პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 6 სექტემბერს ორი მედალი მოიპოვა – პარაძიუდოსტბმა გიორგი და ინა ქალდანებმა ქართულ დელეგაციას ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. გიორგი ქალდანმა (73 კგ, J2 კატეგორია) ფინალში იაპონელ იუჯირო სეტოოსთნ დათმო შეხვედრა, ინა ქალდანმა (J2 – 70 კგ) კი ყაზახი პარაათლეტი აიალა მერეკე ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სულ...
ჭდე: პარალიმპიადა 2024
ოქროს და ბრინჯაოს ვერცხლიც მიემატა…
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი მედალი მიემატა, ამჯერად ვერცხლი – ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაულმა მეორე ადგილი დაიკავა და პარიზის თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სროლის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა...
მესამე მედალი პარალიმპიადიდან
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ნინამ მასპინძელი პარაათლეტი, ფრანგი ბრიანა ვაიდი 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე თიბილაშვილმა მეორე მედალი მიოპოვა – ის ტოკიოს 2020 წლის თამაშების ვიცე-ჩემპიონია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს, პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა (ბირთვის...
ოქრო და რეკორდი…
პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართელოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა – პარალიმპიადის ჩემპიონი ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე გახდა – რომელმაც ბირთვის კვრაში (F53) ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და ჩემპიონობასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველების მეორე მედალიამ – მანამდე პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა. გიგა ოჩხიკიძე ქართული...
პირველი მედალი პირველ დღეს…
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი პარასპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯებმა კი მოგება ჯაფარიძეს მიანიჭეს. პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით წარადგენს. პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება.




