ჭდე: ზეპ ბლატერი

Home ზეპ ბლატერი
გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
ჩანაწერი

გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს

ამ ევრომ ერთი ძველი ინტერვიუ გამახსენა, 18 წლის წინანდელი. საერთოდ, ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, წლების გასვლასთან ერთად, უამრავი რამ გავიწყდება და მხოლოდ ისეთი რამ შემორჩება ხოლმე მახსოვრობას, მეტისმეტად ღრმად რაც ჩაგებეჭდება ხოლმე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგახსენებთ. 18 წელი გამოხდა მას მერე და რა საკვირველია, რომ უმეტესი ამბები, მით უფრო ვიღაცის კომენტარები აღარ მახსოვდეს....

ირანი უნდა მოიკვეთოს!
ჩანაწერი

ირანი უნდა მოიკვეთოს!

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. ცნობილი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობისა და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო უნდა მიიღონ. „ირანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი“, – თქვა ბლატერმა. ცოტა ხნის წინ ფიფა-ს,...

გაამართლეს!
ჩანაწერი

გაამართლეს!

ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს. ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა. პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის...

ჩეფერინი და ბლატერი პუტინზე
ჩანაწერი

ჩეფერინი და ბლატერი პუტინზე

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ვლადიმირ პუტინის შესახებ, ასევე ომის გამო მომხდარ საფეხბურთო რეფორმებზე ისაუბრეს. ალექსანდრ ჩეფერინი „პუტინთან ურთიერთობაზე? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო. მუდამ კარგად მომზადებული გვხვდებოდა. ზოგადად კი, არა მგონია, ფეხბურთის დიდი ფანი იყოს, სხვა სახეობები უფრო იზიდავს. გული მწყდება, როცა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას ვაძლევთ, რადგან ეს ომი კონკრეტულად მათი ბრალი...

დიდი საფეხბურთო მაფია
ჩანაწერი

დიდი საფეხბურთო მაფია

ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო. მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით. ჯანი ინფანტინო – კაცი, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერი შეცვალა და წესიერების იმედი დააბრუნა… შვეიცარიის...

ინფანტინო შარშია
ჩანაწერი

ინფანტინო შარშია

თუ ვინმეს ფიფას პრეზიდენტობა ამოგიჭრიათ გულში, ახლავე გადაიფიქრეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავიდან ციხის კარამდე ერთი ნაბიჯია. მოკლედ, მაგარი შარია… ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიმინალური საქმის ფიგურანტია. ჩინოვნიკის მიმართ გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს და ბრალს ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებში სდებს. ფიფა, ცხადია, აღიარებს შვეიცარიის კანონმდებლობასა და ფედერალური პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესამაბისად...

ბლატერს მილიონი ამოუქექეს
ჩანაწერი

ბლატერს მილიონი ამოუქექეს

შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი  მილიონი დოლარის უკანონოდ გაცემის საქმეში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა. ბლატერი ეჭვმიტანილია საფეხბურთო სფეროში არსებული თანხების არამიზნობრივად მართვაში. საქმე აღიძრა თანხის უპროცენტოდ გაცემის გამო, რომელიც ფიფამ 2010 წლის 13 აპრილს ტრინიდადი და ტობაგოს საფეხბურთო ასოციაციას გამოუყო. საქმეში მითითებული იყო, რომ განაცემი თანხა იყო უპროცენტო, უზრუნველყოფის გარეშე და შემდგომში...

ფიფამ 100 მილიონი მოქაფა
ჩანაწერი

ფიფამ 100 მილიონი მოქაფა

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივლეს. საქმე ეხება საავტორო უფლებების დარღვევას, რაც პერსპექტივაში სასჯელის სახით ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას, პატენტების უწყებისთვის კი 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს. ისტორია დასაბამს 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე იღებს, როცა ბრაზილიელმა ჰაინე ალემანიემ არგენტინელ პაბლო სილვასთან ერთად გამოიგონა სპეციალური სპრეი საფეხბურთო არბიტრებისთვის. მოგეხსენებათ, სპრეით არბიტრები სტანდარტული მდგომარეობისას ზუსტ წერტილს მონიშნავენ ხოლმე,...

ცუდები
ჩანაწერი

ცუდები

ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...

ბლატერი ინფანტინოს აფრთხილებს
ჩანაწერი

ბლატერი ინფანტინოს აფრთხილებს

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს უქმნის. ბლტერის აზრით, შესაძლოა, მისმა მემკვიდრე ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. ეს გარკვეულწილად შეკვეცავს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საჭირო დროს, რაც დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბლატერმა ურჩია ინფანტინოს, არ აჰყვეს ცდუნებას, რადგან ჯერჯერობით ფინალური ეტაპის...