„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...
ჭდე: იურგენ კლოპი
კლოპმა, ბაზარი აღარ იქნებაო
ინგლისური „ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (5 ოქტომბრამდე) ვაჭრობას აღარ აპირებს. იურგენ კლოპმა უკვე დაიმატა ტიაგო ალკანტარა და დიოგუ ჟოტუ. მანამდე კლუბმა კოსტას ციმიკასიც დაიბევა. ვარაუდობდნენ, რომ გომესისა და მატიპის ხშირი ტრავმიანობის გამო იურგენ კლოპი ცენტრალურ მცველს დაიმატებდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ფაბინიომ მშვენივრად გაართვა მოვალეობას თავი და ტრანსფერის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ სეზონი...
კლოპი: ჩვენ ასე არასდროს ვიქცევით!
იურგენ კლოპი ლივერპულელებს გაუბრაზდა. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მისმა სათადარიგოებმა „ჩელსის” მცველის ანდრეას კრისტენსენის გაძევება იზეიმეს. „სტემფორდ ბრიჯზე”, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე, კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უფრო სწორად, დანიელს მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ყვითელი ავტომატურად იქცა წითლად. ამ ეპიზოდის მიმოხილვისას ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა დაწერა:...
კლოპი: მწვრთნელობისკენ მამამ მიბიძგა, რომელიც… ჩემს მწვრთნელობას არ მოსწრებია.
„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი დღეს წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ადამიანია, მაგრამ მისი ნაცნობი ღიმილის მიღმა დიდი სევდა იმალება. ბოლო 13 თვეში, დღეს მცხოვრებ გერმანელთა შორის ერთ-ერთმა უცნობილესმა ტრანსფორმაცია განიცადა — ქრონიკული მეორეადგილოსნიდან სერიულ გამარჯვებულად იქცა. „ლივერპული” კლოპს უნდა უმადლოდეს, რომ 30 წლის წინ დაკარგული პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიო თასი....
რობერტი და ფლიკი
გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა. რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო. „ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა....
პრემიერლიგას მესიღა აკლდა
იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ლეო მესის იყიდის, „ლივერპულის” შანსი შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული ძალიან შემცირდება. როგორც ინგლისური პრესა წერს, „სიტი” ახლოსაა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებასთან, რაც მას კვირაში 1,4 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ამ თანხაში შედის ხელფასი, საკონტრაქტო თანხა, ბონუსები და სარეკლამო უფლებები. კლოპი: „მესი „მანჩესტერ სიტის” გააძლიერებს და ამ ისედაც ძნელად დასამარცხებელ გუნდს კიდევ...
კლოპი აქებს
იურგენ კლოპი იმის გარდა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, კარგი დიპლომატიცაა. არასოდეს მიაყენებს შეურაცხყოფას ოპონენტს. ყოველთვის დაუფასებს წარმატებას და შეაქებს კიდეც. არადა, „ბაიერნი“ მისი კარიერის მთავარი მტერი გახლდათ, განსაკუთრებით დორტმუნდში მუშაობისას. ამჯერად მან ჟურნალისტებს ბავარიული კლუბის ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შესახებ გაუზიარა აზრი. ეს ტიტული მიუნხენელებმა ხომ სწორედ მერსისაიდელებს ჩამოართვეს. „ძნელია 8 თვეში ისტორია უკეთ დაწერო, ვიდრე ეს...
დე ბრუინს ვერ დაუკარგეს
რა გინდა რომ ჰქნა? 29 წლის ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ინგლისურ პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. არადა, გუნდმა ვერც იჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა. საქმე 35 შეხვედრაში გატანილ 13 გოლსა და 20 საგოლე გადაცემაში როდია – შემტევი ნახევარმცველი „სიტის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში კევინმა უკან სეზონის...
ზიდანი, კლოპი, გვარდიოლა
ფრანგული „ეკიპის“ ჟურნალისტების აზრით, სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. მადრიდის „რეალის“ თავკაცის შემდეგ სამეულში არიან „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა. შეგვეძლო ეს ყველაფერი ფრანგული ნეპოტიზმისთვის მიგვეწერა, მაგრამ შედეგებსაც ვერ გავექცევით. ზიდანმა პრიმერა დივიზიონში „რეალი“ საჩემპიონო ტიტულამდე მიიყვანა. თავის მხრივ, იგივე მოახერხა ინგლისურ პრემიერლიგაში კლოპმა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალი...
კლოპმა სერ ალექსი ღამის ოთხის ნახევარზე გააღვიძა
სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპს ღამის ოთხის ნახევარზე გაღვიძება აპატია. არადა, გერმანელს 78 წლის ლეგენდარული, ნაინსულტარი ბერიკაცისთვის დაურეკავს და უთქვამს „ლივერპული” ჩემპიონი გახდაო. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” ედგა სათავეში და იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მერსისაიდელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, პრემიერლიგაში ბატონობდა. ინგლისურ საფეხბურთო ფოლკლორში მოარულ ფრაზად დარჩა „გარდიანთან” ინტერვიუში სერ ალექსის...









