ფეხბურთს ყველა თავისებურად აღიქვამს. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნება იოლად შეიძლება თუკი ერთმანეთს „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) იტალიურ და ესპანურ გამოხმაურებებს შევადარებდით. იტალიელი ექსპერტებისა და მიმომხილველებისთვის „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის ბოლოს თამაში შემოატრიალა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. ესპანური მედია კი უკმაყოფილოა, რომ „ბარსამ” ვერ შეძლო ისეთი სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხება, როგორიც იტალიის ჩემპიონია....
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
კაპელო: არ მომეწონა კვარაცხელიას საქციელი
წარსულში დიდი იტალიელი მწვრთნელი, 77 წლის ფაბიო კაპელო „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) შეფასებისას დიპლომატიით არ გამოირჩეოდა. …ბოლო 20 წუთის განმავლობაში „ნაპოლის” თამაში მომეწონა. გუნდი მოქმედებდა სწრაფად და კომპაქტურად, „ბარსას” სირთულეები შეუქმნა. „აძურიმ” საპასუხო თამაში სწორედ აქედან უნდა გააგრძელოს… …ლობოტკა გასულ სეზონში ბევრი აქეს, დღეს კი იმალებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ...
მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” და „ბარსელონამ” ნეაპოლში 1:1 ითამაშეს. ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო. გთავაზობთ ნეაპოლური საიტების ტრადიციულ შეფასებებსა და ქულებს. calciomercato 5,5 — აქა-იქ რაღაც სცადა, მაგრამ ჯამში კუნდემ საიმედოდ დაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს. iamnaples 6 — ეს არ იყო...
ოსიმენი დაიღალა
„ნაპოლის” მწვრთნელებმა ვიქტორ ოსიმენი „ჯენოასთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ის „ნაპოლის” მაისურით მოედანს ოთხშაბათს, „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდება. ის, რომ ოსიმენი სერია A-ს შეხვედრაში არ ითამაშებდა ცხადი პარასკევს გახდა, როდესაც ნიგერიელმა გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ოსიმენი „ბარსელონასთან” შეხვედრამდე მოედანზე რომ არ გამოჩნდება, „სქაი სპორტის” გადაცემაში ერთ-ერთმა მწვრთნელმა მასიმო უგოლინიმაც დაადასტურა. „ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი...
ხვიჩას მეტოქეა ბარსელონა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. წილისყრას ჰქონდა ორი შეზღუდვა: მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები და ის გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. წილისყრის შედეგები ასეთია: პორტუ (პორტუგალია)-არსენალი (ინგლისი) ნაპოლი (იტალია)-ბარსელონა (ესპანეთი) პსჟ (საფრანგეთი)-სოსიედადი (ესპანეთი) ინტერი (იტალია)-ატლეტიკო (ესპანეთი) ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)-დორტმუნდი (გერმანია) ლაციო (იტალია)-ბაიერნი (გერმანია) კოპენჰაგენი (დანია)-მანჩესტერ სიტი (ინგლისი) ლაიპციგი (გერმანია)-რეალი (ესპანეთი)...
ყველაზე მეტი ნაპოლიმ იშოვა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით „ნაპოლიმ” თავის საბანკო ანგარიშს დიდძალი ფული შეჰმატა. „აძურიმ” იტალიურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი იშოვა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ” უეფასგან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. აურელიო დე ლაურენტისს ხაზინას 66 მილიონი ევრო და კიდევ რაღაც ხურდა შეემატება. „ნაპოლის” მოჰყვება „ინტერი”, რომელიც 61,5 მილიონ ევროს მიიღებს....
ყველა ამჩნევს, რომ მშვიდად არ არის
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ” შინ „ბრაგას” 2:0 მოუგო. პირველი გოლი პორტუგალიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მეორე კი ვიქტორ ოსიმენმა შეაგდო. მატჩის შემდეგ „აძურის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ნიგერიელისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „მოგზაურობა არ ღლის. ოსიმენი აფრიკაში მნიშვნელოვანი ჯილდოს მისაღებად იყო წასული (2023 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს). ჩემთვის მთავარია რას...
კვარაცხელიას გრიპის ნიშნები ჰქონია
„ნაპოლიში” ცუდი პერიოდი გრძელდება. „რეალთან”, „ინტერთან” და „იუვენტუსთან” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „პარტენოპეელებს” ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიურ „ბრაგასთან” ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ელით. ამ შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული გავა თუ არა გუნდი მერვედფინალში. ერთი შეხედვით ამოცანა გადაულახავი არ არის: მატჩი ნეაპოლშია და ფლეი-ოფში მოსახვედრად „აძურისთვის” საკმარისია ორი და მეტი გოლის სხვაობით არ წააგოს. მეორე მხრივ, კასტელ ვოლტურნოს...
ნეაპოლელთა ნიშნები და შეფასებები
calciomercato-მ „ნაპოლისა” „ინტერის” შეხვედრის (0:3) შემდეგ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელები. გთავაზობთ პორტალის მოსაზრებებს: ალექს მერეტი 5,5: 39-ე წუთზე კარგად ითამაშა, როდესაც ლაუტაროს დარტყმული მოიგერია. ჩალჰანოღლუსა და ბარელას გოლების შემთხვევაში ვერაფერს გახდებოდა, ტურამის გოლის დროს კი კუადრადოს დაბალი პასი ვერ ჩაჭრა. ჯოვანი დი ლორენცო 6: ჩვეულებრივზე ნაკლებს უტევდა. შეხვდა მეტოქე, რომელსაც ფრთაზე თამაში ეხერხება, მაგრამ დაცვაში საკმაოდ...
ნაპოლიმ 2 მილიონი იზარალა
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში „უნიონ ბერლინთან” 1:1 ითამაშა, რითაც გარდა იმისა, რომ მერვედფინალში გასვლა საწვალებელი გაიხადა, მატერიალურადაც იზარალა. „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მოგების შემთხვევაში „პარტენოპეელები” დაახლოებით 2 მილიონი ევროთი მეტს გამოიმუშავებდნენ. „აურელიო დე ლაურენტისს ვერ გაუგია, რატომ გაანიავა მისმა გუნდმა ორი მილიონი ევრო, — წერს მილანური გაზეთი, — გამარჯვების შემთხვევაში...









