გერმანიაში ქართული ზღაპარი გრძელდება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა!!! F-ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ხვდებოდა და ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ პლეი-ოფში გასასვლელად. ქართველმა ფეხბურთელებმა ეს შეძლეს – პორტუგალია პირწმინდად დაამარცხაეს და 16 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ. საქართველოს ნაკრები მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტით გოლი მიქაუტაძემ გაიტანა...
ჭდე: ევრო 2024
აბსოლუტური არაფერი
ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს ესპანური AS-ის სტატიიდან, რომელშიც მეტწინად ინგლისის და სლოვენიის ნაკრებთა შეხვედრაა განხილული. რასაკვირველია, შეიძლებოდა ინგლისური პრესის მიმოხილვაც, მაგრამ ამჯერად საინტერესოდ მივიჩნიეთ გვენახა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ერთი ტოპ-ქვეყნის ნაკრების თამაშმა მისი კონკურენტი ქვეყნის მედიაზე. მიმოხილვის ავტორია პაბლო მონტანო: „სამწუხაროდ, იგივე განმეორდა”, — თქვა ვეტერანმა ჯეიმი კარაგერმა კორექტულად. ინგლისის ნაკრებმა სლოვენიასთან 0:0 ითამაშა, C...
ვარგა
კვირას, 23 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, უნგრეთის ნაკრებმა მე-100 წუთზე კევინ ჩობოტის ერთადერთი გოლის წყალობით შოტლანდია დაამარცხა. მარკო როსის გუნდს ამ გამარჯვებამ 1/8 ფინალში გასვლის შანსები შეუნარჩუნა: A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა სამი ქულით და შეუძლია ფლეი-ოფში გასვლა, თუ სხვა ჯგუფებიდან მინიმუმ ორი მესამე ადგილის მქონე გუნდი ჯგუფურ ეტაპს უარესი შედეგით...
ყავა და მიკროფონი
ხალხს ასეთი რაღაც ართობს: წარსულში ცნობილმა გერმანელმა ვარსკვლვავმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მიკროფონის ნაცვლად პირთან ყავის ჭიქა მიიტანა და მასში ლაპარაკობდა. 39 წლის ვარსკვლავმა, რომელიც კარიერის განმავლობაში „ბაიერნში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩიკაგო ფაიარში“ თამაშობდა ეს უწყინარი შეცდომა გერმანული ტელეარხის ARD-ს ეთერში, გერმანიისა და შვეიცარიის (1:1) თამაშის წინ დაუშვა. შვაინშტაიგერი წამყვან ესთერ ზედლაჩეკთან ერთად იყო ეთერში, როდესაც ჯერ...
97 წუთი ღიმილის გარეშე
„ღიმილი, რომელიც ობიექტურად თუ ვიტყვით იტალიის ნაკრებისთვის არასახარბიელო მატჩის დასრულებიდან 30 წამის შემდეგ ვიხილეთ, მთელი 97 წუთისა და 30 წამის განმავლობაში არსად ჩანდა. სამაგიეროდ, ყველანი ვუყურებდით მორიგ პრობლემებით სავსე შეხვედრას. ამ პრობლემებზე ლაპარაკი კი წინა მატჩების გახსენების გარეშე ძნელია. მათ პირველად წინა დღეებში წამოყვეს თავი. მაგრამ, ფეხბურთს ერთი ამოსუნთქვით მოსაყოლი ზღაპრების შემოთავაზება უყვარს და ამის...
ევრო 2024: მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები
დასრულდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური და შეგვიძლია გაგაცნოთ ყველა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა: 19/06 ხორვატია-ალბანეთი 2:2 ანდრეი კრამარიჩი 19/06 გერმანია-უნგრეთი 2:0 ილქაი გუინდოგანი 19/06 შოტლანდია-შვეიცარია 1:1 მანუელ აკანჯი 20/06 სლოვენია-სერბეთი 1:1 ჟან კარნიჩნიკი 20/06 დანია-ინგლისი 1:1 პიერ-ემილ ჰოიბერგი 20/06 ესპანეთი-იტალია 1:0 ნიკო უილიამსი 21/06 სლოვაკეთი-უკრაინა 1:2 მიკოლა შაპარენკო 21/06 პოლონეთი-ავსტრია 1:3 კრისტოფ ბაუმგარტნერი ...
მამარდა და ისტორიული ქულა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე გაკვრით აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ფრანგმა სპეციალისტმა ერთი ცვლილება მართლაც განახორციელა და თან ძალიან მოულოდნელი – სანიოლმა სასტარტოს მიღმა გიორგი ჩაკვეტაძე დატოვა, მის ნაცვლად კი შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილს...
საქართველო – ჩეხეთის განსჯა გერმანელს ანდეს
22 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ჩაატარბეს – „ჰვაროსნების მეტოქე ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იქნება. უეფა-მ ამ შევხედრის განსჯა გერმანელ არბიტრს, დანიელ ზიბერტს მიანდო, მას თანამემულეები, იან ზეიდელი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან. ვიდეორეფერის ოთახში კი ასევე გერმანელი მარიკო ფრიტცი იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
სპალეტი: დანარჩენი ყველაფერი მეორადია
ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის (1:0) შემდგომ პრეს-კონფერენციაზე იტალიელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან. – როგორ აღიქვით მარცხი? – ჩვენ ძალები ვერ აღვიდგინეთ, დაღლილები ვიყავით და ესპანელეთან მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. ფიზიკური მდგომარეობა საბაზისო საკითხია. თუ ჯანზე არ ხარ, მეტოქეს ვერც სისწრაფეში გაუწევ წინააღმდეგობას და ვერც რეაქციებში. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ტექნიკური...
ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა
„უკეთ თამაში შეგვეძლო? შეგვეძლო მეტის გაკეთება? სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონოდა? სხვა მენტალიტეტი? სხვა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა? სხვა ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ? სამი მცველით უნდა გავსულიყავით მოედანზე თუ ოთხით? კიეზა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, მარცხნივ თუ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე? რასაკვირველია, ყველაფრის მოსინჯვა შეიძლებოდა, მაგრამ დღევანდელის მსგავსი თამაშების დროს ფეხბურთი მარტივდება: იტალიას ყველაფრის მოსინჯვა შეეძლო, სპალეტის შეეძლო ყველა ღონე...









