრად გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 11-12 ივლისს გაიმართება, საპასუხო 18-19 ივლისს. ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. ასტანა (ყაზახეთი) – დინამო (თბილისი, საქართველო) ჰაკენი...
მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა
„მანჩესტერ სიტის” გმირმა როდრიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს” გოლი გაუტანა (შეხვედრა დასრულდა 1:0) მატჩის შემდეგ ტელეკამერების წინ ორჯერ შეიგინა. ესპანელი ნახევარმცველი, რომლის სრული სახელია როდრიგო ერნანდეს კასკანტე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. 26 წლის მადრიდელმა თანაგუნდელები შეაქო. მან BT Sport-ის კამერების წინ თქვა: „ყველამ წარმოუდგენლად მოინდომა. მე პირველ...
სიტის ტრებლი
„მანჩესტერ სიტიმ” ისტორია დაწერა — ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი” დაამარცხა 1:0 და ეგრეთწოდებული ტრებლი შეასრულა. 24 წლის განმავლობაში „ქალაქელების” მთავარი მოქიშპე, „მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ ინგლისის ერთადერთი გუნდი, რომელიც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის დიდყურა თასიც აღმართა. ახლა, ეს მიღწევა ქალაქ მანჩესტერის ორივე ნაწილს ეკუთვნის — როგორც წითელს, ასევე...
განუთესავი დინამო და სავარაუდო მეტოქეები
20-21 ივნისს უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წლეულს საქართველოს ღირსებას თბილისის „დინამო“ დაიცავს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ჩემპიონი წილისყრისას განუთესავი იქნება და უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობას, რომელთაგანაც ერთ-ერთი „დინამოს“ შეხვდება. ფერენცვაროში (უნგრეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სლოვანი (სლოვაკეთი), შერიფი (მოლდოვა), ოლიმპია (სლოვენია), ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ბატე (ბელარუსი), ასტანა (ყაზახეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ჰიკი (ფინეთი), ფლორა (ესტონეთი), შემროკი...
სიტის ყველაზე სუსტი მეტოქე ელოდება?
Wonderwalls — „ოაზისის” ეს სიმღერა „მანჩესტერ სიტის” ტრიუმფის ლაიტმოტივია. „ქალაქელებმა” „რეალს” 4:0 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც „ინტერს” შეხვდებიან. ინგლისურ გუნდს მადრიდელებთან შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „რეალის” საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ტიბო კურტუა დაასახელეს, თვალნათლივ აღწერს შეხვედრის სცენარს. პეპ გვარდიოლას გუნდი მეტოქეს ყველაფერში სჯობდა. calciomercato-ს აზრით, როდესაც კატალონიელი მწვრთნელის შეგირდები სრული...









