„მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” თამაშის შემდეგ ტელეეკრანებზე გამოჩნდა, როგორ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი დაზავებული გუნდების (1:1) მწვრთნელებმა პეპ გვარდიოლამ და იურგენ კლოპმა და როგორ ისაუბრეს რაღაცაზე. გულშემატკივარს კი ყოველთვის აინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ ასეთ დროს ობიექტივში მოხვედრილი მათთვის საინტერესო ადამიანები. სწორედ ამაზე ჰკითხეს მატჩის შემდეგ გვარდიოლას ჟურნალისტებმა.
„ჩვენ თამაშში ხუთი ცვლილების წესის შესახებ ვილაპარაკეთ, — თქვა კატალონიელმა, — თუ გნებავთ მიკროფონები მოგვეცით და ჩვენს მოსაზრებასაც გაიგებთ”.
საქმე ისაა, რომ გასულ სეზონში, როდესაც კორონაწყვეტის შემდეგ ევროპაში ჩემპიონატები აღდგა, პრემიერლიგამ, ისევე როგორც ყველა სხვა ლიგამ, ერთ მატჩში ხუთი ცვლილება დაუშვა, მაგრამ როგორც კი სეზონი დასრულდა, ინგლისმა ეს წესი გააუქმა და ძველებურ, სამცვლილებიან ცხოვრებას დაუბრუნდა. სხვა ქვეყნებს კი, ამასობაში, ხუთი ცვლილება მოეწონათ და დატოვეს.
გვარდიოლა: „ახლა უკვე მთელს მსოფლიოში ხუთ ფეხბურთელს ცვლიან, მაგრამ აქ ყველაფერი პირიქით ხდება. ამის გამო ახლა, ინგლისის ნაკრების წევრი ალექსანდრ-არნოლდიც დაშავებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამორჩეულები ვართ, სინამდვილეში კი ფეხბურთელებს არ ვიცავთ. ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ ვერ გაერკვა ამ ვითარებაში პრემიერლიგა. შესაძლოა, ამ ლიგაში უბრალოდ სიამოვნებთ განსხვავებულები რომ არიან. ყველა სხვა ლიგა მიხვდა რომ ხუთი შეცვლა სჯობს, პრემიერლიგა კი ვერა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 07:09საფონოვს შეცდომის უფლება აღარ აქვს
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
