საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ...
ჭდე: მილანი
ბენასერი ბოლოს და ბოლოს მარსელში გადავიდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საღამოს, „მარსელმა’’ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მილანიდან’’ 1 მილიონ დოლარად იჯარით ისმაელ ბენასერი დაიმატა. კონტრაქტში ჩაიწერა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. გათვალისწინებულია 3 მილიონიანი ბონუსიც. ბენასერი 27 წლისაა. მან 18 და 19-წლამდელებში საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდად ისტორიული სამშობლოს ალჟირის ნაკრები აირჩია...
მილანმა ისტორია გაიმეორა
„მილანმა’’ ეს გაიმეორა! 21 წელია გასული მას მერე, რაც დაუვიწყარ დერბიში „ინტერი’’ 2:0-ს უგებდა, მაგრამ „შავ-წითლებმა’’ იონ დალ ტომასონის, კაკას და კლარენს ზეედორფის გოლებით შეხვედრის ბედი შემოატრიალეს. იგივე მოხდა რიადში, იტალიის სუპერთასზე. „მილანმა’’ მერვედ მოიგო ჯილდო და… ხსენებულ „ინტერს’’ გაუტოლდა. გუნდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში სერიოზულად ბორძიკობს, დიდი წარმატება მოიპოვა. „იუვენტუსთან’’ შეხვედრის შემდეგ მილანელთა ახალმა მწვრთნელმა...
გოგლიჩიძე პირველ ტაიმში ბრწყინვალე იყო
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „მილანთან’’ სტუმრად 0:3 წააგო. გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ შეხვედრა ასე შეაფასა: „პირველი ტაიმი (0:2) ჩემი ბრალია. „სან სიროზე’’ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ უკეთ უნდა ითამაშო. ძელის ეპიზოდს შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ დღეს ვერ ვნახეთ თავდადება, რომლის წყალობითაც გუნდი თავს გადაირჩენდა. ძალიან ბევრი არასწორი პასი გადავაწოდეთ. ასეთი რამ პირველ ტაიმში ხდება, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა....
რასპადორი – ფიქრები ატალანტაზე
„ატალანტა’’ ჯაკომო რასპადორის გადაბირებაზე კარგა ხანია ფიქრობს. ბერგამოელებს შეტევის გაძლიერება სურთ. „ნაპოლის’’ მოთამაშე ჯან პიერო გასპერინის ძალიან მოსწონს და იმედი აქვს, რომ ანტონიო კონტე მას შეელევა. ის ხომ რასპადორის ფაქტობრივად არ იყენებს. calciomercato წერს, რომ „ატალანტა’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზრობის დროს აპირებს „პარტენოპეელთათვის’’ ოფიციალური წინადადების გაგზავნას. პორტალი იმასაც წერს, რომ „ატალანტა’’ ფეხბურთელისთვის კარგი ვარიანტია. გუნდს იანვარში...
შეფასებები, შეფასებები
calciomercato — 7.0 გაბრწყინება ძნელი იყო, რადგან ძალიან უკნიდან თამაშობდა, მაგრამ კვარაცხელიასთვის ერთი ეპიზოდიც საკმარისა და სწორედ ეს მოხდა პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მან სადავეები ხელთ იგდო, მარჯვენა ფეხით ბურთი კარში შეაგდო და ანგარიში გახადა 2:0 („ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანი” 2:0 დაამარცხა). iamnaples — 7.0 ალმასისებრად გაბრწყინებისა და მენიოს ნახევარშეცდომის წყალობით მან „ნაპოლის’’ მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ...
დროა კვარამ მილანთანაც გაიბრწყინოს
„მილანისა’’ და „ნაპოლის’’ დიდი დაპირისპირების წინ calciomercato ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. პორტალი წერს, რომ დღეიდან ანტონიო კონტეს გუნდს ნამდვილი გამოცდა ეწყება. უახლოეს მომავალში ნეაპოლელებს მიჯრით ელით დაპირისპირება ლიდერ გუნდებთან და კვარაცხელიამ, როგორც ვარსკვლავმა, სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს თავი. სკუდეტოს სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი „აძურის’’ დღევანდელ ხელმძღვანელობას ძალიან სჭირდება. Calciomercato წერს, რომ ქაღალდზე კვარაცხელია მიმდინარე...
ბოლონიაში წვიმამ ნაპოლი დააზარალა
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ემილია რომანიას რეგიონში მოსული ძლიერი წვიმის გამო „ბოლონიისა’’ და „მილანის’’ დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ადგილობრივმა ხელიასუფლებამ ჩათვალა, რომ მისასვლელი ქუჩების აღდგენამდე „სტადიო დალ’არაზე’’ მატჩის ჩატარება და 35 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა მიზანშეწონილი არ არის, რამაც დიდი კამათი გამოიწვია. მაგალითად, პორტალი napolipiu მიიჩნევს, რომ ხსენებული შეხვედრის გადადება… „ნაპოლის’’ ურთულებს მდგომარეობას. მათი ლოგიკა, ვინც...
მილანი ნაპოლისთან თამაშის წინ დაისვენებს
სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრა „ბოლონიასა’’ და „მილანს’’ შორის გადაიდო: ბოლონიის მუნიციპალიტეტმა და პირადად მერმა მატეო ლეპორემ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გულშემატკივართა ტრანსპორტირებასთან, უფრო სწორად კი სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემის გამოშეხვედრა ვერ ჩატარდება. იტალიური მედია წერს, რომ ეს ამბავი არც ბოლონიელებს ესიამოვნათ და არც მილანელებს, ვინაიდან მათ გადატვირთულ გრაფიკში შეხვედრისთვის თარიღის შეცვლა პრობლემურია. დიდი ალბათობით მატჩი 2025...
მილანს და ინტერს სამართალდამცავებმა ტრიბუნებიდან შეუტიეს
ორშაბათს, გამთენიისას იტალიის პოლიციამ „ინტერისა“ და „მილანის“ 19 ულტრა-ტიფოზი და მათთან დაკავშირებული ხალხი აიყვანა. ლაპარაკია გულშემატკივრებზე კარებს უკან კურვებზე ანუ ტრიბუნებზე რომ სხედან. აყვანილთაგან 16 იზოლატორში წაიყვანეს, ხოლო 3 შინაპატიმრობაში დატოვეს. ოპერაცია ჩაატარა „მფრინავმა ქვედანაყოფმა“, რომელსაც ალფონსო ლადევაია ედგა სათავეში. დაკავებები კავშირშია გამოძიებასთან, რომელსაც მილანის პროკურატურის ანტიმაფიის დირექტორატი აწარმოებს ანუ საქმე გულშემატკივართა ხულიგნობას კი არა...









