ჭდე: სამეფო თასი

Home სამეფო თასი
ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა
ჩანაწერი

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა

„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და...

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!
ჩანაწერი

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!

რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა....