ჭდე: პრემიერლიგა

Home პრემიერლიგა
ჩანაწერი

კოკაინის საქმე №2

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, როგორც ჩანს, კოკაინის მსრუტავ ფეხბურთელებზე ნადირობს — აგერ უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა. სახელსა და გვარს კვლავ არ გვისახელებენ. ამჯერად ინფორმაცია მავანი ქალისგან მოდის, რომელსაც „მეორე” ფეხბურთელის ძმაკაცებმა კოკაინი შესთავაზეს. ეს ქალი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ შედიოდა და გამოდიოდა ფეხბურთელი ტუალეტში ნარკოტიკის შესასრუტად. პრემიერლიგის ვარსკვლავი ბოლოს ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ბარის უკანა გასასვლელიდან...

ჩანაწერი

კაილი უოქერის პრობლემა

ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის” ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან” და „ჰოფენჰაიმთან” არ ათამაშა, შემდეგ კი „კრისტალ პალასთან” ენდო და… ვაგლახ, უოქერმა უხეში შეცდომები დაუშვა. მას შემდეგ მცველი ისევ...

ჩანაწერი

გვარდიოლა არ გააგდეს

პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” 2:1 მოუგო, „ქალაქელთა” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გაუმართლა მოედნიდან რომ არ გააგდეს. შეხვედრა დაძაბული გახლდათ. ანგარიში პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ გახსნა, მეორეში ლივერპულელმა რობერტო ფირმინომ გაქვითა და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ ლეროი სანემ მაინც „სიტის” გამარჯვება გამოჭედა. თამაშის მიწურულს სტუმრები მთელი ძალებით ცდილობდნენ...

ჩანაწერი

კოკაინი და შოკი პრემიერლიგაში

„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბარის ტუალეტში კოკაინი შეიყნოსა, რის შემდეგაც ისე იქცეოდა, რომ მწვრთნელმა ტაქსიში ჩასვა და შინ გაუშვა. ოღონდ მწვრთნელს ის მთვრალი ეგონა. ტუალეტში კოკაინის შეყნოსვას ამ ინგლისელი ფეხბურთელის ერთ-ერთი თანაგუნდელი შეესწრო და დაიზაფრა, ასეთს არაფერს ელოდა. დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ, როგორ იქცეოდა ის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. როგორც მოგახსენეთ, ნახევარი საათის...

ჩანაწერი

აგუეროს ორიგინალური ვარჯიშები ლივერპულთან შეხვედრის წინ

გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო ფეხბურთს დაუბრუნდა და გოლიც გაიატა. როგორც ჩანს ის კარგ ფორმაშია და თან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ყვითელმა ინგლისურმა პრესამ არგენტინელი ვარსკვლავი უცნობ ლამაზმანთან ერთად ჩეშირის ერთ-ერთ რესორანში გამოიჭირა და ფოტოები საქვეყნოდაც გამოფინა. ყვვითლები წერენ, როგორც ჩანს ქალ-ვაჟის ლანჩმა კარგად ჩაიარა იმიტომ, რომ სერხიო რესტორნიდან გაბადრული გამოვიდა და ფოტოგრაფს სიხარულით ხელიც...

ჩანაწერი

დიდი მატჩი ხვალ ანუ ზეგ

პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ლივერპული” ცხრილში უპირატესობის შემნარჩუნებელი არ არის. მოგეხსენებათ, სადღეისოდ პრემიერლიგას მერსისაიდელები ლიდერობენ. ისინი მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” 7 ქულით უსწრებენ და ხვალ „ეტიჰედზე” ხვდებიან. უფრო სწორად, საქართველოსთვის ეს შეხვედრა ზეგ გაიმართება, რადგან ის ჩვენი დროით შუაღამისას იწყება. „ლივერპული” 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა ინგლისის ჩემპიონი. „სიტის” მწვრთნელმა გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ...

ჩანაწერი

მანჩესტერში აღარავინ იპრანჭებოდა

პოლ პოგბამ მორიგი შოუ მოაწყო — მსოფლიოს ჩემპიონმა „ბორნმუთის” კარში ორი გოლი შეაგდო, რაც გულშემატკივარმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის მორიგი ალიყურის ჭმევად მიიღო. ახლა 25 წლის ნახევარმცველს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას მერე, რაც პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” გაუშვეს და გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს, პოგბა სხვა კაცად წარმოჩნდა. „ბორნმუთთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ...

ჩანაწერი

ევრა?

„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს. ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ...

ჩანაწერი

ჩელსის ფანებმა სტერლინგს რასისტულად აგინეს

პოლიცია და „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” საჩივარს იკვლევენ — „ქალაქელების” თქმით შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე”, მათ ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დიდ დაპირისპირებაში „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ლიდერობა დააკარგინა. 16 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ტელეკომპანია BT Sport გამომძიებლებს დახმარებას და საქმეში კარგად გასარკვევად ვისაც ჯერ არს შესაფერისი კადრებით მომარაგებას დაჰპირდა. კადრებში...

ჩანაწერი

მწვრთნელის ყიდვა…

„მანჩესტერ იუნაიტედი” 40 მილიონი გირვანქის გადადებას აპირებს — „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მომავალი სეზონიდან მათი გუნდი მაურისიო პოჩეტინიომ გაწვრთნას და როგორც ჩანს ამ თანხის „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” გადახდას აპირებენ. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა აზრით არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ისინი გუნდს ანდობენ. საინტერესოა, რომ „იუნაიტედის” ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს კონტრაქტში ჰქონია პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ის გუნდს...