ეგვიპტელები ვერ ცხრებიან. „ფარაონები“ მსოფლიოს ჩემპიონატიდან არგენტინის ნაკრებმა გამოთიშა – 3:2. 79 წუთის განმავლობაში ანგარიში იყო 2:0 აფრიკული გუნდის სასარგებლოდ, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი გოლი შეაგდო. ეგვიპტელებს ფრანგ მსაჯთან ფრანსუა ლეტექსიესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ: 58-ე წუთზე VAR-ის ჩარევის შედეგად მან არგენტინის კარში გოლი არ ჩათვალა (მიზეზი: ეგვიპტემ კომბინაციის დასაწყისში ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა)...
ჭდე: ეგვიპტის ნაკრები
BBC-მ ეგვიპტელთა ორივე პრეტენზია განიხილა
შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთი რჩებოდა და ეგვიპტე ისტორიაში უდიდეს მიღწევასთან ახლოს იყო, მაგრამ ყველაფერი აფრიკული გუნდის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. „ფარაონები“ 2:0-ს იგებდნენ, როდესაც კრისტიან რომერომ სხვაობა შეამცირა. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ აფრიკელები დაცვას კიდევ უფრო მეტად ჩააბეტონებდნენ და საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ, მაგრამ ოთხ წუთში ლეო მესიმ ანგარიში გაქვითა და მეტოქის რიგებში პანიკა დათესა, მსაჯის წამატებულ წუთებში...
ჰოსამ ჰასანი: მსაჯს ვუთხარი, რომ მას ეტყობა რაღაც დასამალი აქვს
ეგვიპტის ნაკრების ისტორიული სვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ შეაჩერა: აფრიკელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებმა შეხვედრის ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. ეგვიპტელთა გოლების ავტორები იყვნენ იასერ იბრაჰიმი და მუსტაფა ზიკო, არგენტინელთან კი თავი გამოიჩინეს კრისტიან რომერომ, ლეო მესიმ და ენცო ფერნანდესმა. ამ შეხვედრაში კიდევ იყო საყურადღებო მომენტები. პირველ ტაიმში მესიმ პენალტი ვერ...
ნიგერიას მესამეზე გასვლა დიდად არ გაუხარდა
მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2. „სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა. ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი....
თვალში ლაზერი, თავში საგნები
მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო...
სადიო მანემ მო სალაჰს მოუგო
სენეგალის ნაკრები პირველად გახდა აფრიკის ჩემპიონი. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლი სადიო მანემ გაიტანა და „ენფილდზე“ რომ დაბრუნდება, ტრაბახის ექსკლუზიური უფლება მას ექნება. მანეს ეგვიპტელ თანაგუნდელ მო სალაჰს კი გაჩუმება მოუწევს. მატჩის მე-7 წუთზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ეგვიპტის კარში პენალტი დაინიშნა. „ფარაონებმა“ მსაჯთან სამი წუთი იკამათეს, შემდეგ კი სალაჰი თავის მეკარესთან გაბასკისთან მივიდა...
კლოპის აფროხლაფორთი
„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც...
ძმაკაცის მონათხრობი: მო ლივერპულმა გააბრაზა
ვითომ? მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს, ეგვიპტის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მოჰამედ აბუტრიკას უთქვამს, მომ მითხრა, რომ „ლივერპულში” აწყენინეს და გააბრაზესო. დგას ახლა ინგლისის ჩემპიონი, აგორებულ ჭორებს აქარწყლებს და აცხადებს, სალაჰის გაყიდვაზე ლაპარაკიც არ არისო. გაყიდვის შესახებ: აბუტრიკას უთქვამს, მერსისაიდელები მოჰამედის გაყიდვით ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას აპირებენო. კიდევ კარგი, ორშაბათს, სალაჰმა ამ ყველაფრის პასუხად სოციალურ ქსელში თავისი...
მო-რჩა!
რას ნიშნავს მაინც ახალგაზრდა, ნაწრთობი ორგანიზმი… მო სალაჰი დღეს ვარჯიშს უბრუნდება. covid 19 დამარცხებულია, თან, სწრაფად და იოლად. გუშინ, „ლივერპულმა” „ლესტერს” 3:0 თავისი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე მოუგო. ეგვიპტელს მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ სალაჰი ეროვნული გუნდის შეკრებაზე ყოფნის დროს, ძმის ქორწილში დაავადდა. ქორწილში მან რეგულაციები დაარღვია. ზედიზედ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ თავდამსხმელი...
შენ, მო… ქორწილში რამ წაგიყვანა?
მო სალაჰს კოვიდი აქვს. ძმის ქორწილში აიკიდა. „ლივერპულის” 28 წლის თავდამსხმელი უსიმპტომოა. ის ინგლისში ეგვიპტის ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეხვდებოდა ამ ცნობას მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი, რომელსაც ბოლო პერიოდში უკვე დაუშავდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ახლა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის თანაბომბარდირ სალაჰს (მას და „ევერტონის” თავდამსხმელს დომინიკ კალვერტ-ლევინს 8 გოლი აქვთ გატანილი) ათდღიანი თვითიზოლაცია მოუწევს....








