გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის. ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. „სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან....
ჭდე: ოლე გუნარ სულშერი
თუ დავიღლები, მე თვითონ გეტყვი
ინგლისური პრესა წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს უთხრა, ფიზიკურად მზად ვარ პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში თავიდანვე რომ ვითამაშოო. პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელისა და თავისი ყოფილი თანაგუნდელისთვის ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ მან ორი კვირის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 57-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად ჩაერთო...
მიუტანეთ რონალდუს ბურთი!
არ იშლის ეს კაცი განსაკუთრებულობას და რა გინდა ქნა?! კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სულშერს შეხვდა და თანაგუნდელების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა – ბურთი ჩემამდე უფრო სწრაფად რომ მოჰქონდეთ, მეტ გოლს გავიტანდიო. რეაქცია ასეთია: სულშერმა ნახევარდაცვის ხაზს დაავალა, შეტევას უსწრაფესად მიაწოდონ ბურთი, რათა რონი მაქსიმალურად მომარაგდეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდოს. შესაბამის სქემებს „მანჩესტერის“...
რონალდუს პირველი ვარჯიში მანჩესტერში
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრს დაუბრუნდა. მან, ირლანდიასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, წუხელ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გამოტოვა და საკლუბო საქმეებს მიხედა. ქერინგტონში, სადაც კრიშტიანუმ ბოლოს 2009 წელს ივარჯიშა, მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად ყოფილი თანაგუნდელი ოლე გუნარ სულშერი შეეგება. სანამ 36 წლის ვარსკვლავი სანაკრებო თამაშების პერიოდში...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
გუნდი უკვე არის. ტიტულების დროა
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2024 წლამდე და კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლებით. შეგიძლიათ მოიწონოთ ან დაიწუნოთ კლუბის ხელმძღვანელების ეს ნაბიჯი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „მანჩესტერი“ აღარ ჰგავს ავგიას თავლას, რომელიც ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა დაასუფთაო. გუნდს გაუჩნდა ღერძი და საჭიროებს მხოლოდ წერტილოვან სელექციას. და ეს პირველად სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის...
ვის ხედავს სულშერი?
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა....
მოურინიუ: შვილის გამოსაკვებად ქურდობა რომ დაგჭირდეთ, უნდა იქურდოთ
ჟოზე მოურინიუმ ოლე გუნარ სულშერს შეუტია. ეს მას მერე მოხდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელები თამაშის შემდეგ გასახდელში წალაპარაკებულან. მიზეზი: სულშერმა „სფურზის” კორეელ ფეხბურთელს, სონს, სიმულაციაში დასდო ბრალი. თითქოს, მან გააფორმა, რომ სკოტ მაკტომინეიმ მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რის გამოც ედინსონ კავანის გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა მაინც სტუმრების, „იუნაიტედის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სულშერმა...
მანჩესტერ იუნაიტედი გავარდა
ამ თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი ტრადიციების პატივისმცემელ ინგლისელ გულშემატკივართა სიყვარულს ვერ მოიმკიდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჯერ თასების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, შემდეგ კი ეს საქმითაც დაადასტურა და თავისი მთავარი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ ათამაშა. შედეგად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ეს მეოთხედფინალური მატჩი შესანიშნავად მოთამაშე „ლესტერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ამრიგად, „მელიები” გავიდნენ ნახევარფინალში,...
დედა, რა იყო ეს?!
გუშინ, „ეტიჰედზე” იმგვარი რამ მოხდა, რომ უნებურად გაჩნდა კითხვა: კი მაგრამ, თუ ძალთა თანაფარდობა ასეთია, „მანჩესტერ სიტი” „მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით რანაირად უსწრებს? მაყურებელმა ნახა ოლე გუნარ სულშერის გუნდის დიდოსტატური თამაში იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ზედიზედ 21 მატჩი ჰქონდა მოგებული, წაგებით კი 28 შეხვედრა არ წაეგო — მანჩესტერული დერბი „იუნაიტედის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გამარჯვებულმა...









