„ლივერპულში” რაღაც გაიბზარა: იურგენ კლოპის გუნდს აგერ უკვე ოთხი მატჩია, შინ არ მოუგია; 348 წუთია, „ენფილდზე” გოლი არ გაუტანია; წუხელ, „ბრაიტონთან” 0:1 წააგო და კვირას „მანჩესტერ სიტის” უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონს ტიტულისთვის ბრძოლა სულ მეტად და მეტად უჭირს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს ქულებს მაინცდამაინც თავის ლეგენდარულ სტადიონზე კარგავს. აქ, ალბათ ყველას ერთი...
ჭდე: ლივერპული
ხარბი სუბიექტების გეგმები
„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა. კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ...
ბეილის შანსი
ინგლისური „ტოტენჰემის“ მესაჭე ჟოზე მოურინიომ გუნდის მდგომარეობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უელსელს დაუთმო: „გარეთ ბეილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. ის დღითიდღე სულ უფრო უკეთ გამოიყურება. როცა ტრავმას ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი იღებს, დანარჩენებმა ნაბიჯი წინ უნდა გადადგან. რაც შეეხება ბეილის პოზიციას მომდევნო შეხვედრებში, ისევ იქ დავაყენებთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, ანუ შეტევის ფლანგზე.“ შეგახსენებთ, რომ...
კაცი ტელევიზორთან
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი. „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა...
ერთმანეთს დეზები დააყარეს
„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო. ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და...
მამა კი ხელებს იფშვნეტს
„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...
ოპერაცია მბაპე
„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია გააფორმოს კლუბთან ახალი კონტრაქტი თუ არა. 22 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან თანამშრომლობის 18 თვე დარჩა, „რეალი” და „ლივერპული” კი უკვე კალთებს ახევენ, ჩვენთან გადმოდიო. „რეალის” ინტერესის შესახებ ადრეც ბევრს წერდნენ. ცნობილია, რომ მადრიდელთა მწვრთნელი, მბაპეს თანამემამულე ზინედინ ზიდანი მის გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ ვერაფერს...
ბარნლიმ ლივერპულს წერტილი დაუსვა
რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა. „ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა...
ჰამანი: ტიაგო ლივერპულს აფუჭებს
გერმანელი ვეტერანი და ბლოგერი დიტმარ ჰამანი ამბობს, რომ ტიაგო ალკანტარამ „ლივერპული” უარესი გუნდი გახადა. მიზეზი: მისი ფეხბურთი შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც იურგენ კლოპის ფეხბურთს არ სჭირდება. ტიაგო „ენფილდზე” სექტემბერში გადაბარგდა. ის ინგლისის ჩემპიონმა „ბაიერნიდან” გადაიბირა და ამ ტრანსფერს თან დიდი ზარ-ზეიმი ახლდა, მაგრამ შემდეგ, წარმოშობით ბრაზილიელი ესპანელი დაშავდა. ალკანტარა მოედანს საშობაოდ დაუბრუნდა, ეს კი...
პოგბამ იუნაიტედი სათავეში დააბრუნა
„მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის სათავეში დაბრუნდა, „ფულემს” მოუგო 2:1. თავიდან აგებდა, მაგრამ ჯერ გაქვითა, 65-ე წუთზე კი ფრანგმა პოლ პოგბამ ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული. გოლს თავად 27 წლის ნახევარმცველმაც კი მშვენიერი უწოდა. „კრეივენ კოტეჯზე” გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედი” თანაქალაქელ „სიტის” 2 ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ფულემის” კარში შეგდებული გოლი პოგბასთვის ბოლო სამ...









