გერმანიის ბუნდესლიგამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 19 წლის ბელინგემმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. „დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ დარად ბუნდესლიგაში სეზონის ბოლოს 71 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები მიუნხენელები გახდნენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელინგემი დორტმუნდელ პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა....
ჭდე: დორტმუნდი
ლივერპული ბელინგემს აღარ შეიძენს
„ლივერპული“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ინგლისური კლუბი შუახაზელის შეძენას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო აღარ გეგმავს. ტრანსფერი 120 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა, რაც გუნდის ზაფხულის ბიუჯეტის დიდი ნაწილია. სამაგიეროდ, „ლივერპული“ ყველა ხაზის გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხარს უჭერს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის გაძლიერებაზე მუშაობის შედეგები რაც შეიძლება...
ტუხელი მოდის…
მიუნხენის „ბაიერნმა“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გაანთავაისუფლა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მიუნხენელები ნაგელსმანის ადგილზე თომას ტუხელს დანიშნავენ, რონელთანაც 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ტუხელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – დარჩენილია ამ სამწვრთნელო ცვლილების ოფიციალური დადასტურება. მისი დებიუტი კი 1 აპრილს, „დორტმუნდთან“ საშინაო მატჩში შედგება. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ბუნდესლიგას სწორედ „დორტმუნდი“ ლიდერობს, რომელიც „ბაიერნს“ ქულით უსწრებს. მიმდინარე...
ის დიდებულია…
„ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს „დორტმუნდის“ ინგლისელი ვარსკვალავის, ჯუდ ბილინგემის შესახებ ესაუბრა. 19 წლის ნახევარცმცველს მერისისაიდულ კლუბს უკავშირებენ. „ბილინგემი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე თამაშობს, თითქოს უკვე 28 წლისაა. მისი ნიჭიერების შესახებ ყველამ იცის, თუმცა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი თამაშით კიდევ უფრო აღგვაფრთოვანა. ცხადია, გვინდა მისი ყიდვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ეღირება მონდიალის შემდეგ“. მიმდინარე სეზონის...
ბაიერნში რონალდუ მალე გადაიფიქრეს
მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ბავარიული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას აპირებდა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს. „მოკლედ განვიხილეთ რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო გადმოსვლის პერსპექტივა. ალბათ, „დორტმუნდშიც“ იგივე გააკეთეს. ბუნდესლიგის საერთო სურათი შევაფასეთ. ცხადია, ისეთი ვარსკვლავები, როგორიც რონალდუა, მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან ლიგის პოპულარობისთვის. ის ხომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ პორტუგალიელის...
ჰოლანდი – 72 გუნდზე უკეთესი
საინტერესო დაკვირვება გამოაქვეყნა ტვიტერზე Whoscored-მა. „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე პრემიერლიგის 6 მატჩში 10 ბურთი გაიტანა. ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ტოპ-5 ლიგის (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი) 72 გუნდს ერთად აღებული აქვს. 22 წლის ნორვეგიელი ამ ზაფხულს გადავიდა „სიტიში“ „დორტმუნდიდან“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ქალაქელი აკანჯი
„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ შვეიცარიელი მცველის, მანუელ აკნჯის დამატების შესახებ დაწერა. ტრანსფერი 17,5 მილიონი ევრო დაჯდა. ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. აკანჯი „დორტმუნდში“ 2018 წლიდან თამაშობდა. 2019 წელს მან გერმანიის სუპერთასი მოიპოვა, 2020-2021 წლების სეზონში კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. შვეიცარიის ნაკრებში მას 2017 წლიდან იძახებენ და დღემდე ეროვნულ გუნდში 41 შეხვედრა ჩაატარა.
გმადლობთ, თქვენ ასახელეთ საქართველო!
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა. თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი „ბათუმი“,...
მამარდაშვილის 63
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ავსტრიის ქალაქ ალტახში პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანულ „დორტმუნდს” 3:1 მოუგო. გიორგი 63-ე წუთამდე მოედანზე იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. სტატისტიკის თანახმად, ამ შეხვედრაში დორტმუნდელებმა კარში 6-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ხუთჯერ კი მას ადგილზე „ღამურების” მეკარე დახვდა. ვალენსიელთა კარზე ძირითადი დატვირთვა პირველ ტაიმში მოდიოდა. ეს იყო...
სად ესწრება ფეხბურთს ყველაზე მეტი მაყურებელი?
ფეხბურთს რომ გულშემატკივრის გარეშე ფასი არ აქვს, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. გახსოვთ, როგორ იყო კოვიდის წლებში? ტრიბუნებზე ხალხს არ უშვებდნენ, მაგრამ სიცარიელეს გულშემატკივართა ბანერებს აფარებდნენ, რეპორტაჟებს ადრე ჩაწერილ გუგუნს ადებდნენ და ცდილობდნენ სრულყოფილი საფეხბურთო ატმოსფერო შეექმნათ. მაშინ, მაყურებლის გარეშე დარჩენილმა „ლივერპულმა” „ენფილდზე” ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო, არადა მანამდე ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამარცხებულა. დღეს...









