ჭდე: ინტერი

Home ინტერი
ჩანაწერი

ზლატანი მიაქვთ

ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...

ბარსა ლაუტაროსთვის…
ჩანაწერი

ბარსა ლაუტაროსთვის…

„ბარსელონა“, „ინტერი“ და „მანჩესტერ სიტი“ სამმაგ გაცვლას ამზადებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანურ კლუბს ხელში ლაუტარო მარტინესის ჩაგდება სურს. „ბარსამ“ მილანურ კლუბს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ „ინტერი“ ვერაფრით  დაკმაყოფილდა. ჰოდა, ახლა ვარიანტს მიაგნო. იტალიური მედიის ცნობით, „ბარსა“ სამმაგ გაცვლას ამუშავებს, რომელშიც „მანჩესტერ სიტიც“ ჩაერთვება. ესპანელთა ჩანაფიქრით ნელსონ სემედუ ინგლისში გაემგზავრება, რომელიც თავის მხრივ „ინტერს“ ჟოან კანსელუს...

ოქროს მატჩი სკუდეტოსთვის
ჩანაწერი

ოქროს მატჩი სკუდეტოსთვის

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თანახმაა, სკუდეტოს ბედი „ლაციოსა“ და „იუვეს“ შორის ერთმა მატჩმა გადაწყვიტოს: „რა ქმა უნდა, ეს ვარიანტი მისაღებია. ჩემპიონატის განახლება ჩვენ გარკვეულწილად გვაზარალებს. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთბაშად სამ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან მიზანს ევროპის ლიგა შევწირეთ. ეს უპირატესობას გვანიჭებდა, რადგან კვირაში ერთი მატჩი გვიწევდა, ჩვენს მეტოქეებს კი ორი....

ემერიკული მადა და პერსპექტივა
ჩანაწერი

ემერიკული მადა და პერსპექტივა

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მყიდველთა რიგში პირველი „ინტერია”, „არსენალი” კი მზად არის თავისი 30 წლის კაპიტნის მთხოვნელებს მოუსმინოს და ევაჭროს. კლუბმა თავდამსხმელთან ახალი მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს შეწყვიტა. ობამეიანგის ფასად 56 მილიონი გირვანქაა დათქმული. გაბონელს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტის ვადა გაისად ამ დროს ეწურება. ამიტომ, კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი ახლავე გაყიდოს, თორემ ერთ წელიწადში მასში კაპიკს ვეღარ აიღებს. ზემოთ „ინტერი”...

არსენალს ლიგაში რა უნდა?
ჩანაწერი

არსენალს ლიგაში რა უნდა?

უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...

იმნაირი ლაპარაკი
ჩანაწერი

იმნაირი ლაპარაკი

ქვეყანაში კრიზისი მობრძანებულა და ყველაფერი გაუძვირებია – პაპიროსიც და ბენზინიც. ფეხბურთის მოყვარე ხალხისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარაქის ფასი ძველებურ ნიშანზე დარჩენილიყო და თუ გაძვირებაა, ქართული ფეხბურთი გაძვირებულიყო საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე. მართლაც კარგი და სასიხარულო გაძვირება იქნებოდა. აბა, სად გაგონილა ბურთი, ბუცი და მაისური გაძვირდეს, ფეხბურთელი კი არა? ეს უსინდისობაა და არასწორია. რა დასამალია და...

კრესპოს მესი
ჩანაწერი

კრესპოს მესი

საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი. ლეო...

იტალიელებმა უეფა იუარეს
ჩანაწერი

იტალიელებმა უეფა იუარეს

მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის თასზე ორი იტალიურ-ესპანური მერვედფინალი ჩამოყალიბდა. „რომა“-„სევილიას“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ პირველი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაუქმების გამო გადაიდო. უეფამ გამოსავლის ძებნისას ასეთი ვარიანტიც მოიაზრა: თუ იტალიელები თავად იყტვიან უარს ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე, დანარჩენი ბადის გამართვა და ჩამთავრება თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ შესაძლებელი იქნება.. უეფა დაუკავშირდა „რომასა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ დაუყოვნებლივი უარი მიიღო. ამ...

ასე იღლიცინა რონალდუმ
ჩანაწერი

ასე იღლიცინა რონალდუმ

კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს?...

სანჩესმა ხელფასი უნდა გაინახევროსო
ჩანაწერი

სანჩესმა ხელფასი უნდა გაინახევროსო

ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, გასულ ზაფხულს „მანჩესტერდან“ მილანის „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მისი ყოველკვირეული ჯამაგირი 400 ათასი გირვანქა გახლავთ, პლუს ბონუსები. ისიც ცნობილია, რომ მისი წლიური, დაახლოებით 21 მილიონიანი ანაზღაურებიდან, „ინტერმა“ მხოლოდ 4,5 მილიონის გადახდაზე თქვა თანხმობა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა „ინტერის“ მაისურით. მიზეზი გასაგებია, მძიმე ტრავმა მიიღო და...