„ნაპოლიში” ცუდი პერიოდი გრძელდება. „რეალთან”, „ინტერთან” და „იუვენტუსთან” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „პარტენოპეელებს” ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიურ „ბრაგასთან” ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ელით. ამ შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული გავა თუ არა გუნდი მერვედფინალში. ერთი შეხედვით ამოცანა გადაულახავი არ არის: მატჩი ნეაპოლშია და ფლეი-ოფში მოსახვედრად „აძურისთვის” საკმარისია ორი და მეტი გოლის სხვაობით არ წააგოს. მეორე მხრივ, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინა თავი.
ორიოდ დღის წინ ნეაპოლურმა საიტებმა ყურადღება გაამახვილეს მეკარე პიერლუიჯი გოლინიზე, რომელსაც გრიპის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ გაუარა და მწყობრშია. შემდეგ იყო იენს კაიუსტეს მუხლის ტრავმა, რომელიც მან „იუვენტუსთან” შეხვედრაში მიიღო და ამის გამო გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და ბოლოს, გულშემატკივრისთვის ყველაზე შემაშფოთებელი გახლდათ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა — გუნდური ვარჯიშიდან ქართველმა გარემარბმაც დარბაზში გადაინაცვლა, რადგან მასაც გრიპის ნიშნები აღმოაჩნდა. კონკრეტულად რა იგულისხმება, არ წერენ. ამწუთას ოფიციალურად ითვლება, რომ „ბარაგასთან” კვარაცხელიას თამაში კითხვისნიშნის ქვეშაა. ფეხბურთელის ჯანმრთელობას ექიმები ყოველდღიურად დააკვირდებიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
