„ლაციომ” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 1:0. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის” ედგა სათავეში და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა, თქვა: „ნაპოლის” დონის გუნდებთან თამაშისთვის მომზადება ძალიან ძნელია. რთულია იფიქრო იმაზე, რომ აქ ჩამოხვალ და შენს თამაშს მოახვევ თავზე, დაცვაში ჩადგომა კი თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველაზე რთული იყო ბიჭების დარწმუნება, რომ მათ...
ჭდე: სერია A
შეფასება ყოველთვის სუბიექტურია
ქართველ გულშემატკივარს ყოველი მატჩის შემდეგ აინტერესებს, რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, სხვადასხვა გამოცემების შეფასება კი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. მიზეზი მარტივია — ყველას სუბიექტური აზრი აქვს. ამის დასტურად გვინდა მოვიტანოთ სამი სხვადასხვა მედია-საშუალების შეხედულება იმაზე, თუ როგორ ითამაშა ქართველმა „ნაპოლისა” და „ლაციოს” შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. ილ მატინო კვარაცხელია 5 — იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც...
სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს გამოძახილი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც...
რომაულმა გაზეთმა ძველი ამბები ამოქექა
სერია A-ს ბოლო ტურში, „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში, კრემონელების სენსაციურ გამარჯვებაზე მეტი ყურადღება სტუმართა მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს გაძევებამ მიიპყრო. პორტუგალიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი მეორე ტაიმის დასაწყისში აჩვენა, რასაც წინ „განსაკუთრებულისა” და მეოთხე მსაჯის, მარკო სერას შელაპარაკება უძღოდა. სერამ მოურინიუს რაღაც ისეთი უთხრა, რომ „რომას” თავკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და როდესაც მთავარი მსაჯი მას აძევებდა, ის...
მარიო რუი დასაჯეს
„ნაპოლის” მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან” მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს განზრახ ამოარტყა საზარდულში ფეხი”. 31 წლის პორტუგალიელი ორ შეხვედრას გამოტოვებს: პარასკევს „ლაციოსთან”, რომელსაც „ნაპოლის” ყოფილი...
ტურინელი მეოთხე მსაჯის ხრიკი მოურინიუს წინააღმდეგ
გიორგი ლოჩოშვილი ფიფამ „ფეარ ფლეის” პრიზით დააჯილდოვა, მეორე დღეს კი მისმა „კრემონეზემ” შინ 2:1 დაამარცხა „რომა”. გიორგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ კრემონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში. მე-17 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა ფრანკ ცაჯუმ, 71-ეზე ლეონარდო სპინაცოლამ გაქვითა, მაგრამ 83-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც დანიელ ჩიოფანიმ გაიტანა. მეორე ტაიმი ორიოდ წუთის დაწყებული...
ნაპოლი ნეაპოლის ქუჩებში
სერია A-ში „ბოლონიამ” „ინტერს” 1:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მდევრებს არც მეტი, არც ნაკლები 18 ქულით უსწრებს. ცხრილში ასეთმა დაწინაურებამ ფეხბურთის ნიადაგზე ისედაც შეშლილ ნეაპოლში სრული სიგიჟე გამოიწვია. Quartieri Spagnoli-ში ანუ ესპანურ უბანში სადაც ისეთ ნეაპოლურს ლაპარაკობენ, რომ ჩრდილოეთიდან ჩასულ იტალიელს შეიძლება გვარიანი დაძაბვაც დაჭირდეს, გაჩნდა ეგრეთწოდებული ინსტალაცია — ქუჩაში დააყენეს...
ოსიმნზე რაღა უნდა თქვა; კვარაცხელია მხატვარია
იყო მოსაზრება, რომ ფრანკფურტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” ემპოლიში დაღლილი ჩავიდოდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისევ გაიმარჯვა — 2:0. „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად მატჩის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა. გთავაზობთ იტალიური გაზეთის მოსაზრებას: უდრეკი ოსიმენი სიტყვები უძლურია. ის თავს არასდროს ზოგავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მან პირველ 28 წუთში...
ნაპოლის შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი
შაბათს სერია A-ს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ემპოლიში თამაშობს. „ემპოლი” მე-12 ადგილზეა. როგორც „ილ მატინო” წერს, „აძურის” თავკაც ლუჩანო სპალეტის ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ შემადგენლობის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი. მას სამი ფეხბურთელის შეცვლა განუზრახავს. უპირველეს ყოვლისა მოედანს დაუბრუნდება მარიო რუი, რომელიც ოთხკაციან დაცვაში მარცხნივ დაიკავებს თავის ადგილს. ბოლო ორ შეხვედრაში ამ პოზიციაზე ოლივერა თამაშობდა. ცვლილებაა მოსალოდნელი...
გოლები სამეცნიერო ფანტასტიკიდან
„ნაპოლიმ” „სასუოლოს” კვარასა და ოსიმენის ორი ფანტასტიკური გოლით სტუმრად მოუგო. სპალეტი თავის გუნდს კვლავ ზღაპრულ ფეხბურთს ათამაშებს. ამ ეტაპზე გუნდი შეუჩერებელი ჩანს. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელებს შეფასებები ჩამოუწერა, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ: ალექს მერეტი 6 – რამდენიმე ეპიზოდში მოუხდა ხელთათმანების დასვრა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ჯოვანი დი ლორენცო 6.5 – ის კარგად აღუდგა წინ „სასუოლოს” გარემარბებს და შეტევებშიც...









