როგორც barcauniversal.com წერს, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს და ექიმებმა არგენტინელს შეიძლება კარიერის დასრულება მოსთხოვონ.
„მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსაში“ გადასულ აგუეროს არ გაუმართლა. ის „კამპ ნოუზე“ კარიერის სულ სხვანაირ გაგრძელებას ელოდა, მაგრამ კატალონიის დედაქალაქში გადაბარგებულმა პირველი რაც შეიტყო მისი უახლოესი მეგობრის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა იყო.
შემდეგ, ჯერ კიდევ სეზონისწინა მზადების დაწყებამდე, კუნთის ტრავმამ ორი თვით ჩამოაშორა საქმეს, რის გამოც „ბლაუგრანას“ მაისურით პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგაში, კიევის „დინამოსთან“, 20 ოქტომბერს ჩაატარა და ისიც შეცვლაზე შევიდა.
მეორე მატჩი თითქოს უფრო იმედისმომცემი გამოდგა — „ელ კლასიკოში“ „რეალს“ გოლი გაუტანა. ის თამაში მადრიდელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ აგუეროს გოლი პრესტიჟისა იყო და გულშემატკივარს გული მოულბო, შინ „მშრალად“ რომ არ დამარცხდნენ.
შემდეგ კი იყო თამაში „ალავესთან“, სადაც არგენტინელმა მკერდის არეში დისკომფორტი იგრძნო და მოედნიდან გავიდა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მას არითმია ჰქონდა. მაშინ დაირხა ხმა, რომ აგუეროს ორი თვის განმავლობაში მოუწევდა მკურნალობა, მაგრამ როგორც „რადიო კატალუნია“ ამბობს, შემდგომმა, უფრო ღრმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვეტერანს ორთვიანი „წამკურნალება“ არ ეყოფა და სავარაუდოდ კარიერის დასრულება მოუწევს.
თუმცა, ბევრი რამ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევენ ექიმები და რამდენად გაამართლებს ის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 07:50რიკელმე: მე რეალში ჰოლანდს გადმოვიყვან
აქეთურ-იქითური04/06/2026 | 06:47ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!
კატეგორიის გარეშე03/06/2026 | 13:09ვის უმიზნებს პსჟ?
