როგორც მოსალოდნელი იყო, „კრემონეზესა” და „ლეჩეს” შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძველებურად უხეირო გამოდგა და წააგო — 0:2. არადა, კრემონელებმა რამდენიმე დღის წინ თასიდან თვით „რომა” გამოთიშეს და ბევრს ეგონა, რომ კრიზისი დაძლიეს. „ლეჩემ” ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველად მოიგო, მაგრამ ეს მიმდინარე სეზონში მისი მეხუთე გამარჯვება მაინც იყო. „კრემონეზე” კი...
ჭდე: სერია A
ოტავიო ბიანკი: ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია
„ნაპოლის” სკუდეტოს მოპოვება ნამდვილად შეუძლია — მას19 ტურის შემდეგ კონკურენტები საგრძნობლად ჩამორჩებიან, მაგრამ იტალიის ჩემპიონობა არ არის ერთადერთი ტიტული რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ეზომება. ჩემპიონთა ლიგა — აი, კიდევ ერთი დიდი ჯილდო, რომლითაც „პარტენოპეელებს” შეუძლიათ თავიანთი „დიდების დარბაზი” დაამშვენონ. ასე მიაჩნია 79 წლის ლეგენდარულ მწვრთნელს ოტავიო ბიანკის, რომლის ხელშიც „ნაპოლი” 1986-87 წლების სეზონში სერია A-ს...
მეკარით დაწყებული ბოლო სათადარიგოთი დამთავრებული
„ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან” 2:1 გამარჯვების შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა: ასეთი თამაშების მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მთელი გუნდი, მეკარით დაწყებული ბოლო სათადარიგოთი დამთავრებული, შეხვედრის უკანასკნელ წამამდე თავდადებულია და გამარჯვებაზეა მომართული. ეს იყო ძალიან რთული თამაში, მაგრამ ყველამ ვინც შეცვლაზე შევიდა აჩვენა, რომ მოვლენებში პირველივე წუთიდან მთელი გულით იყო ჩართული და ეს ჩვენი...
მოურინიუ: დღეს მოგებას ვიმსახურებდით
როგორი იყო „რომას” მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პირველი რეაქცია ნეაპოლში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ? ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ამის დასტურად, გასახდელში თავის ფეხბურთელებთან გუნდური ფოტო გადაიღო, რომელიც, ცხადია ინტერნეტში დადო. „ჩვენ თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. რთული იყო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ 10-15 წუთი, რადგან ამ გოლის უსამართლობას განვიცდიდით. სხვა მხრივ, ჩინებულად ვმოქმედებდით, ვთამაშობდით...
სპალეტი რომასთან მატჩისა და მოურინიუს დაბადების დღის შესახებ
დღეს „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს. სერია A-ში მეორე წრე იწყება. „აძურის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: … დღეს დიდი დაპირისპირებაა, რასაც სკუდეტოსთვის ბრძოლა განაპირობებს. გარდა ამისა წინ გველის ფეხბურთელების სანახაობრივი ორთაბრძოლები. „ნაპოლი” იმ ველომრბოლს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ სხვა, შესაძლოა თავისზე ძლიერ მრბოლებთან უწევს შეჯიბრება და ამიტომ პედლები ფეხზე მდგარმა...
რა ხდება ნაპოლის და რომას შორის?
კვირას „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს, ლუჩანო სპალეტი — თავის ყოფილ გუნდს. ჟოზე მოურინიუს „წითელ-ყვითლები” გაშვებული გოლების რაოდენობით სერია A-ში მესამე პოზიციაზე არიან. ასეთ დროს წერენ, რომ გუნდის დაცვა ლიგაში სიძლიერით მესამეა. პირველ ადგილზე „ნაპოლი” გახლავთ. calcionapoli1926 ამბობს, რომ ახლა „აძურისთვის”, რომელიც პირველი წრის შემდეგ 50 ქულით ცხრილში ლიდერია, ნამდვილი უკუთვლა იწყება. Eurosport.it-ს ნეაპოლელთა და რომაელთა საინტერესო...
ფაბიო კაპელო: კვარა და ოსიმენი გამოირჩევიან, მაგრამ მათ უკან მთელი გუნდია
„ნაპოლის სკუდეტო ისეთივე იქნება, როგორიც ჩემი იყო, „რომაში”, — თქვა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას. მან „ჯალოროსის” იტალიის ჩემპიონის ტიტული 2001 წელს მოაგებინა. 76 წლის ფეხბურთის სპეციალისტმა განაგრძო: „ახლა მთავარია „ნაპოლიმ” ყურადღება არ მოადუნოს, არ უნდა შეჩერდეს. თუმცა, გუნდს საამისო არაფერი ეტყობა. პრობლემები არ ჩანს. მოთამაშეებს თავიანთი ძალა გაცნობიერებული აქვთ. ამ...
ნაპოლი მარტო ქულებით არ არის პირველი
„ნაპოლი” პირველ ადგილზეა, ყველაზე მეტი (46) გაიტანა და ყველაზე ნაკლები (14) გაუშვა. გუნდი პირველი წრის შემდეგ ბევრი პარამეტრით დაჰყურებს ზემოდან ყველას. 19 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს 50 ქულა აქვთ. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში ადრე არ მომხდარა, მაგრამ განა მარტო „აძურის”, პირველი წრის შემდეგ 50 ქულა სერა A-ს ისტორიაში ბარე ორს არ ჰქონია...
მერეტი ინგლისურ მომავალზე დაფიქრდება
25 წლის ალექს მერეტმა „ნაპოლის” გულშემატკივარს თავი შეაყვარა, არადა მანამდე წლობით კოლუმბიელი დავიდ ოსპინას ჩრდილში იყო. ბოლო შეხვედრაში „სალერნიტანასთან” მას საქმეში სერიოზულად ერთადერთხელ მოუხდა ჩართვა, მაგრამ ისე ითამაშა, რომ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენციაზე შეაქო. მერეტს „აძურისთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, მისმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ კი „რაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა: „მე „ნაპოლის” ხელშეკრულების განახლებაზე ველაპარაკები, მაგრამ...
ლუჩანო სპალეტი: ჩვენ სერიოზული ბიჭები გვყავს
„სალერნიტანასთან” სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა: „ასეთი შედეგის მიღწევას ერთდროულად სჭირდება ტექნიკა და ძლიერი მენტალიტეტი. ეს მატჩები ენთუზიაზმს და პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ახლა ვახსენე საჭირო რაოდენობით უნდა გქონდეს და მერე მოედანზე სწორი რიტმის სახით გაიტანო. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოსთან ერთბაშად ბევრი ფეხბურთელი ქუჩდებოდა და ჩვენ შეტევის...









