დიტმარ ჰოპი გერმანელი მილიარდერია, ბუნდესლიგის კლუბ „ჰოფენჰაიმის” მეპატრონე, რომელსაც ბოლო ტურის შეხვედრაში, როდესაც მისმა გუნდმა „დორტმუნდს” 3:1 მოუგო, სტუმარი გუნდის ფანებმა იდნავ ზრდილობიანად რომ ვთქვათ სულ მეძავის შვილი უძახეს. ამ ინფორმაციას, სიტყვების შელამაზების გარეშე გერმანული „შპორტბილდი” ავრცელებს. 78 წლის ბიზნესმენს „ჰოფენჰაიმის” ძველი გულშემატკივარი, ცურვაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიადების ვერცხლის მედალოსანი,...
ჭდე: დორტმუნდი
მიუნხენში იცხოვრებს და დორტმუნდს დაეხმარება
გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის” აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს. „ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის პერიოდში ზამერმა დაგვარწმუნა, რომ მოვლენათა სწორი აღქმის დიდებული უნარი აქვს”, — თქვა ვაცკემ. რას ნიშნავს...
გერმანელებო, ფავრი თავისუფლდება!
„ფრანს ფუტბოლი” წერს, რომ ლუსიენ ფავრი სეზონის ბოლოს „ნიცადან” მიდის. ფრანგულ კლუბთან მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა, მაგრამ ეს საკითხი 3 მილიონი ევროს გადახდით გვარდება. „ნიცას” ხელმძღვანელები 60 წლის შვეიცარიელს ელაპარაკნენ და მხარეებმა გადაწყვიტეს „მშვიდობიანად დაცილებოდნენ” ერთმანეთს. ფავრის „ნიცადან” წასვლა ყველაზე მეტად ბუნდესლიგის კლუბებს აინტერესებთ. „ბაიერნი” და „დორტმუნდი” ჯერაც ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ფავრის „დორტმუნდში”...
ბოლტი დორტმუნდში
ლეგენდარულმა მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა „დორტმუნდთან” ივარჯიშა. თვითმხილველები ამბობენ, ვერ მიხვდებოდით იამაიკელი ფეხბურთელი რომ არ იყოო. 31 წლის სპრინტის გადამდგარი მეფე „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარია, მაგრამ თავს დორტმუნდელთა საწვრთნელ ბაზაზეც შესანიშნავად გრძნობდა. კვირის დასაწყისში ბოლტის ვარჯიშს „იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ უყურა, მაგრამ როგორც ამბობენ, ამჯერად მის გერმანულ კლუბში აყვანაზეა ლაპარაკი. ბოლტი დარწმუნებულია, რომ თავის არაბუნებრივ სისწრაფეს,...
ევროპული ცარცის წრე
ესპანურმა პორტალმა „დარიო გოლმა” დაწერა, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი „დორტმუნდის” ნახევარმცველის, ამერიკელი კრისტიან პულიშიჩის ყიდვას აპირებს. პორტალის თანახმად 70 წლის პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილის შემცვლელად ესახება. ამბობენ, რომ 28 წლის ბეილი სეზონის დამთავრების შემდეგ მადრიდიდან წავა. გერმანული „შპორტ ბილდი” კი წერს, რომ პერესი დორტმუნდელთა აღმასრულებელი შეფის ჰანს-იოახიმ ვაცკეს მეგობარია, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად...
თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?
20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....
ლეო დორტმუნდში მიდის…
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 100, 200 და ნებისმიერ მეტრზე სირბილში რეკორდსმენი უსეინ სენტ-ლეო ბოლტი მარტიდან „დორტმუნდში“ ვარჯიშს იწყებს. ეს საქმე მოაგვარა „პუმამ“, რომელიც იამაიკელი სპრინტერის და გერმანული კლუბის სპონსორია. რა უნდა „დორტმუნდში“? 31 წლის ბოლტს დიდი ხანია პროფესიული ფეხბურთის თამაში სურს. არაერთხელ უთქვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და რუუდ ვან ნისტელროის ფანია და სირბილის...






