ინგლისურმა პრემიერლიგამ უმსხვილესი პარტნიორი დაკარგა. ჩინურმა საკაბელო ტელევიზია PPTV-მ კონტრაქტი გაწყვიტა. ჯამში ჩინელებს 2022 წლამდე 564 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ. აქედან 265 წინასწარ იყო გადახდილი. დარჩენილი დაახლოებით 300 მილიონი პრემიერლიგის წინასწარ გათვლილი ბიუჯეტის ზარალია. შესაბამისად, თითოეული კლუბი 8-9 მილიონ ფუნტს დაკარგავს. მასშტაბები უფრო ცხადი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ჩინური კონტრაქტი პრემიერლიგის შემოსავლის 16%-ს იძლეოდა. პრემიერლიგა...
ჭდე: პრემიერლიგა
რამდენი ფეხბურთელი შევცვალოთ: მდიდრები vs ღარიბები
პრემიერლიგის კლუბებმა დიდი ომი წამოიწყეს. მათ უნდათ, რომ შემდეგი სეზონიდან ერთ თამაშში შეცვლების რაოდენობა კვლავ ხუთი დარჩეს. „ომს” სათავეში უდგანან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „ჩელსი” და „არსენალი”. ინგლისური მას-მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩამოთვლილ კლუბებს სხვებიც შეუერთდებიან. საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ, რომელსაც თამაშის წესები აბარია, ეროვნულ ფედერაციებს მიანდო მომდევნო სეზონში, თავიანთ ჩემპიონატებში, ხუთ ცვლილებას დატოვებენ...
ინგლისელები ნაკრებს და პრემიერლიგას კორონიანები უბრუნდებიან
საბერძნეთის კურორტზე დროის ლაზათიანად ტარების შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთი და პრემიერლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდნენ. ახლა, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი შიშობს, რომ არდადეგების დამთავრების შემდეგ კოვიდ-კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამას დაამატეთ ერთი ამბავიც, კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო ჰარი მაგუაირი რომ დააკავეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის არასასურველი ვითარების სურათს მიიღებთ. როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო,...
რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?
23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე...
კლოპმა სერ ალექსი ღამის ოთხის ნახევარზე გააღვიძა
სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპს ღამის ოთხის ნახევარზე გაღვიძება აპატია. არადა, გერმანელს 78 წლის ლეგენდარული, ნაინსულტარი ბერიკაცისთვის დაურეკავს და უთქვამს „ლივერპული” ჩემპიონი გახდაო. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” ედგა სათავეში და იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მერსისაიდელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, პრემიერლიგაში ბატონობდა. ინგლისურ საფეხბურთო ფოლკლორში მოარულ ფრაზად დარჩა „გარდიანთან” ინტერვიუში სერ ალექსის...
დაათრო და ხუთწლიანზე მოაწერინა ხელი
ჯეკ გრილიში ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა ფასმა დააბრკოლოს. კაცში, რომლის მიერ „ვესტ ჰემის” კარში გატანილმა გოლმა „ასტონ ვილა” პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა, ბირმინგემელები 80 მილიონ გირვანქას ითხოვენ. ეს დიდძალი თანხაა, მითუფრო კორონაგამოვლილი საფეხბურთო კლუბებისთვის და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 24 წლის ვარსკვლავი ვერ გაიყიდოს. „ასტონ ვილასაც” სწორედ ეს უნდა. აი, ფეხბურთელისა კი რა მოგახსენოთ. გრილიში,...
ლივერპულმა ტიტულისკენ გასწია, ქურდმა ბიჭმა ჩემოდანი ასწია
როდესაც ფაბინიო პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, ფორმბიში მის სახლს ქურდები აცარიელებდნენ. ბრაზილიელი ნახევარმცველი შინ არ იყო ოთხშაბათ შუადღის 3 საათიდან, ხუთშაბათის ღამის 4 საათამდე და ბოროტმოქმედემა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდნენ. სავარაუდოდ ქურდები ფაბინიოს სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ „ენფილდ როუდზე” იყო. იმ საღამოს „ლივერპულმა” „ჩელსის” მოუგო 5:3 და შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი...
ამპარტავანი ლივერპული და იმედიანი ჩელსი
„ლივერპულმა” „ჩელსის” 5:3 მოუგო! ამ საღამოს, როდესაც იურგენ კლოპის ბიჭებმა „ენფილდ როუდზე”, პრემიერლიგის ჩემპიონის თასი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე აღმართეს, ფრენკ ლემპარდმა საბოლოოდ დაალაგა ყველაფერი: კვირას, ბოლო ტურში, „ლურჯებს” შინ, „ვულვერჰემპტონთან” ერთი ქულაც აწყობთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ამ თამაშიდან ექვს დღეში კი „ჩელსი” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „არსენალს” ხვდება. თუკი დასავლეთლონდონელები...
არგენტინელი, რომელსაც ენდობიან და ფულს უმატებენ
თექვსმეტწლიანი ბორძიკის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი” პრემიერლიგას დაუბრუნდა. ეს არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით მოხდა, რისთვისაც კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. თუკი აქამდე ბიელსას ხელფასი წელიწადში 6 მილიონი გირვანქა იყო, ამიერიდან 8 მილიონი გახდება. ცნობისთვის: წელიწადში 6 მილიონი გირვანქა ორჯერ მეტია, ვიდრე ინგლისის ნაკრების თავკაცის გარეთ საუთგეიტის ჯამაგირი. ამრიგად, 64 წლის არგენტინელი „ელანდ როუდზე” სულ მცირე...
მარსელო ბიელსა პრემიერლიგაში!
„ლიდს იუნაიტედი” 2004 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში. „თეთრები” მშობლიურ „ელანდ როუდზე” ზეიმობდნენ — ცნობამ იმის შესახებ, რომ „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა, „ლიდსს”, რომელმაც წინა დღეს „ბარნსლის” მოუგო 1:0, სანუკვარი ოცნება აუსრულა. გულშემატკივრები კი covid 19-ის პანდემიის მიუხედავად სტადიონს გარეთ შეიკრიბნენ და დიდი რიარია მოაწყვეს. ამრიგად, არგენტინელი მარსელო ბიელსას ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ახალი...









