ჭდე: ფრანკფურტი

Home ფრანკფურტი
ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში
ჩანაწერი

ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა „ფრანკფურტი’’ – 5:1. ინგლისური პრესის აზრით ეს იყო „წითლების’’ საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრებმა პირველ ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა მოახერხეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი მიაყოლეს. მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მერსისაიდელთა გუნდში როგორც იქნა ვარსკვლავურად ათამაშდა ფლორიან ვირცი, რომელმაც ორი საგოლე პასი...

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია
ჩანაწერი

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია

ოთხშაბათამდე „ლივერპულს’’ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ ფრანკფურტში 5:1 გაიმარჯვა და წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა. მერსისაიდელები რასმუს კრისტენსენის გოლის შემდეგ ჩამორჩნენ, შემდეგ კი ძალა მოიკრიბეს და შესვენებაზე უგო ეკიტიკეს, ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმა კონატეს გოლების წყალობით გვარიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მონაგარს კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის ორი შედეგიანი დარტყმაც მიამატეს. ჩემპიონთა...

მამარდას ერთი ტაიმი
ჩანაწერი

მამარდას ერთი ტაიმი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ტრადიციულ, სეზონისწინა „ტროფეო ტარონჯაზე” „ფრანკფურტს” 3:2 სძლია. „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ქართველი მეკარე პირველ ტაიმში ათამაშა, შესვენების მერე კი კარი ჩრდილო მაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკის ანდო. ქვემოთ გთავაზობთ იმ ორი ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც გიორგის მონაწილეობა მოუხდა.  ვალენსიელმა პეპელუმ პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში იყო 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი ააცილა.

ნაპოლი და ენტონი ტეილორი
ჩანაწერი

ნაპოლი და ენტონი ტეილორი

ხვალ, ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია, „ნაპოლი” ფრანკფურტის „აინტრახტს” მასპინძლობს. ამ შეხვედრას განსჯის 44 წლის ინგლისელი (მანჩესტერელი) არბიტრი ენტონი ტეილორი, რომელიც „აძურისთან” ცხოვრებაში ერთხელ გადაკვეთილა — 2018 წელს ლაიფციგში გაუძღვა ევროლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას, რომელიც ნეაპოლელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ ვინაიდან პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდათ წაგებული, შეჯიბრებას გამოეთიშნენ. მაშინ „პარტენოპეელებს” მაურიციო...

ხვიჩამ მაინც დაამყარა რეკორდი
ჩანაწერი

ხვიჩამ მაინც დაამყარა რეკორდი

იტალიური „ილ მატინო” გვამცნობს, რომ შუქ-ჩრდილიანი საღამოს მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანკფურტში მაინც დაამყარა რეკორდი, ამჯერად ევროპული: ქართველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. მან ორჯერ თავად გაიტანა, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი შეასრულა. მოგეხსენებათ, „აინტრახტთან” შეხვედრაში კვარამ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით ისეთი პასი მიაწოდა, რომელსაც „ილ მატინომ” ბრილიანტი...

კორიერე დელო სპორტი: კვარაც ადამიანია
ჩანაწერი

კორიერე დელო სპორტი: კვარაც ადამიანია

იტალიურმა „კორიერე დელო სპორტმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” 5 ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება და მართალია მათ შორის ყველაზე დაბალი შეფასება 6+ ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მისცა, ვფიქრობთ რომაელი ჟურნალისტების მოსაზრება საინტერესოა. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: კვარაცხელია, მენტალური ვარჯიში: 6+ ისიც ადამიანია. არა, მთლად ადამიანი მაინც არ არის, მაგრამ გარკვეულწილად...

გლასნერი: ნაპოლი ორმა გუნდმა დაამარცხა: ინტერმა და ლივერპულმა. ჩვენ გვინდა მესამე ვიყოთ.
ჩანაწერი

გლასნერი: ნაპოლი ორმა გუნდმა დაამარცხა: ინტერმა და ლივერპულმა. ჩვენ გვინდა მესამე ვიყოთ.

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, „აინტრახტს” ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე გერმანული გუნდის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა თქვა: „ჩვენი თავდაპირველი მიზანი მერვედფინალში გასვლა იყო. ახლა დიდებულ გუნდს „ნაპოლის” ვხვდებით. ახალი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. კარგად ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია „ნაპოლი”, მაგრამ არც ჩვენ ჩამოვუვარდებით. ხვალ მოედანზე იქნება ორი ჩინებულ ფორმაში მყოფი გუნდი. იქნება საუცხოო მინდორი...

ნეაპოლში თაღლითობა გარანტირებულიაო
ჩანაწერი

ნეაპოლში თაღლითობა გარანტირებულიაო

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 22 თებერვალს გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში, „აინტრახტს” სტუმრობს. სწორედ ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების განაწილებით არიან უკმაყოფილონი „აძურის” გულშემატკივრები. ეგრეთწოდებულმა ულტრასებმა თავიანთი დამოკიდებულება ქალაქში ბანერებითაც კი გამოხატეს. „ტიკეტონე, ნეაპოლი და სააგენტო. თაღლითობა გარანტირებულია”, — წერია უშველებელ პლაკატზე, რომელსაც ხელს გულშემატკივართა დაჯგუფება „ბებერი ლომები” აწერს. ფრანკფურტში მატჩზე დასასწრები ბილეთები ორიოდ საათში...

კოკაინი კვარას მეტოქის ბანაკში
ჩანაწერი

კოკაინი კვარას მეტოქის ბანაკში

ფრანკფურტის „აინტრახტს” რთული პერიოდი ელის. გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს, მოედანს მიღმა პრობლემები აქვს — მის პრეზიდენტს პეტერ ფიშერს კოკაინი უპოვეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს შენახვისა და მოხმარების მუხლით. ინფორმაცია წუხელ გვიან გავრცელდა. როგორც ირკვევა ფიშერის უმცროსი ვაჟი, რომელიც 13 წლისაა, სკოლაში ამხანაგთან ერთად კოკაინს...

ნაპოლის ძველი კაპიტანი აინტრახტს იგონებს
ჩანაწერი

ნაპოლის ძველი კაპიტანი აინტრახტს იგონებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა. „მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე...