ჭდე: სერია A

Home სერია A
ტყუპისცალმა გაიტანა
ჩანაწერი

ტყუპისცალმა გაიტანა

„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა...

იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაჭრეს
ჩანაწერი

იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაჭრეს

„იუვენტუსს” მძლავრი დარტყმა მიაყენეს: იტალიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატში გუნდისთვის 15 ქულის დაკლება ბრძანა. დაისაჯნენ კლუბის ტოპ მენეჯერებიც: ორწელიწადნახევრით საფეხბურთო საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს ფაბიო პარატიჩი, ორი წლით ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე, წლითა და ოთხი თვით ფედერიკო ჩერუბინი, ხოლო რვა თვით პაველ ნედვედი, პაოლო გარიმბერტი, ენრიკო ველანო, ასია ვენიერი, კეიტლინ ჰიუზი, დანიელა...

წასულ-მოსული ხვიჩას წინააღმდეგ
ჩანაწერი

წასულ-მოსული ხვიჩას წინააღმდეგ

ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს. „სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური...

დეილი მეილი: ხვიჩა კვარაცხელიამ ბეჭედი დაუსვა, რომ ლიგის მთავარი ვარსკვლავია
ჩანაწერი

დეილი მეილი: ხვიჩა კვარაცხელიამ ბეჭედი დაუსვა, რომ ლიგის მთავარი ვარსკვლავია

იმას, თუ რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე, „ნაპოლიზე” და ზოგადად სერია A-ზე ჩვენ ყოველდღიურად ვეცნობით, მაგრამ შედარებით იშვიათად მიმოვიხილავთ სხვა ქვეყნების, თუნდაც ინგლისური პრესის მოსაზრებებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისელები სხვათა ჩემპიონატებს დიდად არ დაგიდევენ და მარტო თავიანთი ამბები აინტერესებთ. „დეილი მეილმა” იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი გრძელი სათაურით: „ხვიჩა კვარაცხელიამ ბეჭედი დაუსვა,...

ნაპოლი — 80 პროცენტით ჩემპიონი
ჩანაწერი

ნაპოლი — 80 პროცენტით ჩემპიონი

ამერიკულ ABC News-ს აქვს მონაცემთა ანალიზის პორტალი FiveThirtyEight, რომელმაც ქიციც შეისწავლა, ქიცმაცურიც, აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ „ნაპოლი” სკუდეტოს უკვე 80%-ით ფლობს, ჩემპიონთა ლიგაში კი 99%-ით გაიმარჯვებს. ხსენებული პორტალი ყოველი ტურის შემდეგ ამატებს ახალ მონაცემებს თავის უკვე დამუშავებულ რიცხვებს. ის წამყვანი ლიგების შესწავლით არის დაკავებული. სერია A-ს ბოლო ტურის შემდეგ ანუ მას მერე, რაც „მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას...

ნაპოლი ნეაპოლელების ჯანმრთელობის სამსახურში
ჩანაწერი

ნაპოლი ნეაპოლელების ჯანმრთელობის სამსახურში

ჯანმრთელობის მუშაკთა ასოციაციის „ხელები შორს ჰიპოკრატესგან”  ცნობით, იმ საათებში, როდესაც „ნაპოლი” თამაშობს, ნეაპოლში სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ნეაპოლი იმ იტალიურ ქალაქებს განეკუთვნება, სადაც გადაუდებელი დახმარების ოთახები, განსაკუთრებით დიდ საავადმყოფოებში, გადატვირთულია. ხანდახან ვითარება იმდენად დრამატულია, რომ ავადმყოფებს დერეფნებში აწვენენ. და ეს ხდება ევროკავშირის წევრ, განვითარებულ ქვეყანაში. პარასკევ საღამოს კი, როდესაც „მარადონაზე” „აძური” „იუვენტუსს” მასპინძლობდა, პალატები...

ამ ლოგიკით ნაპოლი ჩემპიონი გახდება
ჩანაწერი

ამ ლოგიკით ნაპოლი ჩემპიონი გახდება

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” მორიგ რეკორდს გაუტოლდა — ლეჩეში „მილანის” გუშინდელმა ფრემ (2:2) განაპირობა ის, რომ 18 ტურის ანუ პირველი წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 9 ქულაა. რაც იტალიის ჩემპიონატში მოგებაზე სამ ქულას წერენ, ამ ეტაპზე, მეორეს პირველთან ასეთი დიდი ჩამორჩენა მხოლოდ ერთხელ ჰქონია. როდის იყო 9-ქულიანი ჩამორჩენის პირველი შემთხვევა? სულ ახლახან, 2018-19...

ყველა დამნაშავე იყო, განსაკუთრებით ერთი
ჩანაწერი

ყველა დამნაშავე იყო, განსაკუთრებით ერთი

„ნაპოლის” 5:1 გამარჯვება „იუვენტუსთან” ერთი მხრივ „ნაპოლის” ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, მეორე მხრივ კი მარად ყოჩაღი „იუვე” ვერ იყო ისეთი ძლიერი, საუკეთესო პერიოდებში რომ არის ხოლმე. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო ტურინული გაზეთის „ტუტოსპორტის” წერილი, სადაც აქცენტი „ბებერ ქალბატონზე” გაკეთდა. „ტუტოსპორტი” წერს, რომ ჯობს ერთხელ წააგო 0:5 (ან 1:5, როგორც ეს პარასკევს ნეაპოლში მოხდა), ვიდრე ხუთჯერ 0:1....

სად წავიდნენ კვარაცხელიას კრიტიკოსები?
ჩანაწერი

სად წავიდნენ კვარაცხელიას კრიტიკოსები?

ეს იყო „ნაპოლის” ფანებისთვის დაუვიწყარი საღამო. მათმა გუნდმა „იუვენტუსი” გაანადგურა, ცხრილში 10 ქულით ჩამოიტოვა და ახლა, ისე როგორც არასდროს, სკუდეტოზე ოცნება უკვე გახელილი თვალებით შეუძლიათ. „მარადონაზე” „აძურიმ” ვარსკვლავურად ითამაშა, 5:1 მოიგო და ისტორია დაწერა: ეს გახლდათ ისტორიაში ნეაპოლელთა ყველაზე დიდი გამარჯვება „იუვესთან”, რომელსაც კონკრეტულად ორი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს. ნიგერიელმა ცენტრ-ფორვარდმა...

სპალეტი: ქუდის დახურვას და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს
ჩანაწერი

სპალეტი: ქუდის დახურვას და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს

დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის”...