ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ფრენკ ლემპარდი ტოპ-მწვრთნელი გახდება და ამ საქმეში ვინმეს რჩევა არ სჭირდება. ამასთან, ინგლისური ფეხბურთის ღვაწლმოსილმა ადამიანმა „ჩელსის” თავკაცსა და „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპს ხმლების ქარქაშში ჩაგება და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება ურჩია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულმა” „ჩელსის” „ენფილდ როუდზე” 5:3 მოუგო, რომლის დროსაც ლემპარდს მასპინძელთა სათადარიგო სკამთან შელაპარაკება მოუვიდა. „ლურჯების”...
ჭდე: იურგენ კლოპი
გიოტცე უფასოდაც ძვირია
მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა. ამ კვალიფიკაციის ფეხბურთელის უფასოდ აყვანის მსურველი, ბუნებრივია, ბევრი იყო და მათ შორის ფავორიტად „მილანი“ ითვლებოდა. იტალიურმა კლუბმა მოლაპარაკებაც კი წამოიწყო, მაგრამ მალევე უარი თქვა – ფეხბურთელის აგენტმა ხელფასად წლიური 8 მილიონი ევრო მოითხოვა. საყოველთაო კრიზისის პირობებში თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, გიოტცე კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და არა ვარსკვლავი. ჯერ...
ამპარტავანი ლივერპული და იმედიანი ჩელსი
„ლივერპულმა” „ჩელსის” 5:3 მოუგო! ამ საღამოს, როდესაც იურგენ კლოპის ბიჭებმა „ენფილდ როუდზე”, პრემიერლიგის ჩემპიონის თასი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე აღმართეს, ფრენკ ლემპარდმა საბოლოოდ დაალაგა ყველაფერი: კვირას, ბოლო ტურში, „ლურჯებს” შინ, „ვულვერჰემპტონთან” ერთი ქულაც აწყობთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ამ თამაშიდან ექვს დღეში კი „ჩელსი” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „არსენალს” ხვდება. თუკი დასავლეთლონდონელები...
ოდრისოლა – იღბლის თაიგული
თქვენი აზრით, ვისთვის იყო გასული საფეხბურთო სეზონი ყველაზე წარმატებული? ზინედინ ზიდანისთვის? იურგენ კლოპისთვის? ტრიუმფი ტრიუმფად, მაგრამ ამ ხალხმა წარმატებაში მთელი თავისი ცოდნა, ნებისყოფა და ნერვები ჩადო. არადა, ამ დროს არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეს სეზონი არანაკლებ ტრიუმფალურია. ალვარო ოდრისოლა 24 წლისაა და ორი ქვეყნის ჩემპიონი ერთდროულად გახდა. ესპანელის კონტრაქტი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, სადაც იანვრამდე იბურთავა, მერე...
კლოპმა ცხოველიც კი აატირა (+ VIDEO)
ორშაბათს პატარა ინგლისური გუნდი „უიკომბი“ არსებობის 133-წლიან ისტორიაში პირველად აღზევდა ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონში). გადამწყვეტ შეხვედრაში „უიკომბმა“ 2:1 დაამარცხა „ოქსფორდი“. ნამატჩევს ჟურნალისტებმა „უიკომბის“ სიმბოლოდ ქცეული ფეხბურთელი მოიქციეს ალყაში. ადებაიო აკინფენვუ ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. 38 წლის ადებაიო 185 სმ. სიმაღლისაა და 110 კილოგრამზე მეტს იწონის. წარმოიდგინეთ მეტოქე მცველების თავზარი, როცა...
კლოპი პენსიაში მიდის
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად აქამდე დაუპყრობელი მწვერვალი დალაშქრა და დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ირგუნებს. ასეთ დროს ერთობ მოულოდნელი იყო 53 წლის გერმანელის მხრიდან პენსიაზე საუბარი. „საკუთარ თავს სიბერეში მწვრთნელად ნამდვილად ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელობა დავიწყე, 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი: „აჰა, შინაარსიანი და დატვირთული 25 წელიც დაიწყო.“ მას შემდეგ „მაინცში“ შვიდნახევარი...
კლოპმა ჯობს ნაბახუსევს მიაწეროს
თამაშის წინ, რაჰიმ სტერლინგისთვის ალბათ დერეფნის გაკეთება და ტაშის დაკვრა უფრო ძნელი იყო, ვიდრე „მანჩესტერ სიტის” სხვა ფეხბურთელებისთვის. სტერლინგმა ხომ 2015 წელს, „ლივერპულიდან” გამოგდების შემდეგ თავის ყოფილ გუნდს ათ შეხვედრაში ერთხელაც ვერ გაუტანა. „ლივერპული” და „სიტი” ბოლოს ნოემბერში, „ენფილდ როუდზე” შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სტერლინგი „წითლების” მოთამაშეს ჯო გომესს გაექაჩა, ხოლო ზუსტად მეორე დღეს, ნაკრების...
თავმდაბალი კლოპი და თავდასხმის მაჟორები
ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა. 30-წლიანი ოცნების ხორცშემსხმელები ახლა არამხოლოდ ბითლზების ქალაქის გმირები არიან. მართლაც ფანტასტიურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი „ლივერპულში“, მაგრამ არავინ დავობს, რომ გუნდის უპირველესი ვარსკვლავი მისი გერმანელი დამრიგებელი იურგენ კლოპია. მიუხედავად ტრიუმფისა, ჰერ კლოპი კვლავაც მოკრძალებით გამოირჩევა და ეს მის ავტოსაც ეტყობა – ვარჯიშებზე და მატჩებზეც მთავარი მწვრთნელი Opel Insignia-თი დადის, რომლის ფასიც...
ეგონა, რომ დასცინებდა
ისინი ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში დიდი მოქიშპეები იყვნენ, ხოლო კუნძულ სილტზე მეზობლები არიან — ლაპარაკია „ბაიერნის” აღმასრულებელ შეფ, წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელ კარლ ჰაინც რუმენიგესა და წარსულში „დორტმუნდის”, დღეს კი „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპზე. რუმენიგე 64 წლისაა, ხოლო კლოპი 53-ის. „მე და იურგენ კლოპი სილტში ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ახლაც ცხადად მახსოვს 2012 წელი. ჩვენ ზედიზედ ორჯერ...
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...









