„კორიერე დელო სპორტში’’ ყურადღება მიიპყრო წერილმა, რომლის ავტორია კარლოს პასერინი. ჟურნალისტი სერია A-ში მოთამაშე რამდენიმე ლეგიონერზე ამახვილებს ყურადღებას. ის წერს, რომ ფეხბურთელები, რომელთაც სტატიაში ეხება ვარსკვლავები არიან და თავიანთი გუნდებისთვის მეტის გაკეთება მართებთ. ლაპარაკია ლაუტარო მარტინესზე, რომელიც სავარაუდოდ გადაიღალა და „ინტერისთვის’’ იმდენი სარგებელი ვეღარ მოაქვს რამდენიც ადრე მოჰქონდა, ტეუნ კოოპმეინერსზე რომელიც „იუვენტუსში’’ ტრავმებმა დააბრკოლა, ალვარო...
ჭდე: სერია A
გოგლიჩიძე პირველ ტაიმში ბრწყინვალე იყო
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „მილანთან’’ სტუმრად 0:3 წააგო. გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ შეხვედრა ასე შეაფასა: „პირველი ტაიმი (0:2) ჩემი ბრალია. „სან სიროზე’’ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ უკეთ უნდა ითამაშო. ძელის ეპიზოდს შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ დღეს ვერ ვნახეთ თავდადება, რომლის წყალობითაც გუნდი თავს გადაირჩენდა. ძალიან ბევრი არასწორი პასი გადავაწოდეთ. ასეთი რამ პირველ ტაიმში ხდება, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა....
ანალიზი აჩვენებს, რომ კვარაცხელია საუკეთესოთა შორის იყო
საიტი areanapoli „ნაპოლის’’ თამაშების შემდეგ რეგულარულად გვთავაზობს მათ ტაქტიკურ ანალიზს. პორტალმა ტრადიციას არც „რომასთან’’ შეხვედრის მერე უღალატა. „აძურიმ’’ 1:0 მოიგო. იტალიურ, კერძოდ ნეაპოლურ მედიაში კი განსაკუთრებული რისხვა თავს ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას დაატყდა. გარემარბს აკრიტიკებენ არა მხოლოდ ჟურნალისტები არამედ ვეტერანი ფეხბურთელები, გადამდგარი მწვრთნელები და ფეხბურთთან დაკავშირებული სხვა ადამიანები, თუმცა შეხვედრის ანალიზმა areanapoli-ს ექსპერტები დაარწმუნა, რომ ხვიჩასადმი...
კონტე: ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რაც მე აქ ვარ
„ნაპოლიმ’’ „რომას’’ 1:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პარტენოპეელთა მწვრთნელმა თქვა: „მატჩის წინაც ვამბობდი, რომ სხვებს არ უნდა ვუყუროთ. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვცადოთ ჩვენი თამაში განვავითაროთ. მთელ რიგ საკითხებში გვმართებს ნაბიჯების გადადგმა და დონის ამაღლება. 70 წუთის განმავლობაში მომეწონა ბიჭები როგორ თამაშობდნენ. ბოლო 20 წუთი კი...
ხვალ ნაპოლის უცნობი რომა შეხვდება
კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა. დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ...
სამი მძარცველი დააკავეს
ნეაპოლში დააკავეს სამი კაცი, რომელთაც „ნაპოლის’’ ბრაზილიელ ფეხბურთელს დავიდ ნერეშს 1 სექტემბერს 100 000 ევროიანი საათი წაართვეს. დანაშაული ქალაქის საგამოძიებო სამსახურის კარაბინიერებმა გახსნეს, პროკურატურამ კი დაკავებულებს ბრალი წაუყენა. შეგახსენებთ, რომ ნერეში „მარადონას’’ სტადიონიდან „პარმასთან’’ შეხვედრის (2:1) შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როდესაც საცობში მოხვდა და მძარცველებმაც სწორედ მაშინ ჩაიდინეს დანაშაული. მათ ფეხბურთელს ავტომობილს უკანა შუშა ჩაუმტვრიეს და...
ინძაგი პასუხს საჭიროდ არ მიიჩნევს
მილანური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „ინტერის’’ პოლიტიკას ამ ეტაპზე სრულად განაგებს გუნდის მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ნაპოლის’’ თავკაცის ანტონიო კონტესა და პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კომენტარებზე პასუხის გაცემა არ ღირს. საქმე ეხება პენალტს, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში მსაჯმა მაურიციო მარიანიმ ნეაპოლელთა კარში დანიშნა. მან სტუმართა ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას...
შეფასებები: კვარა უფრო თავს იცავდა
სანაკრებო კვირის წინ სერია A-ში მე-12 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი ინტერესი „სან სიროზე” „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრამ გამოიწვია. მატჩი დასრულდა 1:1. ნეაპოლელთა ქართველი გარემარბი მეტწილად დაცვითი სამუშაოთი იქცევდა ყურადღებას, თუმცა „აძურის” გოლი მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. იტალიურმა პრესამ კვარაცხელია ასე შეაფასა: calciomercato — 6.0 ზარს პირველმა მან ჩამოჰკრა, როდესაც თამაშის დაწყებიდან 15...
ჩემპიონები Made in Italy
სერია A-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემპიონები Made in Italy’’, რომელშიც იტალიაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ შეეგუენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრება უწევთ. ფეხბურთელებს შორის არიან გამორჩეული ვარსკვლავები: იუვენტუსელი დუშან ვლაჰოვიჩი, მილანელი რაფა ლეაო, „ინტერის’’ მარკუს ტურამი, „რომას’’ პაოლო დიბალა და „ნაპოლის’’ ხვიჩა კვარაცხელია. ფილმში ქართველი გარემარბი ამბობს: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი სულ მენატრება, მაგრამ ახლა...
უსახური თამაში
„ნაპოლიმ” „ინტერთან” მნიშვნელოვანი გასვლის წინ შინ „ატალანტასთან” 0:3 წააგო. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ „ატალანტა” „აძურიზე” ძლიერი გუნდია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი თამაში ასე შეფასდა: calciomercato — 5.0 სულ ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ უშედეგოდ. ბურთს რომ იღებდა დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა და იძულებული ხდებოდა პასი იქვე გადაეწოდებინა, რასაც ცუდად აკეთებდა. მისგან სრულიად სხვა...









