ჭდე: პრემიერლიგა

Home პრემიერლიგა
ძირს ენტონი ტეილორი!
ჩანაწერი

ძირს ენტონი ტეილორი!

„ჩელსის” 46 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ მსაჯ ენტონი ტეილორს მათი საყვარელი გუნდის თამაშების გაძღოლა აუკრძალონ . კვირას „ჩელსიმ” „ტოტენჰემთან” 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ ტეილორი, რომელმაც დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი თომას ტუხელი უკმაყოფილო დატოვა. „ჩელსის” ფანებს მიაჩნიათ, რომ „ტოტენჰემის” პირველი გოლი, რომელიც პიერ ემილ ჰოიბერგმა შეაგდო, არ უნდა ჩათვლილიყო,...

ერთმანეთს დაერივნენ
ჩანაწერი

ერთმანეთს დაერივნენ

ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს...

ინგლისურ ფეხბურთს საგადასახადომ შეუტია
ჩანაწერი

ინგლისურ ფეხბურთს საგადასახადომ შეუტია

ინგლისში გადასახადებისთვის თავის არიდებას 329 ფეხბურთელს ედავებიან. ცხადია, აქ მარტო პრემიერლიგის მოთამაშეებზე არ არის ლაპარაკი. ეჭვმიტანილთა რაოდენობა მას მერე გაიზარდა, რაც HMRC ანუ მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახური ფულის თვლას შეუდგა. ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდაო წერენ: ერთი სეზონის წინ თურმე მხოლოდ 93 საქმეს ჩხრეკდნენ. ფეხბურთელების გარდა საგადასახადო დანაშაულის გამო 31 კლუბისა და 91 აგენტის საქმესაც...

გამოშვებული ვარსკვლავი გისოსებს მიღმა მიაბრუნეს
ჩანაწერი

გამოშვებული ვარსკვლავი გისოსებს მიღმა მიაბრუნეს

გუშინ გიამბეთ ფეხბურთის ვარსკვლავზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კურორტზე ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ახლა კი დავძენთ: ის ხელმეორედ წაიყვანეს პოლიციაში. პრემიერლიგის ცნობილ მოთამაშეს სხვა ქალის გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. „სანი” წერს, რომ ახალი პრეტენზია მას მერე გაჩნდა, რაც დაზარალებული ქალები ერთმანეთს ინსტაგრამით დაუკავშირდნენ და ამბავი გამოკითხეს. ფეხბურთელი ძალიან ცნობილია, მაგრამ მის სახელს სამართლებრივი მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ...

საქმეს ოფიციალური სახე მიეცა
ჩანაწერი

საქმეს ოფიციალური სახე მიეცა

„ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” ოფიციალურად მიმართა. დასავლეთ ლონდონელებს რაჰიმ სტერლინგის გადაბირების საქმეზე ერთხელ და საბოლოოდ წერტილის დასმა უნდათ. სტერლინგს „ლურჯების” მწვრთნელთან თომას ტუხელთან „სტემფორს ბრიჯზე” თავისი როლის შესახებ უკვე ნალაპარაკები აქვს და ამიტომაც ტოვებს „ეტიჰედს” თამამად. ახლა „ქალაქელები” გაბრიელ ჟესუსს „არსენალში” 45 მილიონ გირვანქად გაყიდიან და ამ თანხას სტერლინგში აღებულ სავარაუდო 55 მილიონსაც დაამატებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას...

სადიო მანემ პრემიერლიგას თავი საუთჰემპტონიდან დაამახსოვრა
ჩანაწერი

სადიო მანემ პრემიერლიგას თავი საუთჰემპტონიდან დაამახსოვრა

სადიო მანეს გეზი „ბაიერნისკენ” უჭირავს. სენეგალელი „ლივერპულისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ბევრის აზრით, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მან პრემიერლიგაში ასზე მეტი გოლი გაიტანა, 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-19 წლების სეზონში 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირის „ოქროს ბუცით” დააჯილდოეს. ბრიტანულ პრესაში მანეზე წერენ, რომ ის არა მხოლოდ „ლივერპულის” არამედ მთელი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია....

გამოძიება, ჯაკა და ტოტალიზატორი
ჩანაწერი

გამოძიება, ჯაკა და ტოტალიზატორი

გრანიტ ჯაკამ ახლახან დამთავრებულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში იმდენად უცნაური ყვითელი ბარათი მიიღო, რომ მის წარმოშობას დანაშაულებათა ეროვნული სააგენტო იძიებს. საქმეს ტოტალიზატორთან დაკავშირებული სკანდალის სუნი ასდის. იკითხავთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რას მიკეთებსო. საქმე სწორედაც ის არის, რომ ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარი ექვსი თვის განმავლობაში იძია და სერიოზული დანაშაულის კვალი რომ შეამჩნია, საქმეში კომპეტენტური სამსახური ჩართო....

პრემიერლიგა ახალ-ძველ ბურთს გააგორებს
ჩანაწერი

პრემიერლიგა ახალ-ძველ ბურთს გააგორებს

პრემიერლიგამ 2022-23 წლების სეზონის ბურთი წარადგინა — მისი ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა. დიზაინი ინგლისურ ფეხბურთში წლების წინ გაგორებული ძველი ბურთის გავლენით არის შექმნილი. მისი შემქმნელია „ნაიკი”, ხოლო ნიმუში, რომელმაც ავტორებს ახალი გაფორმება შთააგონა 1992-93 წლის „ მაიტრ პრო-მაქსი” გახლავთ. პრემიერლიგის ისტორია სწორედ 1992-93 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. ამრიგად, პრემიერლიგის დაარსების 30 წლის თავზე ბურთს კვლავ ცისფერი,...

ლეგენდების პარადი
ჩანაწერი

ლეგენდების პარადი

ჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა. პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით...

ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში
ჩანაწერი

ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში

დღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების...