პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელშიც ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” „ლივერპულს” 2:1 მოუგო, „ქალაქელთა” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გაუმართლა მოედნიდან რომ არ გააგდეს. შეხვედრა დაძაბული გახლდათ. ანგარიში პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ გახსნა, მეორეში ლივერპულელმა რობერტო ფირმინომ გაქვითა და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ ლეროი სანემ მაინც „სიტის” გამარჯვება გამოჭედა. თამაშის მიწურულს სტუმრები მთელი ძალებით ცდილობდნენ...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
აგუეროს ორიგინალური ვარჯიშები ლივერპულთან შეხვედრის წინ
გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო ფეხბურთს დაუბრუნდა და გოლიც გაიატა. როგორც ჩანს ის კარგ ფორმაშია და თან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ყვითელმა ინგლისურმა პრესამ არგენტინელი ვარსკვლავი უცნობ ლამაზმანთან ერთად ჩეშირის ერთ-ერთ რესორანში გამოიჭირა და ფოტოები საქვეყნოდაც გამოფინა. ყვვითლები წერენ, როგორც ჩანს ქალ-ვაჟის ლანჩმა კარგად ჩაიარა იმიტომ, რომ სერხიო რესტორნიდან გაბადრული გამოვიდა და ფოტოგრაფს სიხარულით ხელიც...
დიდი მატჩი ხვალ ანუ ზეგ
პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ლივერპული” ცხრილში უპირატესობის შემნარჩუნებელი არ არის. მოგეხსენებათ, სადღეისოდ პრემიერლიგას მერსისაიდელები ლიდერობენ. ისინი მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის” 7 ქულით უსწრებენ და ხვალ „ეტიჰედზე” ხვდებიან. უფრო სწორად, საქართველოსთვის ეს შეხვედრა ზეგ გაიმართება, რადგან ის ჩვენი დროით შუაღამისას იწყება. „ლივერპული” 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა ინგლისის ჩემპიონი. „სიტის” მწვრთნელმა გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ...
ისკო ქალაქზე ფიქრობს
როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...
ამხილეს, მაგრამ… ამხილეს?
„ჩელსის” ფანი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს აგინა, დაისაჯა. მისი ვინაობა გამოვლენილია. როგორც თავად ამბობს, ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა და იმ ოთხ გულშემატკივარს შორის მოხვდა, რომელთაც კლუბმა წლიური აბონემენტები ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში, რომელიც ბოლო ტურში „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ცხრილში პირველი პოზიცია დააკარგინა. პრემიერლიგის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ყბადაღებულ...
ჩელსის ფანებმა სტერლინგს რასისტულად აგინეს
პოლიცია და „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” საჩივარს იკვლევენ — „ქალაქელების” თქმით შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე”, მათ ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დიდ დაპირისპირებაში „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ლიდერობა დააკარგინა. 16 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ტელეკომპანია BT Sport გამომძიებლებს დახმარებას და საქმეში კარგად გასარკვევად ვისაც ჯერ არს შესაფერისი კადრებით მომარაგებას დაჰპირდა. კადრებში...
ისკო და ზამთარი
პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა. OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de...
გვარდიოლას ოცნება
პეპ გვარდიოლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის გახლავთ ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი, „ბარსელონას” თავკაცობის წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც აღუმართავს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და კიდევ დარჩენია ერთი დიდი ოცნება. „მინდა ნაკრებ გუნდს ჩავუდგე სათავეში და ვიცი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, — თქვა გვარდიოლამ ლივერპულის უნივერსიტეტში შეხვედრის...
კალენდარია თუ ავდარია?!
ჟოზე მოურინიუს მატჩისშემდგომი კომენტარები საქვეყნოდ ცნობილია — მწარედ თქმა იცის, გადაბრალებაც სჩვევია. ამჯერად, მანჩესტერულ დერბიში 1:3 დამარცხების შემდეგ მან თქვა, რომ წაგების თავი და თავი „სიტის” იოლი და „იუნაიტედის” გადატვირთული კალენდარი იყო. გადავხედოთ გუნდების ბოლო კვირას. „წითელმა ეშმაკებს” ორივე თამაში სტუმრად ჰქონდათ — პრემიერლიგაში „ბორნმუთთან” და ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსთან”; „ქალაქელებმა” კი შინ 6 გოლი გაუტანეს...
მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გააგდებენ?
უეფას წინააღმდეგ ჩივილს დიდი გამბედაობა სჭირდება — სწორედ ამით იმუქრება „მანჩესტერ სიტი”, რომელმაც შეიტყო, რომ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ. ფეხბურთის უმაღლესი ეშელონებიდან გამოსული ხმების თანახმად თვით ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შეაწია „ქალაქელებს” ხმა. ის უეფაში ბოლო ვიზიტის დროს არაფორმალურად დალაპარაკებია ვისაც ჯერ არს, „მანჩესტერ სიტის” მარწუხებს ასე ძალიან ნუ მოუჭერთო....



