ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა. „ენფილდზე”,...
ჭდე: ლივერპული
წავიდა და სოფელს ლუდი უკისრა
გახსოვთ „ლივერპული“ – „მილანის“ სტამბულური ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დრამატულად რომ შეირაცხა? მოკლედ, გასულ ზაფხულს ფეხბურთიდან იმ ისტორიული მატჩის ბოლო მონაწილეც წავიდა. 38 წლის მილან ბაროში ოსტრავას „ბანიკის“ შემადგენლობაში 2 წუთით გამოჩნდა და… ინგლისური „ლივერპულისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი წევრი მშობლიურ სოფელში გადაცხოვრდა და იქაურ, რანგით მეექვსე ლიგის „ფ.კ. ვიგანტიცეში“ ჩაირიცხა – მილანმა ოცნება...
ვინც რა უნდა, ის თქვას
ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასთან გატოლების საშუალებას არ მისცემს — „ლივერპულმა” ამ სეზონშიც რომ მოიგოს ტიტული, მანკუნიანელთა რეკორდს გაიმეორებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი გახდება. კვირას ეს გუნდები „ენფილდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა: „ვის უნდა, რომ მოქიშპე მის დონემდე ამაღლდეს ან ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდეს? არავის. ამიტომაც, ჩვენთან, კლუბში, გასახდელში, ყველასთვის ყველაფერი ნათელია....
რაღაცის დასაწყისი
მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ ამ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ყველაფერი, ჩემპიონობის გარდა, წარუმატებლობა იქნება. „იუნაიტედი” კვირას „ლივერპულთან” სტუმრად თამაშობს და თუ მოიგებს, ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებს. რეშფორდმა თქვა: „ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად...
მუხლებზე დაეცა და ატირდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...
პრემიერლიგაში ინტრიგა გაიზარდა
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი...
ბარსელონამ კოუტინიუ ვერ ამოხსნა
ფილიპე კოუტინიუს ყიდვა „ბარსელონასთვის“ ნამდვილ მათემატიკურ და ეკონომიკურ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ იყო და ბრაზილიელში 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ამასთან, „ლივერპულთან“ ისეთი გარიგება დადო, რომ ფულის გადახდას ვერ აუდის. გეხსომებათ, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის შესაბამისადაც კოუტინიუ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „ბარსელონა“ მერსისაიდელებს 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. კოუტინიუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით, სადაც „ბარსამ“...
ძმაკაცის მონათხრობი: მო ლივერპულმა გააბრაზა
ვითომ? მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, ეგვიპტის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მოჰამედ აბუტრიკას უთქვამს, მომ მითხრა, რომ „ლივერპულში” აწყენინეს და გააბრაზესო. დგას ახლა ინგლისის ჩემპიონი, აგორებულ ჭორებს აქარწყლებს და აცხადებს, სალაჰის გაყიდვაზე ლაპარაკიც არ არისო. გაყიდვის შესახებ: აბუტრიკას უთქვამს, მერსისაიდელები მოჰამედის გაყიდვით ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას აპირებენო. კიდევ კარგი, ორშაბათს, სალაჰმა ამ ყველაფრის პასუხად სოციალურ ქსელში თავისი...
BBC, ლუის ჰამილტონი, ლივერპული და იურგენ კლოპი
მანჩესტერში, 2020 წლის, BBC-ს საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო სპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი გახდა. F1-ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ჰამილტონი 2020-ში მიხაელ შუმახერს გაუტოლდა — გახდა რა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ის ჯამში მეშვიდედ დაეუფლა ტიტულს. 35 წლის ვარსკვლავმა კარიერაში 91 გრან-პრი მოიგო და ამ მონაცემითაც გადაასწრო შუმახერს. BBC-ს მთავარ ჯილდოში...
მოურინიუ: დღეს უკეთესი დამარცხდა
„ტოტენჰემმა” „ენფილდზე” „ლივერპულთან” 1:2 წააგო და ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს უთხრა, დღეს უფრო ძლიერი გუნდი დამარცხდაო. თამაშის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 1:1-ზე რობერტო ფირმინომ თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო და ცხრილში ლიდერი შეცვალა — ახლა 28 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია”, „სფურზი” კი 25 ქულით მეორეზე ჩავიდა. შემდეგ, 24 ქულით, „საუთჰემპტონი” და „ლესტერი” მოდიან....




