ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა. იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით...
ჭდე: სერია A
მოდი და გაიგე, რა ხდება კვარას თავში
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლიმ” „კრემონეზეზე” „კოპა იტალიადან” გაგდების გამო შური იძია (3:0) და „აძურის” ფეხბურთელებს შორის ეგრეთწოდებული „ტოპები” და „ფლოპები” გამოარჩია: საუკეთესონი კვარაცხელიამ თავს დღეობა მოუწყო: 7.5 თქვენ მას მარჯვნივ ელით, ის კი მარცხნივ მიდის. თქვენ მას მარცხნივ ელით, ის კი მარჯვნივ მიიწევს. და რას იზამს თუკი მის ჩაკეტვას ორივე მხრიდან შეეცდებიან? მიდი...
ნაპოლი-კრემონეზე: ვინ როგორ და რანაირად
სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” აუტსაიდერ „კრემონეზეს” 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა. შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა ლომბარდიელებს ფარ-ხმალი წუთითაც არ დაუყრიათ. მათ შემადგენლობაში კვლავ არ თამაშობდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ვერა და ვერ გამოკეთდა. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელები სათითაოდ შეაფასა და დაახასიათა. ქვემოთ ამ შეფასებებს გთავაზობთ. ალექს...
ასპრილია: ოსიმენი მე მჯობია? კი მაგრამ, ვის წინააღმდეგ თამაშობს?
„პარმას” ოდინდელმა ვარსკვლავმა, კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ „ლა გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც ერთი ძველი ისტორია გაიხსენა: „ერთხელ, ვარჯიშის დროს, ლუიჯი აპოლონიმ მითხრა: თუ შენ აქედან ჩვენს პრეზიდენტს ბურთს გაარტყამ, სადილზე დაგპატიჟებ. პრეზიდენტი ოცდაათი მეტრის მოშორებით იდგა. მე გამოვიქეცი, ძალიან ძლიერად დავარტყი და… პირდაპირ თავში მოვახვედრე. პრეზიდენტი დაეცა. ის შოკში იყო. მეც დავიზაფრე. მუხლებზე დავეცი...
ნეაპოლში უკმაყოფილონი დარჩნენ
„სპეცია” 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი: „ნაპოლისთან” შეხვედრის დროს ლიგურიელმა ფანებმა ტრიბუნიდან შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს ნეაპოლელებს და „აძურის” ლეგენდარული ფეხბურთელის, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის არგენტინელი დიეგო მარადონას ხსოვნას. ნეაპოლური გაზეთები უკმაყოფილოდ წერენ, რომ ეს სასჯელი ვულგარული და აგრესიული მასპნძლებისთვის ძალიან ლმობიერია. სპეციის პროვინციულ სტადიონზე მომხდარმა ამბავმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ მან მარადონას ოჯახამდეც...
ნაპოლი რეალს სჯობს
„სპეციასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მისი გუნდი „გაორმაგდა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სკუდეტოსკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ გარდა ამისა უკვე მეორე მკაფიო მიზანი აქვს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატება ჰქვია. „აძურიმ” „ლივერპულთან” და „აიაქსთან” გამარჯვებებით დაამტკიცა, რომ ამ მიზნისთვის ბრძოლა ხელეწიფება. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web...
სპეციაში ნაპოლი ეზიზღებათ
სპეციაში „ნაპოლიმ” 3:0 მოიგო, მაგრამ თამაშზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო იმ შეძახილებმა, რომლებიც ტრიბუნებიდან ისმოდა — მასპინძელი გულშემატკივარი ნეაპოლელებს ლანძღავდა. ყოფილმა მსაჯმა კლაუდიო გავილუჩიმ Radio Crc-ს ეთერში თქვა: „გუშინ, ყველას მკაფიოდ გვესმოდა რას ყვიროდნენ ტრიბუნებიდან „სპეციასა” და „ნაპოლის” შეხვედრის მსვლელობისას. მე პირადად ვიცნობ თამაშის მსაჯს მარკო დი ბელოს. ის წესიერი, გულითადი ადამიანია და ამიტომაც ვერ ამიხსნია,...
ოსიმენი გულწრფელად შეწუხდა, სიძემ კი ვერ იხეირა
„სპეციასთან” სტუმრად გამარჯვების (3:0) წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა შემთხვევით ტრიბუნაზე ბურთი გაარტყა მასპინძელი გუნდის გულშემატკივარს. ნიგერიელი დაუყოვნებლივ გაიქცა ტრიბუნისკენ, შეამოწმა ქომაგი ხომ არ დაშავდა და ბოდიში მოუხადა მას. ორი დღის მერე Radio Kis Kis-მა ინციდენტის მონაწილე ლიგურიელი მოძებნა და ამბის გახსენება სთხოვა. „ყველაფერი უცებ მოხდა, — თქვა „სპეციას” ქომაგმა, — სახესთან...
კვარაცხელიას ლიმიტი არ აქვს
ამჯერად ყველაფერი მკაფიოდ იყო, ჭოჭმანის გარეშე. ის პირდაპირ მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან. არავის უკამათია, რადგან სპალეტიმ ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის უნდა დაერტყა პენალტი. კვარასაც ორჯერ თქმა არ დასჭირვებია. როგორც კი რეკამ ხელით ითამაშა მან ბურთი აიღო და თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიიტანა. დანარჩენი უკვე ისტორიაა — ბურთი „სპეციას” მეკარის დრაგოვსკის კარში შევარდა და ანგარიში გაიხსნა. სერია A-ში დარტყმულმა...
სპალეტიმ კარგად იცის ვინ მოიგო სპეციასთან
„ნაპოლიმ” სტუმრად მოუგო „სპეციას” 3:0, „კორიერე დელა სერამ” კი სხვადასხვა წყაროდან „აძურის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის კომენტარები მოკრიბა. ქვემოთ ამ კომენტარებს გთავაზობთ. თავიდან გაზეთი წერს, რომ გუნდი დაჟინებით მიიწევს სკუდეტოსკენ, მაგრამ მას კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს — ჩემპიონთა ლიგა. „სპეციასთან” შეხვედრის შემდეგ სპალეტიმ სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც თქვა: „ჩვენ ფანების სიყვარულით მიზნისთვის თავი უნდა დავდოთ....









