ჭდე: საქართველოს რაგბის ნაკრები

Home საქართველოს რაგბის ნაკრები
რუმინეთის წინააღმდეგ – საბრძოლო რაზმით
ჩანაწერი

რუმინეთის წინააღმდეგ – საბრძოლო რაზმით

მართალია, სიტყვები „საქართველო – რუმინეთი“ რაგბის მოყვარულის გულს სულ სხვანაირად ხვდება, მაგრამ ბოლო წლებში ამ გუნდების მატჩებს ჩვეული ინტრიგა სამწუხაროდ დაეკარგა. ეს რუმინული რაგბის ბოლოდროინდელი ღრმა კრიზისის „დამსახურებაა“. ასეა თუ ისე, ტიერ 2-ის მასშტაბით ეს ჯერაც ერთ-ერთი მოწინავე ძალაა და ბორჯღალოსნებს ყურადღების მოდუნება კარგს არაფერს მოუტანს. ლევან მაისაშვილმა სარუმინეთოდ ნაკრებში დასვენებული ვეტერანები – შალვა მამუკაშვილი...

ძველი ჰიმნი და მარცხი მარიფილდზე
ჩანაწერი

ძველი ჰიმნი და მარცხი მარიფილდზე

„მარიფილდზე“ სარაგბო საღამო ძალიან მოულოდნელი ფაქტით დაიწყო, ასევე მოულოდნელად გაგრძელდა და მოულოდნელადვე დასრულდა. ჯერ იყო და, ჰიმნის შესასრულებლად გამზადებული ბორჯღალოსნები სახტად დატოვეს, როცა „თავისუფლების“ ნაცვლად ძველი, 2004 წლამდე მოქმედი ჰიმნი ჩაურთეს … მეორე მოულოდნელობა ქართველთა მედგარი წინააღმდეგობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი ბიჭები მეტოქეს თუ არ ჯობდნენ, არც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. პრინციპში, ეს ტაიმის ანგარიშიდანაც ჩანს...

სამხრეთელი მეფეები რუსი დათვების ნაცვლად
ჩანაწერი

სამხრეთელი მეფეები რუსი დათვების ნაცვლად

საქართველოს რაგბის კავშირმა ერთობ ოპერატიულად იმოქმედა და უარზე წასული რუსები სამხრეთაფრიკელებით ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციამ რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო რაგბის ოფიციალურ კალენდარში შესული ტესტ-მატჩი გააუქმა, აქაოდა, 27 აგვისტოს ბორჯღალოსნებს იმ მიეზით არ ვეთამაშებით, რომ თბილისში არასტაბილური ვითარებაა და ჩვენი მორაგბეების უსაფრთხოებით გარისკვას არ ვაპირებთო. „დათვების” ამ დემარშმა ჩვენი ნაკრების სამზადისი კინაღამ არია, მაგრამ...

როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია
ჩანაწერი

როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და...

მაგრები მაგრებზე
ჩანაწერი

მაგრები მაგრებზე

ექვსი ერის სარაგბო პირველობის საპასუხისმგებლო თამაშს შოტლანდიის ნაკრებთან ინგლისის ეროვნული გუნდი მომეტებული სერიოზულობით უდგება: ლეტიმერის უძველესი სკოლის (ჰამერსმითის რაიონი, დასავლეთ ლონდონი) სარაგბო მოედანზე სპარინგისთვის ქართველ მორკინალებს უხმო. მილტონ ჰეიგი და ედი ჯოუნსი დოსტები არიან, ამიტომ ოზმა კივთან პირადი კონტაქტები გამოიყენა თავისი შერკინებისთვის მსოფლიოში საუკეთესო სპარინგ-პარტნიორის დასაბევებლად და ვარჯიშიც სანაქებო გამოდგა. თიკუნ “საუკეთესოს” მე ნუ მომაწერთ,...

ბელგია ჩვენთან ნულია, გამოუშვით იტალია!
ჩანაწერი

ბელგია ჩვენთან ნულია, გამოუშვით იტალია!

რა სასიამოვნო მომენტია, ეროვნული გუნდის თამაშს ღირსების შეგრძნებით და უცილობელი გამარჯვების მოლოდინით როცა ხვდები. ერთადერთი საფიქრალი ისღაა, რაოდენ თვალსასეირო აღმოჩნდება შენი ყოჩების ბურთაობა. თვალსასეირო გამოდგა და მერე როგორი?! ქუთაისი მზიანი ამინდით, თითქმის იდეალური მოედნით და გადაჭედილი ტრიბუნებით დაუხვდა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს. ბელგიელები გრანდთა სწორნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ფრანგული სარაგბო სკოლის მიმდევრებს ვერც საბაზო განათლებას და...

დიდი მიძალება
ჩანაწერი

დიდი მიძალება

მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და ათწლეულების მანძილზე ქართულ რაგბში ნაღვაწის და ნაშენების შუალედურ შედეგს გამოვამზეურებთ, რომელსაც უელსთან ტესტ-მატჩი ადგას გვირგვინად: თაობათა...