ქართველი გულშემატკივრისთვის ესპანური „ვალენსიას“ ამბები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. ადრეც მოგახსენებდით, რომ კლუბის მეპატრონე გახლავთ სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომლის მმართველობით გულშემატკივართა არცთუ მცირე ნაწილი უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციებს აწყობს. ლიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ორშაბათს მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც დათქვეს, რომ 1 დეკემბერს, 12 საათზე პრეს-კონფერენციას მოაწყობენ. ამ პრეს-კონფერენციაზე ისინი დაწვრილებით განმარტავენ...
ჭდე: ლა ლიგა
ანჩელოტი: მათ ბევრი დავალება არ სჭირდებათ
„რეალმა“ ლა ლიგის მე-13 შეხვედრაში, გრანადაში 4:1 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები შეაქო. მან განსაკუთრებით კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი გამოყო. იხუმრა კიდეც, ეს სამეული 2031 წელსაც ასევე ითამაშებსო. „აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სამეული ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად ისინი მსოფლიოს უძლიერესი...
ჩავები იწყებენ და იგებენ
ეს იყო ჩავის პირველი თამაში „ბარსელონას“ თავკაცის რანგში და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ამ შეხვედრაში გუნდმაც იწვალა და ჩავიმაც, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ. შეხვედრა გახლდათ ქალაქ ბარსელონას დერბი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ. „ესპანიოლს“ შეეძლო სახელოვანი მეზობლისთვის ქულა მაინც აერთმია. წვალება წვალებად, მაგრამ „ბარსელონა“ ადრინდელზე უკეთესად თამაშობდა — 75 წუთი მათი იყო. ეს იყო იმ სტილის თამაში,...
ჩავის ძველი პიკე სჭირდება
„ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჩავი თავის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად გაესაუბრა. მას ყველას განწყობა და პრობლემა აინტერესებდა. კლუბის ყოფილ ვარსკვლავს არ უნდოდა „ბარსას“ მოთამაშეების შესახებ რაიმე სხვისგან ან ჭორად გაეგო. როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, ჩავისთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ისინიც კი ვინც უეჭველად წამსვლელი ეგონა, მზად აღმოჩნდა „ბარსასთვის“ თავი დადოს და მის პროექტს მთელი...
მამარდაშვილი ისევ იღიმის
გთავაზობთ წერილს, რომელიც ესპანურმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ გამოაქვეყნა. მისი ავტორია ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი. მისი სათაურია „მამარდაშვილი ისევ იღიმის”. სეზონის საოცნებო სტარტის შემდეგ, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ შთაბეჭდილება მოახდინა, ესპანეთში ცნობილი გახდა და ყველას აჩვენა, რომ ვალენსიელთა მეორე გუნდის კი არა, ლა ლიგის დონეს შეესაბამება, მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და ის...
აგუეროს კარიერა საფრთხეშია
როგორც barcauniversal.com წერს, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს და ექიმებმა არგენტინელს შეიძლება კარიერის დასრულება მოსთხოვონ. „მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსაში“ გადასულ აგუეროს არ გაუმართლა. ის „კამპ ნოუზე“ კარიერის სულ სხვანაირ გაგრძელებას ელოდა, მაგრამ კატალონიის დედაქალაქში გადაბარგებულმა პირველი რაც შეიტყო მისი უახლოესი მეგობრის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა იყო. შემდეგ, ჯერ კიდევ სეზონისწინა მზადების დაწყებამდე, კუნთის...
ვალენსიას დეჟავიუ
ეს უკვე დეჟავიუ იყო: გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს კვლავ იასპერ სილესენი იცავდა, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იგივე გაიმეორა, რაც 23 ოქტომბერს „მალიორკასთან“ გააკეთა — ორი გოლით ჩამორჩენილმა, მსაჯის წამატებულ წუთებში ანგარიში გაათანაბრა. სამი ტურის წინ, 93-ე წუთზე გაიამ შეაგდო, 97-ზე კი გუედეშმა, ხოლო გუშინ, როგორც 91-ე ასევე 95-ე წუთზე უგო დურომ გამოიჩინა თავი. დაახლოებით ასეთივე ამბავი...
ვალენსიას დაცვას ტრავმაღა აკლდა
გაბრიელ პაულისტა „ვალენსიას“ სამი კვირით გამოაკლდება. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გასულ შაბათს „მესტალიაზე“ „ვილიარეალთან“ შეხვედრაში დაშავდა. მას მარჯვენა ფეხზე ორთავა კუნთი აქვს დაშავებული. გამოჯანმრთელებას 21 დღე დასჭირდება. ამრიგად, პაულისტა კვირას, „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს. ის მოედანს ვერც 21 ნოემბერს, „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. „ღამურებს“ კიდევ გაუმართლათ, რომ ორშაბათიდან სანაკრებო თამაშები იწყება და ესპანეთის ჩემპიონატში წყვეტაა. თუ ყველაფერი...
ვალენსიამ დერბი მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ რეგიონულ დერბიში 2:0 მოუგო „ვილიარეალს“. გიორგის კვლავ არ უთამაშია, გუნდის კარს ჯასპერ სილესენი იცავდა. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ თავკაცმა ხოსე ბორდალასმა თქვა: „გახარებულები ვართ. დღევანდელი გამარჯვება ქულების გარდა, სხვა მიზეზებითაც არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდებოდა. „ვალენსიას“ გულშემატკივარს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამის ნახვა უნდა. მათ უნდათ ჰყავდეთ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს...
ბარსელონას ფრონტზე ცვლილებები არ არის
„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...









