„ლივერპულში” რაღაც გაიბზარა: იურგენ კლოპის გუნდს აგერ უკვე ოთხი მატჩია, შინ არ მოუგია; 348 წუთია, „ენფილდზე” გოლი არ გაუტანია; წუხელ, „ბრაიტონთან” 0:1 წააგო და კვირას „მანჩესტერ სიტის” უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონს ტიტულისთვის ბრძოლა სულ მეტად და მეტად უჭირს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს ქულებს მაინცდამაინც თავის ლეგენდარულ სტადიონზე კარგავს. აქ, ალბათ ყველას ერთი...
ჭდე: იურგენ კლოპი
რა დროს დროებითია?
არადა ითქვა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს სწორედ დროებითი მწვრთნელით დაიწყებს… ამით ნამდვილად ვერავინ გაგვაოცებს. დროებითების მეტი რა გვყოლია. ზოგი სულაც ორჯერ (ვლადიმერ გუცაევი) ისეც ყოფილა, სამ დროებით მწვრთნელს ზედიზედ (ივო შუშაკი, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა) წელიწადნახევარი უმართავს ნაკრები, მაგრამ ის სხვა იყო – ჩაგდებული ციკლები, ვადაზე ადრე მწვრთნელის გაშვებები თუ წასვლები და...
ერთმანეთს დეზები დააყარეს
„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს. „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო. ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და...
მამა კი ხელებს იფშვნეტს
„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...
ბარნლიმ ლივერპულს წერტილი დაუსვა
რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა. „ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა...
ოლე გუნარ მოურინიუ და ერის გამამხნევებელი მატჩი
ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა. „ენფილდზე”,...
ვინც რა უნდა, ის თქვას
ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასთან გატოლების საშუალებას არ მისცემს — „ლივერპულმა” ამ სეზონშიც რომ მოიგოს ტიტული, მანკუნიანელთა რეკორდს გაიმეორებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი გახდება. კვირას ეს გუნდები „ენფილდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა: „ვის უნდა, რომ მოქიშპე მის დონემდე ამაღლდეს ან ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდეს? არავის. ამიტომაც, ჩვენთან, კლუბში, გასახდელში, ყველასთვის ყველაფერი ნათელია....
დროულად არმოსული სად არის?
რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი… საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის. შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე...
მუხლებზე დაეცა და ატირდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...
პრემიერლიგაში ინტრიგა გაიზარდა
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი...







