„ვალენსიამ“ ოთხშაბათს „მესტალიაზე“ „კადისს“ 2:1 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ჩეების“ კარს კვლავ ხაუმე დომენეკი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ანგარიში 24-ე წუთზე გონსალო გუედეშმა გახსნა, თუმცა, 54-ზე ლუკას პერესმა პენალტით გაათანაბრა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი უგო დურომ 79-ე წუთზე შეაგდო, 84-ზე კი შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მოხდა: „კადისს“ მეორე ყვითლის გამო...
ჭდე: სამეფო თასი
ფატის ცრემლები
ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს. 19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად...
ბასკებმა კატალონიელები თასიდან გამოთიშეს
ბილბაოში, „სან მამესზე“, „ბარსელონას“ საშინელი საღამო ჰქონდა და არა მარტო იმიტომ, რომ ჩავის გუნდი „სამეფო თასის“ მერვედფინალიდან გავარდა, არამედ იმიტომაც, რომ პედრის გოლის შემდეგ, რომელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ანსუ ფატიც დაშავდა და თავად კანარის კუნძულელი გოლის ავტორიც. შემდეგ კი დადგა 106 წუთი, როდესაც ჯორდი ალბამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, იკერ მუნიაინმა კი თერთმეტი მეტრიდან ბილბაოელთა...
ვალენსიას მეკარეს მუხლებზე დადგომამ ვერ უშველა
„ვალენსიამ“ „სამეფო თასის“ მეთექვსმეტედფინალში „კარტახენას“ სტუმრად 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩვენთვის საყურადღებო ის იყო, რომ სტუმრების თავკაცმა ხოსე ბორდალასმა მეკარე შეცვალა, იასპერ სილესენი დაასვენა, მაგრამ მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, 31 წლის ხაუმე დომენეკი ათამაშა. „ღამურებს“ იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ, იწვალეს. ანგარიში 35-ე წუთზე კარლოს სოლერმა გახსნა, მაგრამ 75-ე წუთზე ალფრედო ორტუნომ პენალტით გაათანაბრა...
ეს მამარდაშვილი არ არის
ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში „ვალენსიამ“ სტუმრად ითამაშა „უტრილასთან“ და მარკოს ანდრეს, მუსას და კობა კოინდრედის გოლებით 3:0 მოიგო. თამაშის წინა დღეებში ესპანური პრესა წერდა, რომ ხოსე ბორდალასი სუსტ მეტოქესთან სათადარიგო შემადგენლობით აპირებდა თამაშს და ერთადერთი საფიქრალი ის ჰქონდა, თუ ვინ დაეყენებინა კარში, 21 წლის გიორგი მამარდაშვილი თუ 31 წლის ხაუმე დომენეკი. ბორდალასმა დომენეკს სცა...
მამარდაშვილი თასისთვის ემზადება
„ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს საქმე ასარჩევად აქვს. „ღამურები“ ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად თამაშობენ „უტრილასთან“. ეს გახლავთ 1/64 ფინალის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელთა თავკაცი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანას აპირებს. ბორდალასის ასეთ გადაწყვეტილებას ორი გამართლება აქვს: ნაკლებად დატვირთული ფეხბურთელები პრაქტიკას მიიღებენ და ძირითადის ხალხი დაისვენებს. მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელზეც მწვრთნელი ალბათ ყველაზე მეტს იფიქრებს:...
რა ფულს კარგავენ ბარსელონას ფეხბურთელები…
„ბარსელონას” ფეხბურთელების მდიდრულ კონტრაქტებში არის პუნქტები, სადაც პრემიებზეა ლაპარაკი. იქ ყველაფერი გაწერილია, რა ჯილდოს მოგების შემთხვევაში ვის რამდენი ერგება. ყველაზე დიდი ბონუსები სეზონის ბოლოს იყრის ხოლმე თავს, თუმცა კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” მოთამაშეებს ამ სეზონში ჯიბის გასქელება არ ელით და ეს თავადაც კარგად მოეხსენებათ. და მაინც, იმ შემთხვევაში თუ „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდება, ფეხბურთელები...
ლაპორტას მეორე ეპოქა თასით იწყება
თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...
კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია...
ბასკთა ფინალი რეალ სოსიედადმა მოიგო
გუშინ, ესპანეთში, 2020 წლის სამეფო თასის მფლობელი გამოვლინდა. ეს გახლავთ ბასკეთის „რეალ სოსიედადი”, რომელმაც ბასკეთისვე „ბილბაოს” მოუგო 1:0 და 34 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჯილდო მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტით გაიტანა. სან სებასტიანის გუნდმა ესპანეთის თასი ბოლოს 1987 წელს მოიგო. იმ პერიოდში „რეალ სოსიედადი” ძლიერი გუნდი იყო, 80-იანების პირველ ნახევარში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი,...









