საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „მილანთან’’ სტუმრად 0:3 წააგო. გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ შეხვედრა ასე შეაფასა: „პირველი ტაიმი (0:2) ჩემი ბრალია. „სან სიროზე’’ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ უკეთ უნდა ითამაშო. ძელის ეპიზოდს შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ დღეს ვერ ვნახეთ თავდადება, რომლის წყალობითაც გუნდი თავს გადაირჩენდა. ძალიან ბევრი არასწორი პასი გადავაწოდეთ. ასეთი რამ პირველ ტაიმში ხდება, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა. ფეხბურთელებს კარგად ვერ ავუხსენი თუ რა მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდათ’’.
გოგლიჩიძემ მოედანზე 70 წუთი დაჰყო. იტალიურმა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს:
calciomercato — 6.0 ლეაოს წინააღმდეგ თავისი საქმე გააკეთა. აჩვენა ბრწყინვალე ხარისხის ფეხბურთი.
pianetaempoli — 6.0 ქართველმა პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენჯერმე იხსნა გუნდი, მეორე ტაიმში კი ისეთი ვეღარ იყო.
Tuttomercatoweb ― 6.0 მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა ანუ იყო იქ, სადაც თეო ერნანდესი დომინირებდა, ის ტოსკანელ მცველთა ტრიოში ყველაზე შესამჩნევი იყო.
eurosport — 6.0 ბრწყნვალედ ითამაშა პირველ ტაიმში, როდესაც „შავ-წითელთა’’ რამდენიმე დარტყმას გადაეფარა. მეორე ტაიმში საგრძნობი იყო, რომ მისი თამაშის ინტენსიობამ იკლო.
Flashscore-მა და whoscored-მა გოგლიჩიძეს 6.3 დაუწერეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
