ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ. ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად...
ჭდე: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
ნაპოლის კვირას რაჰმანი დააკლდება
ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის...
შვიდი ქვეყანა უკვე ცნობილია
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშები 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება. მასპინძლებს შეჯიბრებაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დანარჩენი 23 გუნდიდან კი შვიდის ვინაობა ცნობილი გახდა. 1972, 1980 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონ გერმანიას პარასკევს შეუერთდნენ: დიდიე დეშამის საფრანგეთი, რომელიც B ჯგუფში ასპროცენტიან შედეგს აჩვენებს — 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო (გოლები 13:1). „ლურჯები” კილიან მბაპესა და ანტუან...
დიდი ნეხვი კორიდის ქალაქში
ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში, სევილიაში ესპანეთმა შოტლანდიას 2:0 მოუგო, მაგრამ მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, სქოთებს გოლი გაუუქმეს. ეს VAR-ის დახმარებით გადაწყდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე ბრიტანელებს ერთგოლიანი უპირატესობა რომ მოეპოვებინათ. გოლი, რომლის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. მსაჯის გადაწყვეტილება კი იმდენად საეჭვო იყო,...
ესპანეთი თუ ნორვეგიასაც მოუგებს და სხვა ვარიანტები
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა, ესპანეთმა შოტლანდიას შინ 2:0, ხოლო ნორვეგიამ კვიპროსს სტუმრად 4:0 მოუგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, „ლა როხა” გერმანიის საგზურამდე ერთ ნაბიჯშია. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებს კვირას ნორვეგიის დამარცხება სჭირდებათ. ოსლოში გამარჯვების შემთხვევაში ესპანელები ჩრდილოელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ. ამის შემდეგ სტალე...
ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა
იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს...
ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის
ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე...
მთავარია ხასიათი…
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვის ახალგაზრდულს დაუპირისპირდება. გუნდი ამ მატჩისთვის „ზიმბრუს“ საწვრთნელ კომპლექსში ემზადება. ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა. მთვარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე კომენატარი გააკეთა მოახლოებულ მატჩთან დაკავშრებით და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას მოიგებს. „მოლდოვასთან მნიშვნელოვანი თამაში გავქვს. ვეცდებით, საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. მოსამზადებლად დრო გვქონდა და მიმაჩნია,...
ჰიმნი თუ კარაოკე?
ჩრდილო მაკედონიისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრამ რიგ მიზეზთა გამო იტალიაში უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი გახლდათ უხარისხო მინდორი, რომელზეც იტალიელთა აზრით თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მეორე კი… ჰიმნის შესრულება. უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრის წინ იტალიის ჰიმნი იმღერა ბარბარა პოპოვიჩმა, რომელმაც აკაპელა შეასრულა. პოპოვიჩი ის მომღერალია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას 2013 წლის საყმაწვილო ევროვიზიაზე წარმოადგენდა. ვერ გეტყვით...
სპალეტი: მე ისედაც ცოტა მძინავს
იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, რამაც ლუჩანო სპალეტის დებიუტს ჩრდილი მიაყენა, „სკუადრა აძურას” სატურნირო მდგომარეობა კი დაამძიმა. ანგარიში 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა: …ჩვენ გადმოგდებული, ასხლეტილი ეგრეთწოდებული მეორე ბურთების მოპოვება გაგვიჭირდა. გუნდურ ბლოკებს ვერ ვაყენებდით. სხვა მხრივ ცუდად არ გვითამაშია. უარესიც შეიძლებოდა...









