მანჩესტერში, 2020 წლის, BBC-ს საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო სპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი გახდა. F1-ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ჰამილტონი 2020-ში მიხაელ შუმახერს გაუტოლდა — გახდა რა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ის ჯამში მეშვიდედ დაეუფლა ტიტულს. 35 წლის ვარსკვლავმა კარიერაში 91 გრან-პრი მოიგო და ამ მონაცემითაც გადაასწრო შუმახერს. BBC-ს მთავარ ჯილდოში...
ჭდე: იურგენ კლოპი
ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა
FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ...
მოურინიუ: დღეს უკეთესი დამარცხდა
„ტოტენჰემმა” „ენფილდზე” „ლივერპულთან” 1:2 წააგო და ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს უთხრა, დღეს უფრო ძლიერი გუნდი დამარცხდაო. თამაშის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 1:1-ზე რობერტო ფირმინომ თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო და ცხრილში ლიდერი შეცვალა — ახლა 28 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია”, „სფურზი” კი 25 ქულით მეორეზე ჩავიდა. შემდეგ, 24 ქულით, „საუთჰემპტონი” და „ლესტერი” მოდიან....
კლოპი ისევ პირველია
„ლივერპულის“ გერმანელი დამრიგებელი 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამჯერად გამოკითხვა ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მედიარესურსმა ESPN-მა ჩაატარა. წლის საუკეთესო მწვრთნელების ათეული სრულად ასე გამოიყურება: 1. იურგენ კლოპი (ლივერპული) 2. ჰანს დიტერ ფლიკი (ბაიერნი) 3. ხოსეპ გვარდიოლა (მან. სიტი) 4. ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა) 5. იულიან ნაგელსმანი (ლეიფციგი) 6. მარსელო ბიელსა (ლიდსი) 7. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) 8....
მო-რჩა!
რას ნიშნავს მაინც ახალგაზრდა, ნაწრთობი ორგანიზმი… მო სალაჰი დღეს ვარჯიშს უბრუნდება. covid 19 დამარცხებულია, თან, სწრაფად და იოლად. გუშინ, „ლივერპულმა” „ლესტერს” 3:0 თავისი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე მოუგო. ეგვიპტელს მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ სალაჰი ეროვნული გუნდის შეკრებაზე ყოფნის დროს, ძმის ქორწილში დაავადდა. ქორწილში მან რეგულაციები დაარღვია. ზედიზედ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ თავდამსხმელი...
კლოპს არ ცალია
მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან (0:6) სამარცხვინო მარცხი იწვნია, ქვეყნის საფეხბურთო ჩინონვნიკები მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. ვარიანტი ბევრი იქნება, რადგან ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები საკმაოზე მეტი ჰყავს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ტოპ მწვრთნელები სანთლით საძებარი არ ჰყავთ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ბუნდესნაკრების გაწვრთნის შესახებ ჰკითხეს. „შესაძლოა, მომავალში ასეც მოხდეს,...
შენ, მო… ქორწილში რამ წაგიყვანა?
მო სალაჰს კოვიდი აქვს. ძმის ქორწილში აიკიდა. „ლივერპულის” 28 წლის თავდამსხმელი უსიმპტომოა. ის ინგლისში ეგვიპტის ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეხვდებოდა ამ ცნობას მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი, რომელსაც ბოლო პერიოდში უკვე დაუშავდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ახლა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის თანაბომბარდირ სალაჰს (მას და „ევერტონის” თავდამსხმელს დომინიკ კალვერტ-ლევინს 8 გოლი აქვთ გატანილი) ათდღიანი თვითიზოლაცია მოუწევს....
რა უთხრა კლოპმა გვარდიოლას?
„მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” თამაშის შემდეგ ტელეეკრანებზე გამოჩნდა, როგორ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი დაზავებული გუნდების (1:1) მწვრთნელებმა პეპ გვარდიოლამ და იურგენ კლოპმა და როგორ ისაუბრეს რაღაცაზე. გულშემატკივარს კი ყოველთვის აინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ ასეთ დროს ობიექტივში მოხვედრილი მათთვის საინტერესო ადამიანები. სწორედ ამაზე ჰკითხეს მატჩის შემდეგ გვარდიოლას ჟურნალისტებმა. „ჩვენ თამაშში ხუთი ცვლილების წესის შესახებ ვილაპარაკეთ, — თქვა კატალონიელმა,...
ლივერპულის ისტორიული გოლი
ინგლისურმა „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „მიდტიულანდი“ 2:0 დაამარცხა. ორიდან ერთი გოლი კლუბის ახალწვეულმა დიოგუ ჟოტამ გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს „ლივერპულის“ ისტორიაში ყველა ტურნირის ფარგლებში გატანილი მე-10000 გოლია. 23 წლის პორტუგალიელი, რომელიც ამ ზაფხულს „ვულვზიდან“ 45 მილიონ გირვანქად იყიდეს, ერთბაშად გახდა კლუბის ისტორიის ნაწილი. მხოლოდ იღბალზე და სტატისტიკაზეც არ არის საუბარი....
წითლების თავზე შავი დროშა ფრიალებს
ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა...





