Breaking News

ბაიერნი

ბაიერნი ტიტულს დააცხრა

ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მიუნხენის „ბაიერნს“ უშუალო კონკურენტი დაეხმარა. „ლაიფციგი“ „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა და ლიდერის დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა. ეს საჩემპიონო ტიტული 31-ე გახლავთ მიუხენური კლუბის ისტორიაში და არც იმის ნიშნები ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას აპირებდნენ. წლეულს ერთი ლეგენდარული სერია იტალიაში „იუვენტუსს“ „ინტერმა“ შეაწყვეტინა. ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?

Read more

ვილი

მხიარული და უშუალო კაცი ჩანს ვილი სანიოლი. მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისი მაინცდამაინც დელიკატურიც არ იყო და ხანდახან აღრენილი საუბრობდა, ხანდახან – ხისტადაც. სანიოლი იღიმის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ. სახალისო ამბავი მოხდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე… ერთერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მუსიე ვილის კითხვა ფრანგულად დაუსვა. ცხადია, მშობლიური ენის გაგონება გაუხარდა და ღიმილით შეხვდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ…

Read more

გერდ მიულერი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

სრულიად საფეხბურთო გერმანიამ 3 ნოემბერს გერდ მიულერის 75 წლის იუბილე აღნიშნა. გენიალურ თავდამსხმელს მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგთან“ 6:2 მოგება უძღვნა, მაგრამ დღის ბოლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია. ის, რომ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება სჭირდა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა და ჭკუასუსტობაში გადაიზარდა. ფეხბურთელის მეუღლის,…

Read more

რობერტი და ფლიკი

გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა. რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო. „ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა….

Read more

ბაიერნს ტალანტები სჭირდება

მიუნხენის „ბაიერნმა“ პსჟ-დან 18 წლის მცველი ტანგი ნიანზუ კუასი დაიმატა. ნიჭიერი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 18 წლის ფეხბურთელი პარიზული კლუბის აღზრდილია. ის მცველია, თუმც 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გააკეთება მოახერხა. კუასიმ „ბაიერნთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა… ამ კონტრაქტს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – თითქოს „ბაიერნი“ კონკურენტ…

Read more

თამაშ-თამაშ ფინალი

გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარი „საარბრუკენი“ წინასწარვე განწირული იყო. 94-დღიანი უქმობის შემდეგ ძნელია დაუპირისპირდე გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 3 გოლი იკმარა, თუმცა ბურთის ფლობის პროცენტი 83 იყო. ლევერკუზენული გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და „ბაიერნი“-„აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება. სხვათა შორის შარშანწინ მიუნხენის „ბაიერნს“ სწორედ „აინტრახტმა“ აართვა ქვეყნის თასი.

Read more

ბაიერნმა ნოიერს 5:3 მოუგო

დიდხანს ევაჭრა მანუელ ნოიერი მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებს. 34 წლის გოლკიპერი ახალ, 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 3-წლიანი კონტრაქტი და წლიურად 12 მილიონი ევრო – ეს იყო “ბაიერნის” ბოლო სიტყვა. ნოიერი იძულებული იყო, თანხმობა ეთქვა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიუნხენში 2011 წელს გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა. ამ ცხრა წლის…

Read more