ჭდე: ლუის სუარესი

Home ლუის სუარესი
ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში…
ჩანაწერი

ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში…

„გრემიოს“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჟურნალისტებს საკუთარ მომავალზე აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს 36 წლის ფეხბურთელს ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. „ტკივილს ვგრძნობ, ჩემი სხეული ჩემს მაგივრად ლაპარაკობს. მინდა სიამოვნება მივიღო და მერე თავად გადავწყვიტო როგორ მოვიქცე ხანგრძლივი კარიერის შემდეგ. დასვენება, ოჯახთან ერთად დროის გატარება მჭირდება… და მერე ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში“, – ამბობს...

ლუის სუარესის ჰეთ-თრიქი
ჩანაწერი

ლუის სუარესის ჰეთ-თრიქი

ბრაზილიის რეგიონული სუპერთასის ფინალურ მატჩში „გრემიო“ „სან ლუისს“  შეხვდა. თამაში პორტუალეგრელთა გამარჯვებით – 4:2 დასრულდა. „გრემიოს“ ახალწვეულმა, ლუის სუარესმა, სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა 35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ბრაზილიურ კლუბში სადებიუტო გახლდათ. ის „გრემიოს“ შარშან დეკემბრის ბოლოს შეუერთდა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამდე სუარესის ბოლო გუნდი  ურუგვაული „ნასიონალი“ იყო, ვისთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ლუისმა...

მალე გაიტანს…
ჩანაწერი

მალე გაიტანს…

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, გუნდის ახალწვეულ რობერტ ლევანდოვსკიზე ესაუბრა ჟურნალისტებს. „მართალია რობერტმა „ნიუ-იორკთან“ თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ვარჯიშებზე მას საკმაოდ ბევრი ბურთი გააქვს და ეს მაიმედებს. ასევე იყვნენ ლუის სუარესი და ფერნან ტორესი, როცა გუნდში მოვიდნენ, მაგრამ მალევე აუღეს ალღო „ბარსელონას“ სტილს. ასე იქნება რობერტიც“, – ამბობს ჩავი. „ბარსელონას“ „ნიუ-იორკთან“ 30...

მესი ბარსელონაში
ჩანაწერი

მესი ბარსელონაში

პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ლეო მესი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მეუღლე ანტონელასთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა და საუკეთესო მეგობრის, ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ლუის სუარესის რესტორან ჩალიტოში დრო გაატარა. მესებთან ერთად სადილზე ლეოს ოდინდელი ბარსელონელი პარტნიორი სერხიო ბუსკეტსიც ბრძანდებოდა. ბედნიერმა ანტონელამ რამდენიმე ფოტო გააზიარა ინსტაგრამში და დაწერა: „რა ძლიერ გვინდოდა ჩალიტოში ჩამოსვლა. ფანტასტიკურია. მიყვარხართ!“

დარვინის თეორია: გოლები
ჩანაწერი

დარვინის თეორია: გოლები

დარვინ ნუნიესი 22 წლის ურუგვაელია. ამპლუით თავდამსხმელი, ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშობს და მისი დიდი დამსახურება იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე რომ მივიდა. ბევრი გოლი გააქვს და ადარებენ ლუის სუარესს, ასევე ედინსონ კავანის. ნუნიესის გადაბირების მსურველების რიგი უდგას. „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“… თუმცა ფავორიტი „ბარსაა“, რომელიც მზადაა, ლისაბონელთა მადა დააკმაყოფილოს. „ბენფიკა“ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ სეზონში...

განას ურუგვაიზე შურისძიება შეუძლია
ჩანაწერი

განას ურუგვაიზე შურისძიება შეუძლია

ლუის სუარესი რასაკვირველია დიდი თავდამსხმელია, მაგრამ რაინდი რომ არ არის, ფაქტია. რაც მას, თამაშის ეშხში შესულსა და გამარჯვების ჟინით შეპყრობილს მოწინააღმდეგეები ჰყავს დაკბენილი… „ამიერიდან ღმერთის ხელი მე მეკუთვნის“, — სიამაყით თქვა სუარესმა 2010 წელს, როდესაც განელთა დარტყმული ბურთი მეკარესავით მოიგერია. შემდეგ კი თავად განამ ვერ ივარგა, პენალტი ვერ გაიტანა და ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა....

ჯერარდი ვეღარ ჩერდება
ჩანაწერი

ჯერარდი ვეღარ ჩერდება

სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...

გადარეული შეხვედრა
ჩანაწერი

გადარეული შეხვედრა

აცრემლებულმა ლუის სუარესმა მოედანი მე-13 წუთზე დატოვა. ეს მოხდა „ესტადიო დრაგაოზე“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „პორტუსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გადამწყვეტ შეხვედრაში. „ატლეტიკომ“ მოიგო 3:1. სუარესის მოედნიდან გასვლის მიზეზი ტრავმა გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო და ურუგვაელს იმდენად უნდოდა მასში მონაწილეობა, რომ ცრემლი ვერ შეიკავა, მაგრამ მოედანზე მისი გუნდის სასიკეთო ამბები დატრიალდა. ეს გახლდათ...

ოქროს ბურთს მესი მოიგებს!
ჩანაწერი

ოქროს ბურთს მესი მოიგებს!

„მარკა“ წერს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ  ინტრიგა აღარ არსებობს, რადგან აშკარაა, რომ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერთმანეთს ისეთი ფეხბურთელები ეჯიბრებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟინიო და სხვანი. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს, თავისი მკითხველების გამოკითხვა „მარკამაც“ გამართა. ხმათა 34 პროცენტი სწორედ მესიმ...

დამირეკე ტელეფონო
ჩანაწერი

დამირეკე ტელეფონო

„ბარსელონას“ მწვრთნელი რონალდ კუმანი სამსახურიდან გაშვებისგან ერთ ნაბიჯშია. მისმა გუნდმა მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად „ატლეტიკოსგან“ — 0:2. „ბლაუგრანა“ ესპანეთის დედაქალაქში გამარჯვების იმედით ჩავიდა. კატალონიელები უხარისხო, არათანმიმდევრული სერიის დასრულებაზე ოცნებობდნენ. თან, წარმატების შემთხვევაში კუმანსაც მეტ-ნაკლებად თავი ქუდში ექნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ პირველსავე ტაიმში აჯობა. ტომა ლემარისა და ლუის სუარესის გოლებმა თამაშის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს....