„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს. რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“… ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2. ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო....
ჭდე: ინტერი
ვაი, ინტერს!
„ინტერი” ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს” ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის” მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. ის, რომ „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას თანაქალაქელ და მოძულე „მილანთან” აგებს, რადუს შეცდომას ორმაგად უმწარებს გემოს, ხოლო...
ალექსის სანჩესი ტყუილად გაუგდიათ
CBS-ისა და BT-ს ექსპერტებმა ერთხმად დაადგინეს, რომ „ლივერპულისა“ და „ინტერის“ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა გუნდმა ლაუტარო მარტინესის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, ალექსის სანჩესი მოედნიდან არ უნდა გაეგდოთ. სანჩესმა მეორე ყვითელი 63-ე წუთზე იმ დანაშაულისთვის მიიღო, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ხედავთ. ორი შეხვედრის ჯამში „ლივერპულმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ჩილელმა ვეტერანმა პირველი...
ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება
„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა. მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის. აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი...
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
ფანები: ანიელი, მოკვდი!
იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...
კონტე ერიქსენზე: მისთვის კარი ღიაა
ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. კონტე „ინტერში“ იყო ერიქსენის მწვრთნელი და დიდად არ სწყალობდა, მათ მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ… დანიელი, როგორც იცით, ზაფხულში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა: ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის მატჩისას ის გულმა შეაწუხა, მინდორზე უგონოდ დაეცა. საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა. მერე სპეციალური დეფიბრილიატორი ჩაუდგეს და გადაწყვიტა, რომ ისევ ითამაშებს… ერიქსენი ახლა უგუნდოდაა....
აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი? რატომაც არა!
სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ აფრიკულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეტოო, როგორც ადრე დავწერეთ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორივე ფინალში გოლი გაიტანა. თუმც ჩემპიონთა თასი „ინტერშიც“ ჩაიხუტა. ზოგადად, ეტოო ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე და მუდამ ფარივითაა, როცა საქმე...
ერიკსენი ვარჯიშს იწყებს
კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,...
ინტერი ერიკსენს გაათავისუფლებს
„ინტერი“ თავის დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მილანური კლუბი ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, რათა მსურველმა კლუბმა ის უფასოდ აიყვანოს. არადა, კრისტიანს არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დროს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ერიკსენს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მას კარდიოდეფიბრილატორი ჩაუყენეს. ასეთი აპარატით კი იტალიურ ლიგაში თამაში...









