გთავაზობთ ვრცელ ამონარიდებს მილანური „ლა გაძეტა დელოს სპორტის” მიმოხილვიდან, რომელიც საუკუნოვანმა იტალიურმა გაზეთმა „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრას მიუძღვნა: „ინტერმა” „ნაპოლი” დაამარცხა და სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ახლა „ნერაძური” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლის” აგრეთვე მოსდევენ „მილანი”, რომელსაც ლიდერზე 5 ქულით ნაკლები აქვს და „იუვენტუსი”, რომლის ჩამორჩენაც 7 ქულას უდრის. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა...
ჭდე: ინტერი
ინტერის პრეზიდენტს კვარას ფენომენ რონალდოსთან შედარება სთხოვეს
ხვალ „სან სიროზე” „ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. შეხვედრის წინ მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ Radio Punto Nuovo-ს ინტერვიუ მისცა. „ეს შეხვედრა „ინტერისთვის” გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „ნაპოლისთვის”, — თქვა პრეზიდენტმა, — „ინტერისთვის” ჩემპიონატის განახლება შეიძლება აღმასვლის დასაწყისი გახდეს. „ნაპოლი” წნეხის ქვეშ არის, რადგან სეზონის წყვეტის შემდეგ ყველა მას უყურებს, ყველას აინტერესებს შეძლებს კი „აძური” ისეთივე საშინელი...
ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ
4 იანვარს, „სან სიროზე”, „ინტერი” ხვიჩა კავარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება შეხვედრა, რომლითაც ამ ორი გუნდისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ) სერა A განახლდება, მაგრამ რაც უფრო მთავარია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იქნება ძალიან პრინციპული მატჩი. მის შედეგს სკუდეტოსთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, თუ ნეაპოლელი სტუმრები გაიმარჯვებენ, ისინი „ნეროაძურის” 14(!) ქულით გაასწრებენ....
გუშინ მილანში ვიტორიო ბოიოკი მოკლეს
მილანში, უბანში, რომელსაც ფიჯინო ჰქვია, ფრატელი ძანძოტერას ქუჩაზე, სახლთან ახლოს ხუთი გასროლით მოკლეს „ინტერის” ულტრასის 69 წლის ლიდერი ვიტორიო ბოიოკი. მკვლელმა მსხვერპლს ხუთივე ტყვია მკერდში დაუმიზნა. ბოიოკი სასწრაფო დახმარების მანქანამ სან კარლოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მალე გარდაიცვალა. საქმის გამოძიებას შეუდგა პოლიციის მობილური ჯგუფი მარკო ჩალის ხელმძღვანელობით. მკვლელობა „ინტერისა” და „სამპდორიას” მატჩის დაწყებამდე არცთუ დიდი...
ავტობუსის კაცი
„განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიუ განსაკუთრებულ ქცევას თავს არ ანებებს. პორტუგალიელი უკვე 59 წლისაა, მაგრამ არა და არ იქნა მისი დაშოშმინება. გუშინ, სერია A-ში მოუს „რომა” „ინტერს” ესტუმრა და 2:1 მოიგო, მან კი სტადიონს გარეთ ისეთი შოუ მოაწყო, რომ სოციალურ ქსელებში მატჩზე მეტი ყურადღება ლამის თავად მიიპყრო. „ჩელსის”, „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა დიდი კლუბების ყოფილმა თავკაცმა...
ლუკა ლოჩოშვილმა ინტერიც დააჭაშნიკა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სან სიროზე” სტუმრად 1:3 წააგო. სერია A-ში ახალმა გადასულმა გუნდმა, რომელიც უძლიერესთა მარაქაში 1995-96 წლების სეზონის შემდეგ არ გარეულა, სტუმრად წინააღმდეგობა ვერ გაუწია ძლიერ მეტოქესა და სერია A-ს მეორეადგილოსანს. ის კი არა, ზოგიერთ იტალიურ მიმოხილვაში წერია, რომ „ინტერს” უფრო იოლად მართებდა მეტოქის ძლევა. ლუკა მოედანზე 2:0-მდე იყო. 67-ე წუთზე ის 23 წლის...
ნაპოლი უდრის ექვსს
სერია A-ს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა რჩება. იტალიის ამჟამინდელმა პირველობამ ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” გადასვლაა. ამიტომაც თვალში გვეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვთ სერია A-ს კლუბებს 2022-23 წლების სეზონში. calciomercato-ს ბუქმეიქერთა გამოთვლილი კოეფიციენტები მოყავს. ტოტალიზატორების აზრით „სკუდეტოს” მოპოვების ყველაზე დიდი და თანაბარი შანსი კვლავ მილანის კლუბებს აქვთ,...
ბერლუსკონის ახალი ამბიციები
იტალიური „მონცა,“ რომლის პრეზიდენტი „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი, მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის, ბორხა მაიორალის დამატებას აპირებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მაიორალი ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეს“ ღირსებას იცავს და კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება. მას ადრეც უთამაშია იტალიაში, „რომას“ შემადგენლობაში (2020-22 წლებში). მაშინ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და...
რომელუმ იცის რომელ გზას დაადგეს
„ჩელსიმ” და „ინტერმა” საერთო ენა გამონახეს — ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იჯარით მილანში ბრუნდება. გარიგება ერთწლიანია. მისი საფასურია 7 მილიონი გირვანქა. 29 წლის ლუკაკუში ლონდონელებმა „ინტერს” სულ რაღაც 10 თვის წინ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ახალა, ოღონდ უკან დაბრუნებულიყო და 29 წლის ფორვარდმა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა — 12 მილიონ ევროს (10,3 მილიონი...
ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი
მართალია, „ინტერი“ წლეულს იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა (სკუდეტო თანაქალაქელმა „მილანმა“ მოიპოვა), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით და დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 46 წლის სპეციალისტს არსებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონის ნაცვლად, 5,5...









