ჭდე: ფრანკფურტი

Home ფრანკფურტი
რაულზე მეტი
ჩანაწერი

რაულზე მეტი

„რეალმა” ფრანკფურტის „აინტრახტს” 2:0 მოუგო და უეფას სუპერთასი მოიგო. ჯერ დავიდ ალაბამ გაიტანა, ხოლო შემდეგ ქარიმ ბენზემამ, რომელიც კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. ახლა ფრანგს მადრიდელთა მაისურით 324 გოლი აქვს გატანილი. მან გაუსწრო ლეგენდარულ რაულს, რომელმაც 1994-2010 წლებში 323-ჯერ შეაგდო. ბენზემაზე მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი — 451. თავდამსხმელმა გასულ სეზონში 44-ჯერ გამოიჩინა თავი,...

შენ ქრთამი გექნება აღებულიო
ჩანაწერი

შენ ქრთამი გექნება აღებულიო

დეკლან რაისი „ვესტ ჰემის” მომდევნო ორ ევროთამაშს გამოტოვებს. ლონდონელთა კაპიტანი დასჯილია, რადგან „აინტრახტთან” შეხვედრის დროს მსაჯს უთხრა შენ ალბათ მოსყიდული ხარო. „რა საცოდაობაა. მთელს თამაშს ასე სჯი. როგორ ახერხებ ასე ცუდად მსაჯობას? მართლა, f****** მოქრთამული იქნები. ეს f****** კორუფციაა”, — უთქვამს ფეხბურთელს. „ჩაქუჩები” ევროლიგაში გამოდიოდნენ, სადაც ნახევარფინალს მიაღწიეს, ოღონდ იქ ფრანკფურტის გუნდს შეხვდნენ, რომელმაც ინგლისში...

ურტყეს ერთმანეთს
ჩანაწერი

ურტყეს ერთმანეთს

სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...

რემზიმ ევროლიგა ფრანკფურტს უსახსოვრა
ჩანაწერი

რემზიმ ევროლიგა ფრანკფურტს უსახსოვრა

„რეინჯერსის” ბრწყინვალე ევროსეზონი გულის ტკენით დამთავრდა: არონ რემზის პენალტების სერიაში ხელი მოეცარა, გადამწყვეტი დარტყმა ვერ გაიტანა და ევროლიგის თასი ფრანკფურტის „აინტრახტმა” მოიგო. არადა, უელსელი გლაზგოს გუნდმა „იუვენტუსისგან” დიდი გამარჯვებებისთვის შეიძინა. აქამდე, 1980 წელს, ფრანკფურტელებს უეფას თასი ჰქონდათ მოპოვებული. ფინალი, რომელიც სევილიაში გაიმართა 1:1 დამთავრდა. როდესაც 57-ე წუთზე ნიგერიელმა ჯო არიბომ ანგარიში გახსნა, „რეინჯერსის” ქომაგებს იმედი...

ბავშვებს რას ერჩი, დევიდ?
ჩანაწერი

ბავშვებს რას ერჩი, დევიდ?

„ვესტ ჰემის” მწვრთნელ დევიდ მოიესს ბოდიშის მოხდა მოუწია. მან ფრანკფურტში „აუტჩიკს” ბურთი დაუმიზნა, მისკენ ფეხით დაარტყა, რისთვისაც მსაჯმა გააძევა. ეს მოხდა ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში. გერმანულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა. ფრანკფურტელებს ლონდონშიც მოგებული ჰქონდათ 2:1. „ჩაქუჩების” კარში გოლი 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სანტოს ბორემ 25-ე წუთზე გაიტანა. 18 მაისს, სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება ფინალი,...

პენალტის სკანდალი და ბატების ოჯახი
ჩანაწერი

პენალტის სკანდალი და ბატების ოჯახი

იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით. თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა...