ბოლო დროს, ჰოლანდიელ ფეხბურთელთაგან ყურადღების ცენტრში მემფის დეპაი მოექცა. ის 1 ივლისიდან „ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ევრო 2020-ზე დეპაის გამოსვლა მის სამშობლოში დიდი კამათის საგნად იქცა. ასე მაგალითად, 1988 წლის ევროპის ჩემპიონი ვიმ კიფტი ამბობს: „შეუძლებელია ყოველთვის, როდესაც ბურთს იღებ, მატჩის ბედი გადაწყვიტო. ხანდახან, მარტივად უნდა ითამაშო. არ არის საჭირო ყოველ ჯერზე მაქსიმალურად რთული ან ესთეტიკურად...
ჭდე: მემფის დეპაი
დეპაის მაისურები ბარსელონას მაღაზიებში
ხვალიდან, ბარსელონაში, საკლუბო მაღაზიებში, მემფის დეპაის მაისურები გაიყიდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თუ არა იმას, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა და კიდევ ორი საგოლე პასი შეასრულა, მალე „ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება? ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი. დეპაის, ბოლო ინტერვიუში, მომავლის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შორს დაიჭირა. „ლიონის”...
რომ წავალ, მერე დამაფასებთ
მემფის დეპაი რონალდ კუმანის მთავარ სამიზნედ რჩება. „ბარსელონას” ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს ამ ზამთარს თანამემამულე ფორვარდი გადაიბიროს და შეტევა გააძლიეროს. რასაკვირველია, ამისათვის საჭიროა კლუბს სახსრები გამოუჩნდეს. კუმანისთვის „ლიონის” თავდამსხმელის ყიდვა მას მერე გახდა კიდევ უფრო მეტად საჭირო, რაც ანსუ ფატი დაშავდა, თუმცა არის ერთი სერიოზული პრობლემაც: „ბარსას” ტრავმის გამო ვეტერანი ჟერარდ პიკე გამოაკლდა და დაცვის ცენტრშიც...
კუმანის საყიდლების სია
„ბარსელონამ” მთავარი საკითხი გადაწყვიტა — ლეო მესი რჩება. ახლა, რონალდ კუმანმა არგენტინელს დანარჩენი გუნდი უნდა შემოუწყოს. როგორც ჩანს, ერთი რამ ცხადია: ჰოლანდიელის მიერ ჩამოწერილი საყიდლების სიის თავში ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი წერია. „მარკას” ინფორმაციით, „ბარსას” „ინტერისგან” 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს. თავად ფეხბურთელიც არ მალავს, რომ კატალონიურ კლუბში უნდა გადაბარგება. პრობლემად...
ბედის არქიტექტორი
კატალონიური პრესის ცნობით ლუის სუარესის მომავალი „ბარსელონას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელში ნათელი არ არის. ჰოლანდიელმა გუნდის განახლებაზე ილაპარაკა და როდესაც თავდასხმის ხაზს შეეხო, „ლიონიდან” მისი თანამემამულის მემფის დეპაის ყიდვაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ, ურუგვაელ ფორვარდზე ათასნაირად დაიწყეს ლაპარაკი, მან კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „არასდროს დაგავიწყდეს,...
დორტმუნდს და მანჩესტერს შორის მემფისია
მემფის დეპაიმ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ჯეიდონ სანჩოს ყიდვის საქმეში. 26 წლის დეპაი „მანჩესტერ იუნაიტედში” 2015-17 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ კი „ლიონშია”. ჰოლანდიელს ინგლისში ხელი მოეცარა. ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ვერც პირადად ივარგა და ვერც გუნდმა, საფრანგეთში კი ხელ-ფეხი გაეხსნა. და აი, ამ დღეებში დაირხა ხმა, რომ თავდამსხმელის შეძენა „დორტმუნდს” სურს და...
მილანი ელის: ტოპებს და უეფას
„მილანის“ სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვერდიქტს გამოგვიტანს 15 ივნისს უეფა, კლუბს ლიდერები არ დატოვებენო: „გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და იმედია, უეფა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოგვცემს, მაგრამ თუ მაინც აგვიკრძალეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მილანიდან“ ლიდერები არ წავლენ თუ მათ თავად არ გადაწყვიტეს ჩვენთან განშორება. მეტიც, ჩვენ კლუბის გაძლიერებაზე ვმუშაობთ...





