„ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაიგვიანა, მაგრამ გუნდს მკაცრად და მკაფიოდ მართავს. შეუერთდა თუ არა დელეგაციას, ყოფილმა ვარსკვლავმა ტექნიკური დეპარტამენტის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც „ზემოთ” საქმე გარკვეულია, ჩავი უშუალოდ ჰოლანდიელებს შეხვდება და მათთან მოაგვარებს წასვლა-დარჩენის ამბავს. „სპორტი” წერს, რომ ჩავიმ კლუბის...
ჭდე: მემფის დეპაი
ლევანდოვსკის პირველი მსხვერპლი
„მუნდო დეპორტივოს” ცნობით 33 წლის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერმა „ბარსელონაში” ერთ ფეხბურთელს უკვე აურია დალაგებული ცხოვრება — კატალონიურ კლუბთან დაახლოებული გაზეთი წერს, რომ 28 წლის ჰოლანდიელ მემფის დეპაის ახალი ნავსაყუდელის ძიება მოუწევს. ესპანეთში ამბობენ, რომ დეპაი მიხვდა რაც ელის — ამიერიდან მოედანზე გაცილებით იშვიათად შეუშვებენ. ამას დაამატეთ „ლიდს იუნაიტედიდან” „ბარსაში” რაფინიას გადასვლის ამბავიც. ლა ლიგას კი...
მემფისი გაიყიდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ თავდამსხმელ მემფის დეპაის გაყიდის. კლუბმა ნიდერლანდელი უკვე დააყენა ტრანსფერზე. 28 წლის ფეხბურთელის გასხვისებას კატალონიური კლუბი ფინანსური სირთულეების გამო ეშურება. გუნდის გაძლიერება სურს, თანხები კი არ ჰყოფნის. არსებული კონტრაქტის ვადა დეპაის გაისად, 30 ივნისს ეწურება. ნიდერლანდელი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ლიონიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი გადაბირებით „ბარსას“ მაშინდელი თავკაცი, რონალდ კუმანი,...
ბარსელონა დასვენების დღესაც ვარჯიშობს
რაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალაო, – ხშირად წერს ესპანური პრესა. თავად ჩავის განცხადებაც ბევრს ნიშნავს: „ბარსას“ მაისურა 10 კილოგრამით მძიმეა“! ახლა კი ის მომხდარა, რომ დასვენების დღეს „ბარსას“ 9 ფეხბურთელი მაინც სავარჯიშოდ მისულა ბაზაზე. ეს 9 ფეხბურთელია: სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, სერხიო რობერტო, ფერან ტორესი, კლემან ლენგლე, ერიკ გარსია, მემფის...
ჩავები იწყებენ და იგებენ
ეს იყო ჩავის პირველი თამაში „ბარსელონას“ თავკაცის რანგში და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ამ შეხვედრაში გუნდმაც იწვალა და ჩავიმაც, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ. შეხვედრა გახლდათ ქალაქ ბარსელონას დერბი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ. „ესპანიოლს“ შეეძლო სახელოვანი მეზობლისთვის ქულა მაინც აერთმია. წვალება წვალებად, მაგრამ „ბარსელონა“ ადრინდელზე უკეთესად თამაშობდა — 75 წუთი მათი იყო. ეს იყო იმ სტილის თამაში,...
ევროპა რონალდუს გარეშე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა (წინ ფლეი-ოფის მატჩებია) და სიმბოლური ნაკრებიც შედგა. ასევე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ნუ გაიკვირვებთ, სიმბოლური გუნდის მეკარედ ლიხტენშეინის „ვადუცის“ ბენიამინ ბიუხელი დაასახელეს. მისმა გუნდმა 10 შეხვედრაში 34 გოლი მიიღო, თუმც სწორედ ბიუხელის დამსახურებაა, რომ ლიხტენშტეინმა სამჯერ მეტი არ გაუშვა. სიმბოლურ გუნდში სამი ნიდერლანდელია, შეტევის ხაზი კი ერთობ შთამბეჭდავად...
ბარსელონას ფრონტზე ცვლილებები არ არის
„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...
გადავლილი სამეზობლო
ვერ არის სამეზობლოში კარგი ამბები. საქართველომ ესპანეთთან 0:4 წააგო, სომხეთმა გერმანიასთან 0:6, აზერბაიჯანმა პორტუგალიასთან 0:3 და აგერ, ესტაფეტა თურქეთმაც გადაიბარა — ნიდერლანდებთან სტუმრად 1:6 დამარცხდა. G ჯგუფში, სადაც ეს ორი გუნდი გამოდის, მგდომარეობა ასეთი გახლდათ: გამარჯვებული ცხრილის სათავეში ექცეოდა. ფრეც თურქებს აძლევთ ხელს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ლუის ვან გაალმა ექსპერიმენტები და თავის საყვარელ 4-3-3-ს დაუბრუნდა....
ბარსელონა ჯერ ვერ ბარსელონობს
ბილბაოში, „ესტადიო სან მამესზე“, „ბარსელონამ“ მასპინძლებს გამარჯვება არ დაანება. ეს მემფის დეპაის მიერ მეორე ტაიმის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გატანილი გოლის წყალობით მოხდა. მესისშემდგომი ეპოქის „ბარსა“ ჯერ არ ჰგავს გუნდს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან 90 წუთის განმავლობაში შეხვედრის სათავეები ხელთ ეპყრობა, მაგრამ შესვენების შემდეგ მან მოახერხა გადაჯგუფება და ინიგო მარტინესის გოლის გაქვითვა. მარტინესმა 50-ე წუთზე გახსნა...
ბარსამ კარგად მოიგო
„ბარსელონამ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, თუმცა ეს იყო პირველი მატჩი უმაღლესი ლიგის მეტოქესთან — შტუტგარტში, „მერსედეს-ბენც არენაზე“, კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. მათ საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: ახალწვეულების, გამოცდილი ჰოლანდიელის მემფის დეპაისა და 18 წლის ავსტრიელი იუსუფ დემირის გოლებით შესვენებამდე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ერთი გოლიც რიკი პუჩმა დაამატა. ბარსელონელთა ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს თავისი გუნდის...









