მსოფლიოს ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი უკვე მოასწრო ისეთი რამის თქმა, რაც ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის კი სახალისო გამონათქვამთა შორის შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს. ბრაზილიურ CazéTV- თან ინტერვიუში ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ დისკუსიის პროცესში მუნდიალის 64 გუნდამდე გაზრდის ვარიანტიც კი განიხილებოდა და სწორედ...
ჭდე: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი
VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
B ჯგუფში შვეიცარიისა და ყატარის შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, რომლის გამოც ფიფას ოფიციალური გაცხადების გამოქვეყნება მოუხდა. ლაპარაკია VAR-ის შეცდომაზე. ყატარმა 90+4 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შვეიცარიელმა მირო მუჰაიმიმ თავურით თავისი გუნდის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ საკამათო სხვა ეპიზოდი იყო. მე-17 წუთზე ბრეელ ემბოლომ ანგარიში პენალტით გახსნა და სალაპარაკო სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გახდა....
ფიფამ იაფი ბილეთები მოიგონა
ფიფამ უკან დაიხია. მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასმა გულშემატკივარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღაშფოთა, რის გამოც ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ჯანი ინფანტინომ და მისმა თანამშრომლებმა გამოაცხადეს, რომ მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ქომაგთათვის შექმნიან ბილეთების ახალ კატეგორიას, რომელსაც „გულშემატკივართა საბაზო ტრიბუნას’’ დაარქმევენ. ამ კატეგორიის ბილეთის შეძენა შეჯიბრების 104-ვე შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება 60 დოლარად. ბილეთის...
ყველაზე ძვირი მსოფლიო
გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია – 4 185 დოლარი მეორე კატეგორია – 5 560 დოლარი პირველი კატეგორია – 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ბილეთი დაახლოებით შვიდჯერ იაფი, 600 დოლარამდე ღირდა....



