„ნაპოლის” სკუდეტოსგან რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებს. ის სერია A-ს ცხრილს სათავეში უდგას, მდევარ „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. თეორიულად შესაძლებელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა იტალიის ჩემპიონის ტიტული შინ, „სალერნიტანასთან” შეხვედრაში მოიპოვონ. 32-ე ტურის ეს მატჩი იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ 29 აპრილისთვის გადაიტანა. თარიღმა მყისვე მიიპყრო ყურადღება — 29 აპრილი სწორედ ის დღეა, როდესაც 1990 წელს დიეგო...
ჭდე: იუვენტუსი
გამარჯვებული ალეგრის მძვინვარება
მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. „ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა...
მამარდაშვილი იყიდებაო…
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ვალენსია“ დატოვოს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა, 22 წლის მეკარის გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მოგებას გეგმავს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით: „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაინტერესდნენ. გიორგის მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ღამურების” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა,...
იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გასაყიდად ემზადება
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა, შესაძლოა, მალე ტურინული კლუბი დატოვოს. „იუვეს“ ხელმძღვანელობა მზადაა კლუბისთვის სანქციების დაწესების შემდეგ (გუნდს სატრანსფერო მაქინაციების გამო სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს), სერბ თავდამსხმელს საბიუჯეტო პრობლემების გამო დაშორდეს. იტალიელები დუშანის ტრანსფერში მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლაჰოვიჩით „არსენალი,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდნენ. დუშანი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან...
იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაჭრეს
„იუვენტუსს” მძლავრი დარტყმა მიაყენეს: იტალიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატში გუნდისთვის 15 ქულის დაკლება ბრძანა. დაისაჯნენ კლუბის ტოპ მენეჯერებიც: ორწელიწადნახევრით საფეხბურთო საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს ფაბიო პარატიჩი, ორი წლით ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე, წლითა და ოთხი თვით ფედერიკო ჩერუბინი, ხოლო რვა თვით პაველ ნედვედი, პაოლო გარიმბერტი, ენრიკო ველანო, ასია ვენიერი, კეიტლინ ჰიუზი, დანიელა...
კიეზამ ნავსი გატეხა
ფედერიკო კიეზამ, რომელიც „ნაპოლისთან” 1:5 წაგების შემდეგ „იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად გააკრიტიკეს, „მონცასთან” სათასო შეხვედრაში გოლი გაიტანა. „ნაპოლისთან” მასიმილიანო ალეგრიმ მას მარჯვენა ფრთის კონტროლი დაავალა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მაგრამ კიეზამ ქართველის გაუვნებელყოფაში თანაგუნდელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. იტალიელს 378 დღის განმავლობაში მეტოქის კარში ბურთი არ ჰქონდა გატანილი და აი, ნავსი გატყდა. ენრიკო კიეზას 26...
ყველა დამნაშავე იყო, განსაკუთრებით ერთი
„ნაპოლის” 5:1 გამარჯვება „იუვენტუსთან” ერთი მხრივ „ნაპოლის” ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, მეორე მხრივ კი მარად ყოჩაღი „იუვე” ვერ იყო ისეთი ძლიერი, საუკეთესო პერიოდებში რომ არის ხოლმე. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო ტურინული გაზეთის „ტუტოსპორტის” წერილი, სადაც აქცენტი „ბებერ ქალბატონზე” გაკეთდა. „ტუტოსპორტი” წერს, რომ ჯობს ერთხელ წააგო 0:5 (ან 1:5, როგორც ეს პარასკევს ნეაპოლში მოხდა), ვიდრე ხუთჯერ 0:1....
სად წავიდნენ კვარაცხელიას კრიტიკოსები?
ეს იყო „ნაპოლის” ფანებისთვის დაუვიწყარი საღამო. მათმა გუნდმა „იუვენტუსი” გაანადგურა, ცხრილში 10 ქულით ჩამოიტოვა და ახლა, ისე როგორც არასდროს, სკუდეტოზე ოცნება უკვე გახელილი თვალებით შეუძლიათ. „მარადონაზე” „აძურიმ” ვარსკვლავურად ითამაშა, 5:1 მოიგო და ისტორია დაწერა: ეს გახლდათ ისტორიაში ნეაპოლელთა ყველაზე დიდი გამარჯვება „იუვესთან”, რომელსაც კონკრეტულად ორი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს. ნიგერიელმა ცენტრ-ფორვარდმა...
სპალეტი: ქუდის დახურვას და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს
დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის”...
ანტონიო კორბოს სწამს, რომ კვარაცხელია უდიდესი ფეხბურთელი გახდება
იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „რადიო მარტესთან” ინტერვიუში „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” მოახლოებულ თამაშზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. „ვფიქრობ, მოლოდინი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მხარეა. ამჯერად ეს არის ლამაზი მოგზაურობა „ნაპოლი” — „იუვენტუსის” სამყაროში, რომელიც პარასკევს დასრულდება. „ნაპოლი” ბრუნდება — მან „ინტერთან” ცუდად დაიწყო, შემდეგ კი გენუაში „სამპდორიასთან” გამოფხიზლების ნიშნები გამოამჟღავნა. „იუვენტუსი” ხანგრძლივი, დამღლელი მატჩების ბოლოს...









