ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს. ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებია, სადაც საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. C დივიზიონის მატჩების გამართვა ბათუმის…
სრულიად საფეხბურთო გერმანიამ 3 ნოემბერს გერდ მიულერის 75 წლის იუბილე აღნიშნა. გენიალურ თავდამსხმელს მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგთან“ 6:2 მოგება უძღვნა, მაგრამ დღის ბოლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია. ის, რომ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება სჭირდა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა და ჭკუასუსტობაში გადაიზარდა. ფეხბურთელის მეუღლის,…
ბოლო ცნობა ასეთია: დიეგო მარადონა 80 წუთიანი ოპერაციის შემდეგ ისვენებს. მოგეხსენებათ, დღეს მას თავიდან თრომბი ამოუღეს. ოპერაცია ბუენოს აირესის გარეუბან ოლივოსში მდებარე კერძო კლინიკაში ჩატარდა. დაბლა ფოტოზე ხედავთ ლეგენდარული ფეხბურთელის საავადმყოფოში მიყვანის სცენას. კლინიკასთან უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ისინი არგენტინის კერპის გადარჩენისთვის ლოცულონბდნენ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დააახელეს. წლეულს ეს პირველად მოხდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შერმადინს იგივე ჯილდო ორჯერ ერგო. „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ჩინებულად თამაშობს და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ყველა კალათბურთელზე სარგებლიანი იყო – ოქტომბერში, შერმადინის მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 28.7 იყო. შედეგად, ლიგის…
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში მიუნჰენის „ბაიერნმა“ ავსტრიული „რედ ბული“ 6:2 დაიბრიყვა. შარშანდელი ტრიუმფალური სეზონიდან მოყოლებული ბავარიელებს ზედიზედ 14 გამარჯვება დაუგროვდათ. აქედან 11 შარშანდელია, კიდევ 3 მიმდინარე გათამაშების. ამით „ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი განაახლა… მანამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი „ბარსელონას“ ჰქონდა, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში ზედიზედ 11 სალიგო მატჩი მოიგო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩათვლით, უეფა…
ხეორხინა როდრიგესმა თავისი სატრფოს კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ქიშპობა დაივიწყა და არგენტინელის ვაჟს დაბადების დღე მიულოცა. ეს გახლდათ 26 წლის მოდელის კომენტარი მესის მეუღლის ანტონელა როკუცოს პოსტზე. ანტონელა როკუცომ შვილის ფოტო დაპოსტა და მიაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, ტიაგო. სიტყვები არ მყოფნის იმის აღსასეწად, თუ რას ნიშნავ ჩვენთვის. ყოველთვის მომღიმარი საოცარ სამყაროს გვჩუქნი. ძალიან გვიყვარხარ…
დიდ დიეგო მარადონას, რომელსაც 30 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა, ტვინზე სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ — ექიმებმა მას თრომბი აღმოუჩინეს. ეს გახლავთ სუბდურალური ჰემატომა ანუ ტვინში ჩაქცეული სისხლის ნაირსახეობა, რომელსაც ბუენოს აირესიდან სამხრეთით, ერთი საათის სავალზე, ლა პლატას კერძო კლინიკაში მიაგნეს. დიეგო ამ კლინიკაში ორშაბათს დაწვა. მარადონას ოპერაციას სხვაგან, არგენტინის დედაქალაქის გარეუბან ოლივოსში (გა)უკეთებენ. ლეგენდის მეგობარი, ჟურნალისტი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes