„ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! 30 წლიანი უიღბლობა და წარუმატებლობა დასრულდა. მერსისაიდელები კვლავ მწვერვალზე ავიდნენ. სამი ათწლეული… საკმაოდ დიდი ხანი ალოდინა განგებამ. „წითლების” პირველობა გაფორმდა ლონდონში, სადაც „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” 2:1 მოუგო — ძველ ჩემპიონს ტიტული ჩამოართვა, ახალს კი გადაულოცა. ოთხშაბათს, „კრისტალ პალასთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ „ლივერპულს” ერთადერთი რამ სჭირდებოდა — პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელ” კომპანიას...
ჭდე: იურგენ კლოპი
დემბელე ნისიად
ესპანური „ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელეს შეელიოს და საამისოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი, ბუნებრივია, სრულფასოვანი ტრანსფერია და ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. თუ კრიზისულმა პერიოდმა ტრანსფერის ვარიანტი შეაფერხა, ბარსელონელები მზად არიან, დემბელე იჯარით გაუშვან, ოღონდ შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. ეს მკაფიო სიგნალია მისი მსურველი კლუბების, უპირველესად კი „ლივერპულისთვის“ – იურგენ კლოპი არ მალავს...
კორონა და გადადებული კორონაცია!
გარდაუვალი კორონაცია გადაიდო! — ეს წინადადება ინგლისური მას-მედიისგან ვისესხეთ. ლივერპულში, „გუდისონ პარკზე”, ჩატარდა „უსისხლო” მერსისაიდური დერბი, რომელიც 0:0 დასრულდა. შედეგად, თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” დარჩა ისევ იქ, სადაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. ახლა, თუკი „წითლების” მდევარი, „მანჩესტერ სიტი”, შეხვედრას შეხვედრაზე მოიგებს, 2 ივლისს, „ეტიჰედზე”, „ლივერპული” მასთან სათამაშოდ რომ ჩავა, ჯერ კიდევ არ იქნება ჩემპიონი. სტატისტიკაც ჯიუტად მეტყველებს,...
სადიოსა სად წაიყვან
სადიო მანეს საქციელმა „ენფილდზე” ხალხი ააღელვა — იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის „ლივერპულში” თამაშს აღარ აპირებს. 28 წლის სენეგალელი, რომელიც 150 მილიონი გირვანქა ღირს, აგერ უკვე ცხრა თვეა ახალი კონტრაქტის დადებისგან თავს იკავებს. ინგლისური მას-მედია წერს, რომ შექმნილი მდგომარეობა უკვე მერსისაიდელთა თავკაც იურგენ კლოპსაც აღიზიანებს. გერმანელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, მართალია სანეს ჩვენთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს,...
კლოპი ექვსს გააგდებსო
„სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეჭვით ილაპარაკა. „აქ, ინგლისში, დიდი მითქმა-მოთქმაა იმაზე, თუ ვინ გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ჩელსიში” და სხვაგან. ჩვენთან, „ლივერპულში”, სრული სიწყნარეა. ეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას. იმისათვის, რომ ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, საჭიროა აღდგეს ნორმალური ბიზნეს-გარემო. დღეს არ ვიცით, როდის დაბრუნდება მაყურებელი სტადიონზე და ამიტომ, რაიმეზე ლაპარაკი...
ქალაქური საქციელი
ინგლისურ პრემიერლიგას უპირობო ყოჩი ჰყავს „ლივერპულის“ სახით. მერსისაიდელები 29 ტურის შემდეგ 25-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ პირველობას. საკმარისია უახლოეს ორ ტურში გამარჯვება და მეტოქეთა შედეგებისგან დამოუკიდებლად იურგენ კლოპის გუნდი ნაინანატრ ტიტულს მოიპოვებს. ეს უახლოესი ორი შეხვედრა „ლივერპულს“ თანაქალაქელ „ევერტონთან“ (21 ივნისს) და „კრისტალ პალასთან“ (24 ივნისს) უწევს. დიდი შანსია, კლოპი და მისი ბანდა 2 ივლისს მანჩესტერში უახლოეს...
გიოტცეს ასეთი გუნდი უნდა…
სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის მარიო გიოტცე? — ეს არის კითხვა, რომელსაც გერმანიაში გულშემატკივარი ხშირად სვამს. ერთი ფაქტია, სეზონი რომ დამთავრდება ის „დორტმუნდიდან” წავა, რაც მის ყოფილ მწვრთნელ იურგენ კლოპს არ უკვირს. „ლივერპულის” თავკაცმა „სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ყველამ კარგად იცოდა, რომ მარიოს კონტრაქტი ილეოდა. მისი „დორტმუნდში” დატოვება რომ სდომოდათ, თადარიგი ერთი წლის წინ...
ზეიმი მოიცდის
„ლივერპულს“ ნანატრ ჩემპიონობასთან ექვსი ქულა აშორებს. რთულად წარმოსადგენია, მერსისაიდელებმა ეს უპირატესობა ცხრა ტურში გაანიავონ. თუმცა, მოახლოვებულ ჩემპიონობას ერთი მინუსი აქვს – კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდი პრემიერლიგის მოგებით გამოწვეულ სიხარულს ვერ გამოხატავს და ვერც საჩემპიონო ალღუმს ჩაატარებს. ლივერპულელთა თავკაცი იურგენ კლოპი კი გულს არ იტეხს და აცხადებს, რომ მთავარია გუნდმა პრემიერლიგა მოიგოს, საჩემპიონო ზეიმი მოიცდის. „ლივერპულის“...
გაწითლება უნდოდა, მაგრამ ლურჯდება
„ჩელსიმ” და „ლაიფციგმა” საერთო ენა გამონახეს — ტიმო ვერნერი 54 მილიონი გირვანქის (60,2 მილიონი ევრო) სანაცვლოდ, „გალურჯდება”. თავდამსხმელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დასავლეთლონდონელთა თავკაც ფრენკ ლემპარდს ვერნერი ისე მოსწონს, რომ გერმანული კლუბის მიერ დაწესებულ გამოსასყიდ თანხას დაყაბულდა. 24 წლის ფორვარდი კვირაში 200 000 გირვანქას მიიღებს ანუ „ჩელსის” ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. თითქოს ყველაფერი მოგვარებულია,...
არავინ ლივერპულის გარდა
გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ლაიფციგის“ 24 წლის ფორვარდ ტიმო ვერნერს მსურველები ნამდვილად არ აკლია. „ჩელსიში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა (შესაბამისი სახელფასო წახალისებით) ნებისმიერ ფეხბურთელს დაახვევდა თავბრუს, თუმც არა ტიმოს. ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი...








