ხეორხინა როდრიგესმა თავისი სატრფოს კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის ქიშპობა დაივიწყა და არგენტინელის ვაჟს დაბადების დღე მიულოცა. ეს გახლდათ 26 წლის მოდელის კომენტარი მესის მეუღლის ანტონელა როკუცოს პოსტზე. ანტონელა როკუცომ შვილის ფოტო დაპოსტა და მიაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, ტიაგო. სიტყვები არ მყოფნის იმის აღსასეწად, თუ რას ნიშნავ ჩვენთვის. ყოველთვის მომღიმარი საოცარ სამყაროს გვჩუქნი. ძალიან გვიყვარხარ...
