„სპორტინგმა’’ „მანჩესტერ სიტის’’ 4:1 მოუგო. შეხვედრის დაწყებამდე კი ლისაბონელი გულშემატკივარი თავისი გუნდის 39 წლის მწვრთნელს რუბენ ამორიმს უზარმაზარი ბანერით გამოემშვიდობა. ბანერზე ეწერა Obrigado ანუ გმადლობთ. ეს გახლდათ ამორიმის ბოლო შეხვედრა „სპორტინგის’’ მწვრთნელის რანგში. ორშაბათიდან ის მუშაობას „მანჩესტერ იუნაიტდში’’ განაგრძობს. ინგლისური გაზეთი „სანი’’ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქომაგებმა ამორიმი სხვაგან გადასვლის გამო მოღალატედ კი არ...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ჩაკვემ სიტის გაუმწვავა
ციტატა „უოტფორდ ობზერვერიდან”: „შესვენების შემდეგ მასპინძლები კვლავ აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ „უოტფორდმა” საკუთარი ძალის ირწმუნა, ხოლო როდესაც მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შევიდა, მისმა ჯიქურმა შეტევამ და ტემპმა მათ პრობლემები შეუქმნა”. ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძის „უოტფორდი”, რომელიც ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა, სტუმრად არც მეტი-არც ნაკლები პრელირლიგის ლიდერ „მანჩესტერ სიტის” შეხვდა. „სიტიმ” ცხადია მოიგო (2:1), თან ანგარიში მე-5...
სიტი რეკორდის მოლოდინში
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ, სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ამ გამარჯვებამ პეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ გაალიდერა. პრემიერლიგის 37 მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ 88 ქულა მოაგროვა და მეთოფეებს ორი ქულით გაუსწრო. ამრიგად, „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეოთხედ შეიძლება გახდეს ოქროს მედლების მფლობელი. აქამდე ინგლისის ჩემპიონატის 135-წლიან ისტორიაში ზედიზედ ოთხი...
რეალი ხომ არასდროს კვდება
მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედიუმზე”, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალმა” „სიტი” პენალტებში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს” შეხვდება. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მადრიდელებს მოუწიათ იმის გაკეთებამ, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ — დიდწილად თავი დაიცვეს, თუმცა ბოლოს მაინც გაიმარჯვეს, ეს კი ჩვევაში აქვთ. „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „აქ გამარჯვების ერთადერთი გზა ბრძოლა და მსხვერპლის გაღება იყო”....
გვარდიოლამ თავი დაასრულა
პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ფლუმინენსეს” 4:0 დამარცხებით და კლუბთა მსოფლიო თასის მოგებით „მანჩესტერ სიტიმ” ეპოქა დაასრულა. მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე მან საგანგებო მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს, რომელთაც შვიდნახევარი წლის განმავლობაში „ქალაქელების” მწვერვალზე აყვანაში დიდი როლი ითამაშეს. დღეს „მანჩესტერ სიტის” მოგებული აქვს ყველა ჯილდო, რომლის მოგებაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით შეეძლო. მათგან ხუთი ტიტული გუნდმა 2023...
სიტის პირველი და გვარდიოლას მეოთხე სუპერთასი
„მანჩესტერ სიტიმ” ათენში სეზონის პირველი ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო ევროპის სუპერთასია. არადა, შესვენებამდე იუსეფ ენ ნასირიმ სევილიელები დააწინაურა. ეს ის ენ ნასირია, რომელმაც „სიტისთან” შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, ლა ლიგის პირველ ტურში, „ვალენსიას”, კერძოდ გიორგი მამარდაშვილსაც გაუტანა გოლი, თუმცა „სევილიამ” ის შეხვედრა 1:2 წააგო. შესვენების შემდეგ კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა. ეს კი ის კოულ პალმერია,...
მანჩესტერ სიტისთვის რეკორდები უკვე წარსულია
„მანჩესტერ სიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჰალდონ ალ მუბარაქი, მიიჩნევს, რომ ქალაქელები 2022/2023 წლების სეზონის წარმატების გამეორებას და თრებლის მოპოვებას კვლავ შეძლებენ. „ჩვენ ახალ, თანამედროვე მემკვიდრეობას ვქმნით. მანამდე ინგლისში თრებლი მხოლოდ ერთხელ მოეპოვებინათ, რადგან ფეხბურთში ეს მართლაც ურთულესი საქმეა. მოვიგეთ მსოფლიოს უმძიმესი ლიგა – პრემიერლიგა. შემდეგ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე ტურნირია სპორტის სამყაროში – ჩემპიონთა...
რატომ მიულოცა ჯულია რობერტსმა პეპ გვარდიოლას?
ჯულია რობერტსი ჰოლივუდის პირველი ქალი ვარსკვლავია, რომლის სახელიც ტიტრებში ფილმის სახელწოდებამდე დაწერეს: „ჯული რობერტსი ფილმში…” მაგრამ ამჯერად ის სულ სხვა მიზეზით უნდა ვახსენოთ. რობერტსმა „მანჩესტერ სიტისა” და პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა. რა კავშირშია მსოფლიო კინოს ლეგენდა კატალონიელ მწვრთნელთან? ეს ღიმილისმომგვრელი ისტორიაა: 2016 წელს როდესაც ჯულია რობერტსი მანჩესტერში ჩავიდა, ის „ეტიჰედზე” კი არ მივიდა,...
მატჩის გმირი ბილწსიტყვაობდა
„მანჩესტერ სიტის” გმირმა როდრიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს” გოლი გაუტანა (შეხვედრა დასრულდა 1:0) მატჩის შემდეგ ტელეკამერების წინ ორჯერ შეიგინა. ესპანელი ნახევარმცველი, რომლის სრული სახელია როდრიგო ერნანდეს კასკანტე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თავისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. 26 წლის მადრიდელმა თანაგუნდელები შეაქო. მან BT Sport-ის კამერების წინ თქვა: „ყველამ წარმოუდგენლად მოინდომა. მე პირველ...
სიტის ტრებლი
„მანჩესტერ სიტიმ” ისტორია დაწერა — ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი” დაამარცხა 1:0 და ეგრეთწოდებული ტრებლი შეასრულა. 24 წლის განმავლობაში „ქალაქელების” მთავარი მოქიშპე, „მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ ინგლისის ერთადერთი გუნდი, რომელიც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის დიდყურა თასიც აღმართა. ახლა, ეს მიღწევა ქალაქ მანჩესტერის ორივე ნაწილს ეკუთვნის — როგორც წითელს, ასევე...









