Wonderwalls — „ოაზისის” ეს სიმღერა „მანჩესტერ სიტის” ტრიუმფის ლაიტმოტივია. „ქალაქელებმა” „რეალს” 4:0 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც „ინტერს” შეხვდებიან. ინგლისურ გუნდს მადრიდელებთან შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „რეალის” საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ტიბო კურტუა დაასახელეს, თვალნათლივ აღწერს შეხვედრის სცენარს. პეპ გვარდიოლას გუნდი მეტოქეს ყველაფერში სჯობდა. calciomercato-ს აზრით, როდესაც კატალონიელი მწვრთნელის შეგირდები სრული...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ანჩელოტი: Forza Milan!
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, მადრიდში, „რეალმა” და „მანჩესტერ სიტიმ” 1:1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „თამაშის მიხედვით ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაშიც ასეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თუ მანჩესტერშიც ასე ვითამაშებთ, სახიფათო მომენტები აუცილებლად გვექნება. ფინალში გასვლის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მეტოქეს შინ თამაშის უპირატესობა აქვს, ჩვენ კი სტუმრად გამარჯვება...
სიტი კვარას აკვირდება…
მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail აქვეყნებს. „საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის გამორჩეული მოთამაშეა, მისი ლიდეორბით „ნაპოლი“, დიეგო მარადონას პერიოდის შემდეგ, პირველ სკუდეტოს უახლოვდება, „მანჩესტერ სიტი“ მის თამაშს ყურადღებით ადევნებს თვალს“, –...
ვის გაარტყა გვარდიოლამ ბოთლი?
„მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სეზონის განახლებას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად, „ელანდ როუდზე” 3:1 მოუგო. მანკუნიანელთაგან გოლები გაიტანეს ერთი როდრიმ და ორიც ერლინგ ჰოლანდმა. ესპანელმა ანგარიში შესვენებამდე, 45+1 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა კი მეორე და მესამე 51-ე და 64-ე წუთებზე დაამატა. მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე შეაგდეს. ეს თავური დარტყმით ჰოლანდიელმა მცველმა...
გვარდიოლა ნაყატარევს იტყვის
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, კლუბში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოაცხადებს. 51 წლის სპეციალისტის ქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. „სიტიში“ ის 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო, მათ შორის – ოთხჯერ პრემიერლიგა. გვარდიოლას მეუღლეს, კრისტინას დიდი გავლენა აქვს ქმრის გადაწყვეტილებებზე. უმცროს ქალიშვილთან, ვალენტინასთან ერთად ის...
შენს ასეთ და ისეთ თამაშს მიხედეო
ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი აურზაური გამოიწვია. ჰოლანდიელი მწვრთნელი „სიტისთან” დერბიში 3:6 წაგებამ დაზაფრა და ორშაბათს ფეხბურთელები შეხვედრის გასაანალიზებლად დაიბარა, იქ კი ცხარე კამათი ატყდა, რომლის დროსაც ერთმა მეორეს მიაძახა შენს f***ing თამაშს მიხედეო და ასე შემდეგ. კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად ყველაზე აგრესიულად 24 წლის არგენტინელი ახალწვეული ლისანდრო მარტინესი და 25 სკოტ მაკტომინეი იქცეოდნენ....
ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...
უკრაინელმა გრძნობა ვერ მოთოკა
ოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი...
მესის შემდეგ მეორე
ორიოდ დღის წინ რაჰიმ სტერლინგს მშობლიურ იამაიკზე ფოტო გადაუღეს — ტროსზე სრიალებდა. ნანახი გექნებათ, ტროსს რომ მიებმებიან და სიმაღლიდან სწრაფად ეშვებიან. ჰოდა, ინგლისურ პრესაში დაიწერა, „მანჩესტერ სიტიში” მისი ბოლო 16 თვეც ასე იყოო. „სიტი” „ჩელსის” წინადადებას დათანხმდა, სტერლინგს 55 მილიონ გირვანქად ყიდის, რაც აშკარად ბიზნეს-გადაწყვეტილებაა. კონტრაქტის თანახმად თავდამსხმელი „ეტიჰედზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩენილიყო, კვირაში...
წეწვა-ღლეტა ლონდონში
„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...









